Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკატერინე ეგუტია


ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" გენერალური დირექტორის მოადგილე
ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" გენერალური დირექტორის მოადგილე
26 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" გენერალური დირექტორის მოადგილე. სხვა ქვეყნების მსგავსად, 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება. ეკატერინე ეგუტიამ განმარტა, რა არის ინტელექტუალური საკუთრება და როგორია დამცავი დოკუმენტის მინიჭების პროცედურა. მისი თქმით, ”საქპატენტში” მოქმედებს სააპელაციო პალატა, რომელიც განიხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების მოპოვების თაობაზე ”საქპატენტის” გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით წარმოქმნილ დავებს. რაც ეხება შემდგომ ეტაპზე წარმოქმნილ დავას, ის სასამართლოში ირჩევა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხარისხი ქვეყანაში დიდად არის დამოკიდებული მოქალაქეთა აქტიურობაზე. ეკატერინე ეგუტიამ მსმენელს მოუთხრო ბოლო დროის ყველაზე ორიგინალურ გამოგონებებზე, რომლებიც ”საქპატენტში” დამოწმდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG