Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვასილ გონაშვილი


ვასილ გონაშვილი, სამართლის დოქტორი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
ვასილ გონაშვილი, სამართლის დოქტორი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
20 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ გონაშვილი, სამართლის დოქტორი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესზე. როდის, რა ვითარებაში, რა პირობების არსებობის შემთხვევაში დგება საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი კონსტიტუციის შექმნის საკითხი ქვეყანაში. გონაშვილმა ჩამოთვალა ის პირობები, რომელთა გამოც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იცვლებოდა კონსტიტუციები. ვასილ გონაშვილი თავადაც არის ერთ-ერთი პროექტის ავტორი, რომლის განხილვაც 23 აპრილს გაიმართება. ის თვლის, რომ ხელისუფლების ყველა შტოს გამოკვეთილი ფუნქცია უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ ძალაუფლება რეალურად დაბალანსდეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG