სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:06

საზოგადოება / საქართველო

პარლამენტმა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა წარადგინა

გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმისადმი მიძღვნილი კონფერენცია
გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმისადმი მიძღვნილი კონფერენცია

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
24 სექტემბერს, თბილისში, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული გეგმა მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, განათლება, ეკონომიკა, უსაფრთხოება, პოლიტიკური მონაწილეობა და გარემოს დაცვა. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კონფერენცია აშშ-ის განვითარების სააგენტოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გახსნა. 200-მდე მოწვეულ სტუმარს იგი 15 წუთის განმავლობაში უხსნიდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ქალთა უფლებების დაცვა და მათი თანაბარი ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. იმის საილუსტრაციოდ, რომ გენდერული თანასწორობა, ჯერ კიდევ, შუა საუკუნეებში საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა, დავით ბაქრაძემ თამარ მეფის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ სწორედ ისტორია და ტრადიცია ავალდებულებს საქართველოს, დღეს უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ გენდერული თანასწორობის მიმართულებით 21-ე საუკუნის სტანდარტი დააკმაყოფილოს:
 თუკი ქალი სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი ხელისუფლებაში, საზოგადოებაში, თუკი მისი ხმა სათანადოდ არ ისმის, მაშინ ნამდვილ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ...

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში უკეთ წარმოჩენისათვის ვაკეთებთ. ეს არის ის საკითხი, რომელიც სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას განვითარებისათვის. ამის არგუმენტი ძალიან მარტივია: საქართველო არ არის რესურსზე ორიენტირებული ქვეყანა, ანუ ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსი იმ რაოდენობით, რომ ჩვენი ეკონომიკა, განვითარება იყოს დაკავშირებული რომელიმე ბუნებრივ რესურსთან.  ჩვენი ერთადერთი რესურსი ჩვენი საზოგადოებაა. ქალთა არათანაბარი ჩართულობა საზოგადოების ცხოვრებაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენი მთავარი რესურსის მხოლოდ ნახევარს“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

გენდერულ საკითხებზე მუშაობის პროცესში ერთ-ერთ პირველ მიღწევად საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები 2006 წელს პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონს ასახელებენ, რომელიც  „ოჯახში  ძალადობის დაძლევასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას“ გულისხმობს. მეორე ასეთ წინ გადადგმულ ნაბიჯად უკვე 2010 წელს მიღებული „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონი სახლდება. ბრიჯიდ ბრინკი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული აღნიშნავს, რომ მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველა იმ აქტივობამ, რაც საქართველოში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ხორციელდება: „მე დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ეს საქმე არა მხოლოდ კარგად, არამედ ჭკვიანურად უნდა გაკეთდეს. თუკი ქალი სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი ხელისუფლებაში, საზოგადოებაში, თუკი მისი ხმა სათანადოდ არ ისმის, მაშინ ნამდვილ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ“.

გენდერული თანასწორობის 2011-13 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს პარლამენტში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას და მისი ინსტიტუციური როლის გაძლიერებას. გია გოგიბერიძე, იურისტი და ექსპერტი გენდერულ საკითხებში, 2011-13 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას. ის რადიო „თავისუფლებას“ სამოქმედო გეგმის შინაარსზე ესაუბრა: „გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის საკითხების რეგულირება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ეს არის დასაქმების სფერო, განათლება, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება. ასევე, ზოგადად, კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის აღიარებული პრინციპების დაცვას და რეალიზებას ჩვენს კანონმდებლობაში. ეს არის პირველი კომპლექსური ტიპის გეგმა აღნიშნულ სფეროში. ამ გეგმის რეალიზაციის პროცესში გამოჩნდება შემდგომი მიმართულებები, თუ რა უნდა გაკეთდეს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სფეროში“, – განმარტავს გია გოგიბერიძე.

მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდ „ტასოს“გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ გენდერული თანასწორობის გეგმის განხორციელებაში გადამწყვეტი როლი საზოგადოების ჩართულობას ეკისრება, მათ შორის კი უმნიშვნელოვანესია ეთნიკური უმცირესობების, სოფლად მცხოვრები და დევნილი ქალების მონაწილოება: „მე მჯერა, რომ საქართველოს რაიონებში უზარმაზარი რესურსია. მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ნამდვილ ეროვნულ პოლიტიკად იქცეს. სანამ თემში, სოფელში იქნება შერიგება ისეთ პრობლემასთან, როგორიც ქალების შეურაცხყოფაა, ეს საკითხი არ მოგვარდება. და აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ქალთა ეკონომიკური უფლებების შესახებ. თანასწორობის ყველა საკითხი გადაჯაჭვულია ეკონომიკასთან, სიღარიბის დაძლევასთან, პირად პასუხისმგებლობასთან, სახელმწიფოებრივ და მოქალაქეობრივ ცნობიერებასთან“, – მიაჩნია მარინა თაბუკაშვილს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ცნობისმოყვარის ტრიბუნა
25.09.2011 14:16
"ქალი ღმერთის მეორე შეცდომაა" (ნიცშე);
"ყველაფერი კაცის ხელშია და კაცი ქალის ხელშია" (ალექსანდრ ფიურსტემბერგი).

ავტორი: ერთი ვინმე რუსთა-ველი
25.09.2011 01:05
რა არის ეს ოხერი გენდერული თანასწორობა? ერთია ის რომ ვაჟმა ქალიშვილს,მამაკაცმა დედაკაცს უნდა სცეს პატივი. მეორეა რომ ქალის და მამაკაცის თანასწორობა ანუ ის რომ ქალსაც და კაცსაც აქვთ კეტჩისტად გახდომის უფლება. წარმოიდგინეთ თინათინი ან ნესტან დარეჯანი, აღარაფერს ვამბობ წმინდა შუშანიკზე კეტჩისტი. ძაან კაი სანახაობა იქნება ალბათ ზოგი კრეტინის აზრით. ასე რომ თანასწორუფლებიანობასთან ცოტა ფრთხილად ბატონებო და ქალბატონებო. კაცის დაფეხმძიმება საბედნიეროდ დაახლოებით ისევე ძნელი წამოსადგენია ჰომოთა შთამბეჭდავი სოციალურ-პოლიტიკური წარმატებების მიუხედავად როგორც ქალის კეტჩისტობა. ასე რომ ჯობია ქალს მუხლმოყრით ყვავილი მივართვათ. თანამედროვე ევროპელი ფემინისტი ქალები ჩივიან უფლებები კი მოვიპოვეთ რაც ძალიან კარგია მაგრამ კაცები,ვაჟკაცებზე ხომ ლაპარაკი უკვე ზედმეტია, დავკარგეთ და ესაა ჩვენი უბედურებაო. ასე რომ ფრთხილად თორე კაცობრიობა დგას ჰომოებად, ლესბოსელებად და ხელოვნურ ჰომუნკულუსებად დაყოფის საშიშროების წინაშე. ეს ქმნის ახალი ტიპის დიქტატურის,ჰომუნკულუსთა მკეთებელთა დიქტატურის და ტირანიის საშიშროებას და მაშინ რადიო თავისუფლებას ნაღდად დაკეტავენ და კარში გაგყრიან. შიმშილით ამოგხდებათ სული. ასე რომ რაცხა გენდერული თანასწორობის უშვერი ლოზუნგის მაგივრად ჯობია მამაკაცისა და ქალის ურთიერთპატივისცემაზე და სიყვარულზე ლაპარაკი. იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ ავთანდილისა და თინათინის მომგონის საყვარელი დევიზის თანახმად: იყავით ლომის ლეკვები და თანასწორებიც იქნებით.

ყველაზე პოპულარული