კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:11

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

არჩილ გამზარდია: "პარადოქსია, მაგრამ პუტინი მეტ პოზიტიურს სწავლობს სააკაშვილისგან...”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ გამზარდიაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ გამზარდია
x
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ გამზარდია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ გამზარდია

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ გამზარდია. იგი ისაუბრებს თემაზე: "განსხვავება "პიარსა" და პროპაგანდას შორის". ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 – 10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: არჩილ გამზარდია საიდან გვწერთ: თბილისი
17.12.2010 23:45
- ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პიარ ტექნოლოგიების არამართებული გამოყენება და გარკვეული თემების თავს მოხვევა საზოგადოებისათვის, საბოლოოდ უკურეაქციის მომტანი იქნებოდა და იქნება.
სამწუხაროდ, ჩემი ზედაპირული დაკვირვება ამას მიდასტურებს: დღეს საქართველოში ლამის ყველა თემა, სიტყვა და იდეა გაცვითეს, როგორც პოლიტიკოსებმა, ისე კერძო სექტორის მარკეტოლოგებმა - იქნებ ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საბოლოოდ დიდ გაუცხოებამდე და ნიჰილიზმამდე მიგვიყვანს. კითხვა, ალბათ, ასეთი მექნება: - რას ნიშნავს არაეთიკურობა პიარში და რა შედეგები დგება ასეთ დროს?

- საკითხი ძალიან ღრმაა, ცალკე თემაა ზოგადადაც, მაგრამ შეკითხვაზე მარტივად ამგვარად შეიძლება გავცეთ. პიარის მარტივად გამოსათქმელი წესი - საზოგადოებრივი ჰარმონიის შექმნაა.

მარტივად რომ ვთქვათ, ყველა კომუნიკაციური რგოლის ჰარმონია რაიმე საკითხთან მიმართებაში, სადაც დისჰარმონიაა, იქ საკითხი ჩავარდნილია. პიარის მეთოდოლოგია არ უნდა მუშაობდეს მხოლოდ "ერთის" სასარგებლოდ, ის უფრო მაღალ შედეგებზეა უნდა იყოს გათვლილი, სადაც ეს არ ხდება, იქ ქცევა არაეთიკურია.

ავტორი: არჩილ გამზარდია საიდან გვწერთ: თბილისი
17.12.2010 17:04
- ჩემი აზრით, პროპაგანდა ტოტალიტარიზმის პირობებში არსებობს, სადაც ხელისუფლება საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედებისთვის იყენებს ცენზურას, რიტუალიზაციას, ადამიანის ცხოვრების არსებითი სფეროების კონტროლის მეთოდებს. ასეთ დროს კომუნიკაციას ცალმხრივობა ახასიათებს. მეთანხმებით თუ არა, რომ პროპაგანდა ჩაკეტილ საზოგადოებაში გვხვდება, პიარი კი მხოლოდ კონკურენტული საზოგადოების პირობებში არსებობს?

- პროპაგანდაც და პიარიც ყველანაირ საზოგადოებაში გვხვდება, მაგალითად, პირდაპირი რეკლამა პროპაგანდისტული შეტყობინება უფროა, წინასაარჩევნო პროცესი, ძირითადად, პროპაგანდისტულ შეტყობინებებს უფრო ეყრდნობა და ა.შ.

თქვენ მიერ დასახელებული ამ ორი ტიპის საზოგადოების კავშირი დასახელებულ საკითხებთან მიმართებაში, იმ მხრივ გამოიხატება, რომ განსხვავებაა შედეგში, რომელიც ამა თუ იმ ტექნიკას გააჩნია საზოგადოებაში.

ავტორი: ანონიმი
16.12.2010 21:33
ალბათ მეტი დრო რომ ყოფილიყო დიალოგი უფრო ინფორმატიული იქნებოდა. აქ რომ გააგრძელოთ?
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
16.12.2010 22:06
დასვით შეკითვა (შეკითხვები) და არჩილი უპასუხებს, როცა შეძლებს.

ავტორი: არჩილ გამზარდია საიდან გვწერთ: თბილისი
15.12.2010 23:22
- თითქოს, „პიარის“ და პროპაგანდის გარჩევა ძალიან მარტივი საქმეა და რატომ ხდება, რომ პროპაგანდის „პიარად“ „გასაღებას“ განსაკუთრებული დაბრკოლებების გარეშე ახერხებენ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები?

- უნდა ვაღიაროთ, რომ მათი გარჩევა არც ისე ადვილი საქმეა, ქმედების მოტივატორის ინდიკატორი მექანიზმები ასე ადვილად არ მოიძიება. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც პოლიტიკოსები ამ ტექნოლოგიებს მხოლოდ ერთ-ერთის სახელით იცნობენ, ავრცელებენ ან აღიქვამენ, აქაც საქმე ჩვენი საზოგადოების ცოდნის დონესთან გვაქვს. ჩვენი განათლება მსგავს საკითხებთან მიმართებაში არც ისე საკმარისია, რაც უნდა იყოს.

ამასთან, საზოგადოება, რომელსაც ასე ადვილად "მართავს" მედია, იმ პირობებში, როდესაც, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი ქართული მედიასაშუალება მხოლოდ არხია პროპაგანდისტული შეტყობინებებისა, ხოლო სპეციალისტები, რომელსაც მედიასაშუალებები იწვევენ საკითხთნ მიმართებაში, უმეტეს წილად ასევე რომელიმე პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ, ცხადია, კიდევ უფრო ნაკლებ ფონს ქმნიან ამ მექანიზმების მოქალაქეების მხრიდან გასარჩევად,

ავტორი: არჩილ გამზარდია საიდან გვწერთ: თბილისი
14.12.2010 23:02
- • განსხვავებები გასაგები და აშკარაა. რა ძირითადი, პრინციპული მსგავსებაა „პიარსა“ და პროპაგანდას შორის?

- განსხვავებების მიუხედავად, ორივე მათგანს საერთო მახასიათებლებიც გააჩნია, ორივე მიმართავს გარკვეულ ტექნიკას საკუთარი მიზნებისაკენ სწრაფვის თვალსაზრისი. ორივე მათგანი გამოჰყოფს საზოგადოების როლს, გვრცელდება საზოგადოებაზე, გააჩნია ერთმანეთის მსგავსი ატრიბუტები და ა.შ. არაერთ შემთხვევაში უჭირთ მათ შორის ზღვრის გავლება, რაც ყველაზე მეტად კომუნიკაციური ობიექტის მიმართ მიზნობრივ კავშირში გამოიხატება.

ავტორი: არჩილ გამზარდია საიდან გვწერთ: თბილისი
14.12.2010 22:57
- • 1982 წლის 27 თებერვლის გაზეთ "კომუნისტში“ პირველ გვერდზე დიდი ასოებით წერია სათაური: „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“. რა არის ეს? უბრალოდ, მარტივი პლაგიატი, თუ პრობლემა უფრო ღრმაა და 30 წლის მერეც ქვეყანას იგივე ძალა მართავს, ოღონდ სხვა გვარ-სახელებით?

- უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტური მმართველობის პერიოდში პროპაგანდისტული ტექნიკა საკმაოდ მაღალ დონეზე მუშაობდა... მოცემული ლოზუნგები მასობრივი ადამიანისათვის, რომელშიც სახელმწიფოებრივი აზროვნება ნაკლებად იყო განვითარებული, ეფექტურად იყო გათვლილი.

სამოქალაქო საზოგადოების არ არსებობა ან მისი პრიმიტიული ფორმით არსებობა, მასობრივი ადამიანისათვის ქმნის იმავე ლოზუნგების მოთხოვნებს, რასაც ადრეულ ეპოქაში.

ამ მხრივ, სავსებით ლეგალურად ჩნდება ანალოგიები, როგორც ქმედებაში, შესაბამისად, მოცემულ შენიშვნაშიც.

ავტორი: არჩილ გამზარდია საიდან გვწერთ: თბილისი
14.12.2010 22:55

14.12.2010 22:47
არჩილ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის. გიგზავნით შეკითხვებს, რომელთა დასმა რადიოეთერში ვერ მოვასწარი:

1. თითქოს, „პიარის“ და პროპაგანდის გარჩევა ძალიან მარტივი საქმეა და რატომ ხდება, რომ პროპაგანდის „პიარად“ „გასაღებას“ განსაკუთრებული დაბრკოლებების გარეშე ახერხებენ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები?

2. ჩემი აზრით, პროპაგანდა ტოტალიტარიზმის პირობებში არსებობს, სადაც ხელისუფლება საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედებისთვის იყენებს ცენზურას, რიტუალიზაციას, ადამიანის ცხოვრების არსებითი სფეროების კონტროლის მეთოდებს. ასეთ დროს კომუნიკაციას ცალმხრივობა ახასიათებს. მეთანხმებით თუ არა, რომ პროპაგანდა ჩაკეტილ საზოგადოებაში გვხვდება, პიარი კი მხოლოდ კონკურენტული საზოგადოების პირობებში არსებობს?

3. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ პიარ ტექნოლოგიების არამართებული გამოყენება და გარკვეული თემების თავს მოხვევა საზოგადოებისათვის, საბოლოოდ უკურეაქციის მომტანი იქნებოდა და იქნება.
სამწუხაროდ, ჩემი ზედაპირული დაკვირვება ამას მიდასტურებს: დღეს საქართველოში ლამის ყველა თემა, სიტყვა და იდეა გაცვითეს, როგორც პოლიტიკოსებმა, ისე კერძო სექტორის მარკეტოლოგებმა - იქნებ ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საბოლოოდ დიდ გაუცხოებამდე და ნიჰილიზმამდე მიგვიყვანს. კითხვა, ალბათ, ასეთი მექნება: - რას ნიშნავს არაეთიკურობა პიარში და რა შედეგები დგება ასეთ დროს?

ავტორი: ზურა საიდან გვწერთ: თბილისი
14.12.2010 22:37
მოგისმინეთ და მოგვეწონა. :) ალბათ მეტი დრო რომ ყოფილიყო დიალოგი უფრო ინფორმატიული იქნებოდა.

ავტორი: გელა საიდან გვწერთ: კახეთი
14.12.2010 19:17
გაიხარე არჩილ. კარგი კაცი ხარ!

ყველაზე პოპულარული