კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:22

საზოგადოება / საქართველო

პრეზიდენტის ფრაზებში ქსენოფობია დაინახეს

უცა ნანუაშვილი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი და ირაკლი კაკაბაძე, ”თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელი
უცა ნანუაშვილი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი და ირაკლი კაკაბაძე, ”თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელი
ტექსტის ზომა - +
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბოდიშის მოხდა მოსთხოვა დღეს, 29 ივლისს, მოძრაობა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა, პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ. განცხადება მან არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს, რომელიც მან 27 ივლისს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას წარმოთქვა. შეხვედრა ტელეეთერით გადაიცა.

”- საფრანგეთში ხართ ნამყოფი?
- არა
- ინგლისში ხართ ნამყოფი?
- დიახ.
- რამდენჯერ?
- ორჯერ.
- ორჯერ და საზღვარზე რამდენჯერ გაუხსნიათ თქვენი ჩანთა?
- არც ერთხელ.
- ნიკა, რამდენჯერ ხარ ირლანდიაში ნამყოფი? ირლანდიაში სწავლობდი, ხო?
- დიახ, 4 წელი.
- რამდენჯერ შესულხარ ირლანდიაში?
- ძალიან ბევრჯერ
- რამდენჯერ გაუხსნიათ შენი ჩანთა?
- თითქმის არც ერთხელ.
- მაშინ ჩვენ ზანგები, ვართ, თუ რატომ ვიქცევით ველურებივით? ამიხსენით. ”

ეს კითხვა-პასუხი ფინანსთა სამინისტროში შედგა. მიხეილ სააკაშვილმა ეს ბოლო ფრაზა ფინანსთა სამინისტროში 27 ივნისს სამუშაო შეხვედრაზე წარმოთქვა. მის ამ წინადადებას მალევე მოჰყვა პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე განთავსდა. მისი შინაარი ასეთია:

”პრესსამსახური იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი შეგნებულად იყო არასწორად ინტერპრეტირებული ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ. პრესსამსახური განმარტავს, რომ ქართულ იდიომატურ გამოთქმას არავითარი კავშირი არა აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან.”

პრეზიდენტის პრესსამსახურის ასეთი განმარტება არადამაჯერებელი აღმოჩნდა მოძრაობა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენლისათვის. ირაკლი კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს ბოდიში საჯაროდ მოიხადოს ქსენოფობიური შინაარსის გამონათქვამებისათვის:

”თუ არ ვცდები, გუშინწინ ყველამ იხილეთ მიხეილ სააკაშვილის ეს უაღრესად რასისტული გამონათქვამი. ჩვენ დღეს გვინდა იმის თქმა, რომ ეს არ არის შემთხვევა, როგორც ამას მისი ბევრი მომხრე ამბობს, ეს არ არის იდიომატური გამოთქმა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ინგლისურ ენაშიც იყო შესატყვისი იდიომატური გამოთქმა და ეს შეიცვალა როგორც არაცივილიზებულობის და რასიზმის ნიშანი. უკვე ძალიან დიდი ხანია ცივილიზებულ სამყაროში ამ სიტყვების ხმარება არის სრულიად მიუღებელი, ეს არის პირდაპირ ბარბაროსობის ნიშანი დღვანდელ დღეს და ამიტომაც პრეზიდენტი ვალდებულია, რომ პირადად მოიხადოს ბოდიში, მსოფლიოს ყველა შავკანიანს და აფროქართველს მოუხადოს ბოდიში, საკუთარ მოქალაქეებს. მაგალითად, ჩემი დის შვილიშვილი არის ნინი ამირეჯიბი, მშვენიერი ადამიანი. არაფრით არ ჩამოუვარდება სააკაშვილს და არც არავის სხვას. ბოდიში მოიხადოს, რომ მან ასეთი განცხადება გააკეთა”, - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამები ხშირად გამხდარა განსჯის საგანი. როგორც ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი განმარტავს, მისთვის ზოგადად დამახასიათებელია საუბარი, ასე ვთქვათ, ხალხურ ენაზე იმისათვის, რომ უფრო ახლობელი იყოს ხალხისთვის და მისი ენაც უფრო გასაგები იყოს. ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი ამ ხერხს მიმართავდა ჯერ კიდევ რევოლუციამდე, ანუ მანამ, სანამ ხალხის ლიდერის როლს მოირგებდა.
თუმცა დღეს მისი მხრიდან ასეთი ლექსიკის გამოყენებას აფასებენ როგორც, უბრალოდ, წინდაუხედავ ნაბიჯს:

”პრეზიდენტი ცდილობს იყოს ხალხური, იყოს ახლოს ხალხთან, მათი ენით იმეტყველოს, მაგრამ ამით საკუთარ თავს იგდებს უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მსგავსი გამოთქმები გათვლილია არა ზოგადად ქართულ საზოგადოებაზე, არამედ მსგავსი ტონი საუბრისა გათვლილია მარგინალიზებულ საზოგადოებაზე და ქართული საზოგადოება არ არის იმის ღირსი, რომ მისი პირველი პირი მარგინალური აზროვნების საზოგადოებად განიხილავდეს. მსგავსი გამოთქმები აბსოლუტურად დაუშვებელია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, გლობალურ სამყაროში და მაშინ, როცა რასობრივი ცნებები ირღვევა და ადამიანები ცდილობენ ზოგადადამიანური ღირებულებებით იარსებონ, მსგავსი გამონათქვამები სრულიად დაუშვებელია ქვეყნის პირველი პირისაგან, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის კარგავს რეალობის გრძნობას, სამწუხაროდ”, - ფიქრობს ზაზა ფირალიშვილი.

რამდენად არის ქართულ კულტურაში დამკვიდრებული ესა თუ ის ტერმინი, რომელიც, შესაძლოა, თავისთავად ქსენოფობიურ შინაარსს შეიცავს? ამ კითხვაზე კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი გვცემს პასუხს. ის ამბობს, რომ ასეთი ტერმინები ნაკლებად შეგვხვდება, რადგან საქართველოში ყველა უცხოს მიმართ განსაკუთრებული პატიცისცემა არსებობს, გამოთქმაც კი არის, მაგალითად, საუცხოო, რომელიც უცხოდან მოდის და საუკეთესოს აღნიშნავს. ფრაზა, რომელიც პრეზიდენტმა წარმოთქვა, მისი შეფასებით, ევროპასა და ამერიკაში დამკვიდრებული ტერმინი იყო, რომელსაც ახლა, უბრალოდ, ერაეთიკური შინაარსი აქვს და კანონითაც კი ისჯება. ლელა იაკობიშვილი საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამზე ასეთი აზრისაა:

”საკუთარი ცენზორი უნდა გყავდეს, თორემ ის, რომ დღეს ზანგი ველური აღარ არის და შეიძლება ჩვენზე დახვეწილი, კულტურული, განათლებული, წიგნიერი და მომავალზე ორიენტირებული იყოს, ეს, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ჩემზე კარგად იცის, რადგან ნახევარი ცხოვრება ამერიკაში აქვს გატარებული. მე ვფიქრობ, ეს უფრო სიტყვის მასალაა, რადგან კაცი, რომელიც ამერიკულ კულტურასაა ნაზიარები, იმ ქვეყნის კულტურას, სადაც ეს განწყობილებები კანონით ისჯება, არათუ მორალურად, მეეჭვება, რომ ასეთი კატეგორიული შეფასება გაეკეთებინა”, - მიიჩნევს ლელა იაკობიშვილი.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
31.07.2010 17:43
Magarava საიდან გვწერთ: Trier
30.07.2010 18:32

ირაკლი კაკაბაძე

ამონარიდი ირაკლი კაკაბაძის გამოსვლიდან პ/გ „ახალი მემარჯვენეები“–ს მე–4 რიგგარეშე ყრილობაზე, 2007 წლის 24 ნოემბერი:

„ჩემი და დავით გამყრელიძის მეგობრობა დიდი ხანია გრძელდება და მას 20 წლის ისტორია აქვს... ჩვენ დავამარცხებთ ჭირს, დავით გამყრელიძე პრეზიდენტი გახდება, ჩვენ დავაბრუნებთ მეფეს საქართველოში“.

--------------------------------------------------------------------------------------------

http://www.youtube.com/watch?v=_Iur85bmJe4&feature=channel

ავტორი: Magarava საიდან გვწერთ: Trier
31.07.2010 01:18
ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: აშშ
30.07.2010 19:30
"ირაკლი კაკაბაძის დისკრედიტაცია სააკაშვილის ბოდვას ამართლებს, თუ რისი თქმა უნდა მაგარავას?"

გიორგი, მაგარავას ის უნდა, რომ კაცმა სხვები არ უნდა განსაჯო მაინდამაინც მკაცრად ქსენოფიური გამონათქვამების გამო, თუ თავად ბევრი გითესია უცხოთშიში და -მოძულეობა. არ დაგიჯერებენ.

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Athens
30.07.2010 21:48
მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილის საქციელი ზოგადად შეუსაბამოა ხოლმე , 100 % ით იყავით დარწმუნებული რომ ზანგებისთვის შეურაცხოფა არ მიუყენები...
მთავარი რაცაა ამ ადამიანს ანგარიში ერევა , გამრავლება , გაყოფა, მიმატება გამოკლება , % ის დაანგარიშება ...
ერტ კაცს კითხა ირლანდიაში თუ გაუხსნეს ჩანთა, არ უკითხავს რამდენი ხანი გაატარა ავტობუსში ან ტროლეიბუსში , არ უკითხავს თუ დაუნახავს სხვას მოპარეს რამე თუ არა , არც სხვა ქვეყნებში მყოფი ქარტველებისთვის უკითხავს იქც თუ არავის პარავენ და არც ის უკითხავს მაინც და მაინც ზანგები იპარავენ თუ თეთრკანიანებიც

მე მგონი სააკაშვილმა ჰოლანდიელს მოუსმინა რადიო თავისუფლებაზე ვინც თქვა არ გყავთ ამდენი კრიმინალი და სავსე ციხეები რატო გაქვთო... მერე კი უცებ ზანგებიც გავხდით ქართველები...
სააკაშვილი ძაან წუხს ახლა ვინმეს ვინმე სხვა მოპარავს ჯიბის ფულს თუ არა ...
მაგისთვის სულ ერტი არაა?

რომელიმე თქვენგანი საღორეში ქატოს თუ შეყრით , მერე დაუკვირდებით რომელი გოჭი მეტს შეჭამს და რომელი ცოტას?
რომელიც პირველი გასუქდება იმას დაკლავ ასე არაა?

ავტორი: GERMANE
30.07.2010 21:22
შესანისნავია, მოსაწონია - ბოდიში უნდა მოიხადოს პრეზიდენტმა და თანაც არაერთხელ.
ჯერ ერთი, რომ "ზანგები" რაღაც განსაკუთრებულ საფრთხობელად გამოიყვანა და თანაც ველურებად.
ბევრს ალბათ გაუკვირდება და იფიქრებს, ნუ რაა ასეთი, ვის არ გვითქვიაო "ზანგები" და "ველურები" ერთ კონტექსტში. პრეზიდენტმა ეს არ უნდა იკადროს.

ავტორი: mrgv საიდან გვწერთ: amerika
30.07.2010 21:18
ამ კაკაბაძეს ეტყობა საქმე აქვს გამოლეული. შანსს არ უშვებს ხელიდან, კუსავით ფეხი გამოყოს და თავი ბევრის მცოდნე "ჭეშმარიტ დემოკრატად" მოაჩვენოს ხალხს, არადა მაგის ნაბოდვარებს რომ წაიკითხავ, მიხვდები რომ ბალზე ზის და ტყემალსა ჭამს:)))

ავტორი: ანონიმი
30.07.2010 20:06
... და საკუთარ ფრაზებში არ დაინახეს ქსენოფობია ? ვააა ...

ავტორი: Magarava საიდან გვწერთ: Trier
30.07.2010 20:01
ქსენოფობია, როგრც ჩანს, მხოლოდ პრეზიდენტის ითვლება.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: აშშ
30.07.2010 19:30
ირაკლი კაკაბაძის დისკრედიტაცია სააკაშვილის ბოდვას ამართლებს, თუ რისი თქმა უნდა მაგარავას?
ვთქვათ კაკაბაძე ცუდი, უპრინციპო, მატყუარა და ფლიდი კაცია. ამიტომ სააკაშვილმა ის უნდა თვქას, რაც თქვა?
ეს ხალხი მართლა ფანატიზმში გადავარდა!
როცა ასე აშკარად მიქარავს, მაშინ მაინც გაამტყუნეთ ეს თქვენი ბელადი!

ნენე, იმ შუაში იყო, რომ შავკანიანი ქართველია და ბოდიში მოუხადოს შეურაცხყოფისთვისო.

ავტორი: ნენე საიდან გვწერთ: აშშ
30.07.2010 18:56
ამერიკაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ნებისმიერ საჯარო პირს, (არასაჯაროსაც) და მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტს კაი არაფერი დაადგებოდა და სასამართლოსთან ექნებოდა საქმე. მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი სულთანია და რაც მოეპრიანება იმას ამბობს და აკეთებს. ეს ნამდვილად სამარცხვინოა, და უფრო კი ის, რომ საზოგადოებამ არაერთხელ ჩაყლაპა უზარმაზარი შეცდომების და შეურაცხყოფების ნაკადი...
P.S. ი. კაკაბაძის დის შვილიშვილი რა შუაში იყო მაინც ვერ გავიგე.

ავტორი: melanqolikosi
30.07.2010 18:39
კარგია რომ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში იმპულსები არ აკლია. ფროვინციული ფაშიზმის დამარცხების ინერცია ამოიწურა და ეხლა სწორედ დროულად მოეშველა პროვინციულ რასიზმთან და ქსენოფობიასთან ბრძოლის აუცილებლობა. გამძლეობას და დღეგრძელობას გისურვებთ.გაგიმარჯოთ საქართველოსთან ერთად.

ავტორი: Magarava საიდან გვწერთ: Trier
30.07.2010 18:32
ირაკლი კაკაბაძე

ამონარიდი ირაკლი კაკაბაძის გამოსვლიდან პ/გ „ახალი მემარჯვენეები“–ს მე–4 რიგგარეშე ყრილობაზე, 2007 წლის 24 ნოემბერი:

„ჩემი და დავით გამყრელიძის მეგობრობა დიდი ხანია გრძელდება და მას 20 წლის ისტორია აქვს. ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი. მინდა შეგახსენოთ, რომ წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში – დათო გამყრელიძე დიდი ოჯახისშვილია. მე დღეს მინდა ვთქვა ისეთი რაღაც, რაც აქამდე არ მითქვამს და რაც დათო გამყრელიძის პიროვნებას ძალინ დადებითად წარმოაჩენს: დათო გამყრელიძე იყო პირველი, რომელიც დაუპირისპირდა არსებულ დიქტატურას თავისი სიტყვით და საქმით. მან პირველმა აიმაღლა ხმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე. ხშირად ამბობენ, რომ ვაჟკაცობა პირდაპირობაა, მაგრამ მე გეტყვით, რომ დათო გამყრელიძე ვაჟკაცია თავისი მოზომილობით. მას შეუძლია თავისი ინტერესების დაცვა მოზომილი პოლიტიკით. დავით გამყრელიძე პირველია, რომელმაც დაინახა, რომ აუცილებელია ქვეყანაში სტრუქტურული ცვლილებების გატარება. დავით გამყრელიძე პირველია, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის მიმართვას გამოეხმაურა, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ფესვებს. არსებობს ალბერტ კამიუს რომანი „ჭირი“ – დღეს ჩვენი ჭირი ნაციონალური მოძრაობაა და რადგან იგი ბავშური ხასიათისაა, ამას ყველაზე კარგად პედიატრი დავით გამყრელიძე მიხედავს. ჩვენ დავამარცხებთ ჭირს, დავით გამყრელიძე პრეზიდენტი გახდება, ჩვენ დავაბრუნებთ მეფეს საქართველოში“.

ავტორი: Magarava საიდან გვწერთ: Trier
30.07.2010 18:32
რეზონანსი". # 199. შაბათი, 28 ივლისი, 2007 წელი
ქრისტიანული კოალიცია - პასუხი ნაციონალების ძალადობაზე: უარი ვათქმევინოთ ხელისუფლებას ძალადობის, აბორტების, ჰომოსექსუალური ქორწინებების მხარდაჭერაზე!

ირაკლი კაკაბაძე (სპეციალურად "რეზონანსისათვის" ნიუ-იორკიდან)

... ეს ის ათეისტები არიან, რომელნიც მზად არიან, ერთბაშად მიაფურთხონ ქართულ ღირებულებებს და ფულის გულისათვის საქართველოში ჰომოსექსუალურ ქორწინებებსაც დაუჭირონ მხარი. ეს ის ათეისტები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვების მოკვლასაც მხარს უჭერენ სახელმწიფო დონეზე. ეს ადამიანები თანახმა არიან, აბორტების გაათმაგების გზით, ქართველი ერი რიცხვობრივად განადგურდეს და შეუერთდეს ისტორიულ რარიტეტთა რიცხვს. ..

... დღევანდელ დღეს ლიბერალიზმი ერის განადგურების ახალ საშუალებებს პოულობს - ადრე თუ ეს იყო მხოლოდ ეკონომიკური სოციალური დარვინიზმი - დღეს ეს არის დემოგრაფიული აღმასვლის ობსტრუქცია და გამრავების პროცესის გაჩერება აბორტებისა და ჰომოსექსუალთა ქორწინების ყველანაირი ხელშეწყობის საშუალებით. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დემოგრაფიული აღმასვლა, საჭიროა, რომ სახელმწიფომ უარი თქვას არა მარტო პირდაპირ ძალადობაზე, არამედ უნდა შეწყდეს აბორტებისა და ჰომოსექსუალთა ქორწინების ხელშეწყობის პოლიტიკა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ის ვერ გადაიტანს დემოგრაფიულ კრიზისს ისე, როგორც ეს დიდ ქვეყნებს შეუძლიათ. ამიტომაც ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს კარგად გამოხატული პოზიცია. აქ ლაპარაკი არ არის რაიმე სახის დისკრიმინაციაზე - არა, რა თქმა უნდა, არც ერთი ავადმყოფი ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს საკუთარი ორიენტაციის გამო, მაგრამ ჰომოსექსუალთა ქორწინების ხელშეწყობა და აბორტების მხარდაჭერა საქართველოში დღეს დიდი დანაშაულის ტოლფასია. ჩვენმა ლიბერალებმა ამ კითხვას უნდა უპასუხონ: რატომ უჭერენ ისინი მხარს ქართველი ერის პირდაპირ თუ არაპირდაპირ გენოციდს. ეს კითხვა ეკუთვნის გიგა ბოკერიას, კახა ლომაიას, ლევან რამიშვილს და მათს მეგობრებს.

ყველაზე პოპულარული