ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:30

პოლიტიკა / საქართველო

სუბარის ”ქართული იდეა”

სოზარ სუბარი (მარჯვნივ) და ლევან გაჩეჩილაძე
სოზარ სუბარი (მარჯვნივ) და ლევან გაჩეჩილაძე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სოზარ სუბარი ”ქართული იდეის” გარშემო საზოგადოების გაერთიანების ინიციატივით გამოდის. მისი წერილი, ამავე სათაურით - “ ქართული იდეა - თვითმყოფადობა, პროგრესი, უსაფრთხოება” - ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ქართულ პრესაში და მას მალევე მოჰყვა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერის - ლევან გაჩეჩილაძის - გამოხმაურება. 9 ივნისს კი ქართულ, ეროვნულ იდეაზე სამსჯელოდ უკვე საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

“ქართული იდეის” მთავარი მიზანი - ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაა. მთავარი კითხვები კი, რომელზე სასაუბროდაც სოზარ სუბარმა პოლიტიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, იურისტები - სხვადასხვა სფეროს ექსპერტები - მოიწვია, ასეთია: როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა,როგორ ვხედავთ საქართველოს ადგილს და ფუნქციას მსოფლიოში? რა გვესახება უახლოეს და სტრატეგიულ მიზნებად? თავად სუბარმა თქვა, რომ მის ამ წერილს არა აქვს პოლიტიკური პროგრამის პრეტენზია, თუმცა, ამავე დროს, ეს არის ერთგვარი მცდელობა პროვოკაციისა, რომ საზოგადოებამ დაიწყოს ამ საკითხებზე მსჯელობა.

იდეა ყველას მოეწონა, მაგრამ გაჩნდა კითხვები: რა იქნება შემდეგ, რა მოჰყვება შედეგად მსგავს შეხვედრებს? სად დაუშვა ქართულმა საზოგადოებამ შეცდომა, რის გამოც ერთიანობა ვერ მოხერხდა?

ლევან გაჩეჩილაძე, რომლმაც თქვა, რომ ამ იდეის განხორციელების თანამონაწილე იქნება, სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა: ”მინდა ვიყო თანამონაწილე ახალი ეროვნული მოძრაობის, რომლის მიზანიც იქნება ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი დღე და არა უსახელო სახელმწიფო ხვალ.”

ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა კი თქვა, რომ ხელისუფლების კრიტიკას იმ იდეის გარშემო გაერთიანება სჯობს, რომლის ირგვლივ გაერთიანებაც ხალხს მოუნდება: ”აქ არ არის საუბარი დროშების ქნევაზე, მიტინგებზე, ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე. მთავარია ვიპოვოთ ის სიმები, რომელიც ყველა ქართველის გულშია, ის ჟღერადობა, რომელიც მოგვცემს ერის განვითარების ელემენტებს.”

ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ „ქართული იდეის“ განვითარებაზე სამუშაო ჯგუფი იზრუნებს, რომელშიც რვა ადამიანი შევა. მათგან ნაწილი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე იზრუნებს, ნაწილსაც მეტწილად ექსპერტული სამუშაო ექნება. გარკვევით ითქვა ისიც, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების მცდელობა.

„ქართულ იდეაზე“ მომუშავე ჯგუფის წევრების ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, რადგან, როგორც, სოზარ სუბარი ამბობს, ჯგუფი ახლა ყალიბდება და მისი კარი ღიაა ყველა თანამოაზრისათვის.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: eka
19.06.2010 05:52
სოზარ სუბარი არის სასაცილო ადამიანთა შორის ჩემი ახალი აღმოჩენა. აღმოჩენა მაშინ გავაკეთე, ბელგიიდან რომ ინტერვიუ მისცა ალასანიას წინააღმდეგ, ჯერ კიდევ მისმა "მოკავშირემ", ისე რომ დალაპარაკებული არ იყო მასთან, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ ერთხელ შეეშალა, გამოასწორებს საკუთარი თავისთვისვეთქო, რომ კაცად ჩათვალოს ვინმემ, ვისაც ფასეულობა მართლა გააჩნია ცხოვრებაში და ღალატს ვინც არ იწონებს. ღმერთო, ვინ ლაპარაკობს ამ ქვეყანაში კაცობაზე, ეროვნულობაზე, სოზარ, მეგობარო, როგორ ჩამოჰგავხარ ცოტნე დადიანს მას მერე რაც ალასანიას გაუკეთე:) ბოლო წუთს, სამი კვირით ადრე რომ მიატოვე, პირველივე დღეს სისულელე რომ წამოროშე არჩვენებიდან "ვერ იგებდა მივხვდი და აბა მანდ რა მინდოდაო"...:)))))ან ლევან გაჩეჩილაძე, ეს ყოვლად უსირცხვილო ადამიანი - თუკი გაემიჯნენ "ძმები გმირები" არჩევნებს, რატომ დაუდგნენ ძიძიგურს- აბსურდულ კანდიდატს? თუკი დაუდგნენ, რატომ მას არ აბრალებენ და საყვედურობენ, არ უნდა მიგეღო არჩევნებში მონაწილეობაო. თუკი ამბობენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ოღონდ სააკაშვილი "მოვარყიოთო"(თორემ შერყეული დაბადებიდანაა საწყალი), მაშინ რატომ არ დაუდგნენ ალასანიას? პასუხი ვიცი -შური და ბოღმა სხვისი უპირატესობის წინაშე. ცოდოები ხართ კაცუნებო, ცოდოები, მაგრამ თქვენი საქციელით ჩვენ გაგვხდით ისევ ცოდოს.

ავტორი: melanqolikosi
15.06.2010 13:21
სიძუნწე,სიხარბე,შური,მრისხანება,ავხორცობა,სიზარმაცე,ქედმაღლობა
ანუ შვიდი დამღუპველი ცოდვა რომელთა ჩადენაც დაუშვებელია თუ გინდა ადამიანური ცხოვრება. ეს იდეა მოიტანა საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა და საუკუნეების მანძილზე ეკლესია ცდილობდა ამის ქართულ იდეადაც გადაქცევას,მაგრამ...იქნებ ეხლა რამე გამოვიდეს...

ავტორი: არმანდუჩი ფეროსოლი
10.06.2010 18:51
"ბ-ნო სოზარ, გენდობით ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი"
"ყველაფერი თავის თავზე მოირგეს, ხალხზე არავინ ფიქრობს"
"უნდათ რომ ჩაკლან ყველაფერი ქართული"
"სომოსა ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი"

აი ყველაფერ ამას სოზარ სუბარი თუ წაიკითხავს,.. (თუ წაიკითხავს),..და არაფერს იტყვის (?!).........................................

ავტორი: emigranti საიდან გვწერთ: amerika
10.06.2010 17:14
ბ-ნო სოზარ, გენდობით ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ამ მთავრობას რაც უნდა ყველა მიხვდა, ყველაფერი თავის თავზე მოირგეს, ხალხზე არავინ ფიქრობს, უნდათ რომ ჩაკლან ყველაფერი ქართული. გისურვებთ ქარმატებებს, იმედია ქართველები მალე მოვლენ გონს რაც გააკეთეს, ასეთ მთავრობას, ხმას არც ერთ ქვეყანაში არ მისცემდნენ.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
10.06.2010 15:56
ამ გაკოტრებულემბა რა სიმები უნდა მოძებნონ და მერე ამ სიმებზე რა უნდა აჟღარუნონ. გაჩეჩილაძის და კინწმარიშვილის ნაჟღარუნებ სიმებზე მათმა შვილებმა მიქსონ და იცეკვონ. სუბარი კი ასეთი არაადექვატური თუ იყო არ მეგონა

ავტორი: ესეც
10.06.2010 11:02
ვიხილეთ და მოვისმინეთ სუბარის მოწვეული სტუმრების გამონათქვამები. "ქიქოძე და ქაქუცა უნდა დაამიქსონ" თურმე. ვინმეს შერჩა აზრი ამ ქვეყანაში? ვეღარ გაიგეს მანდ შეკრებილებმა, რომ გაკოტრდნენ, როგორც პიროვნულად, ისე პოლიტიკურად? სად უნდა განვითარდეს რაიმე იმპულსი და ნიჭიერება ასეთ გარემოში? რომელ ქართულო იდეაზე საუბრობენ გუნცაძე და გაჩეჩლილაძე? ან სუბარი, რომელმაც ვეღარ გაიგო სად სკამზე ჩამოჯდეს?

ავტორი: ის საიდან გვწერთ: აქედან
09.06.2010 23:27
გაჩეჩილაძეს რეებიც შეუძლია და რა იდეები აქვს ვიხილეთ, ვუყურეთ მადენი ხანი. სუბარმა რა ალღო, ნიჭი და შემართება გამოამჟღავნა, ესეც უკვე ვნახეთ. გაგვატარეთ რა! თქვენი მადლობლები ვართ, ხალხისთვის ნუღარ შეწუხდებით.

ყველაზე პოპულარული