უსმინეთ

ახლა ეთერშია

საღამოს თავისუფლება

შემდეგი გადაცემები:

ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

TV

ბავშვები და სამოქალაქო განათლება

22.01.2010

თქვენი JavaScript-ი გამორთულია ან Adobe's Flash Player-ის ძველი ვერსია გაქვთ. ჩამოტვირთეთ Flash Player-ის უკანასკნელი ვერსია. .


როგორ ხდებოდა ბავშვების სამოქალაქო აღზრდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქაში? როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, რა არის სიყვარული? სიძულვილი?

თქვენი JavaScript-ი გამორთულია ან Adobe's Flash Player-ის ძველი ვერსია გაქვთ. ჩამოტვირთეთ Flash Player-ის უკანასკნელი ვერსია. .


ამ კითხვებით მიმართავს ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”წითელი ზონის” ავტორი, გიორგი გვახარია განათლების სპეციალისტს, ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას.

თქვენი JavaScript-ი გამორთულია ან Adobe's Flash Player-ის ძველი ვერსია გაქვთ. ჩამოტვირთეთ Flash Player-ის უკანასკნელი ვერსია. .

ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: თბილისი
09.02.2010 16:06
გეთანხმებით მთავარი- სიყვარულია, შენი საგნის და თითოეული მოსწავლის.აუცილებელი -მუდმივი სიახლე და ფანტაზია.

ავტორი: orinokodaurubambadaleuli
07.02.2010 12:55
ადრე უთქვამთ რომ იყავით როგორც ბავშვები და თქვენი იქნება სასუფეველი ცათაო. არაო თქვეს თანამედროვეებმა, ჩვენ კი არ უნდა ვისწავლოთ ბავშვებისაგან,პირიქით,ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებსო.არა და რა უნდა ასწავლონ საწყალ ბავშვებს ამ ტანამედროვე უფროსებმა? წუხელ ამოვიკითხე, მაგალითად, ფრაზა რომელიც თავის სიღრმით შესძრავდა და შეარყევდა პლატონის მასწავლებელ ამენხოტეპსა და პითაგორას, ორფეოსზე რომ აღარაფერი ვთქვათ და ვჩქარობ სიხარულის თქვენთვის გაზიარებას.

"ღმერთი ნებისმიერ რელიგიაზე მაღალია", ბრძანა ვიღაც გამოჩენილმა თანამედროვე ინტელექტუალმა. ეს გარკვეულწილად კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენას ჰგავს.რელიგია ბატონებო, და ქალბატონებო მუდამ ითვლებოდა ტირედ. ადამიანის და ღმერთის დამაკავშირებელ, ადამიანსა და ღმერთს შორის ოდესღაც არსებული და ადამიანის სირეგვნის გამო გაწყვეტილი კავშირის აღდგენის საშუალებად. ის არც მაღლა იყო რამეზე არც დაბლა, არც წინ და არც უკან,სხვათა შორის არც გვერდით. ის ალბათ უფრო შიგნით იყო მუდამ. ყოველ შემთხვევაში კარგი იქნებოდა ამაზე კაი დისკუსია კაი მუშტი-კრივის, ლანძღვა-გინებისა და 9 აპრილიდან 26 მაისამდე გალიებში და საკნევში ჩაჯდომების გარეშე (არც ზარბაზნების და კალაშნიკოვების სროლა გვინდა).

რელიგია იყო როგორც რე-ლიგია, ლიგის, კავშირის ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის აღდგენა. ზოგისთვის ღმერთი ზევითაა, ზოგისთვის ყველგან, მათ შორის თვითონ ადამიანის შიგნითაც და ამ შემთხვევაში "შეიცან თავი შენი", სოკრატეს ეს დევიზიც ერთგვარი რელიგიაა. ასევე ფიქრობდნენ ალბათ ბიბლიის ავტორები რომელთა თქმითაც ღმერთმა ადამს შთაბერა თავისი სული. ასე რომ რელიგია-ტირე შეიძლება წარმოვიდგინოთ წერტილის ანალოგიადაც. რა თქმა უნდა ვიღაცას შეუძლია წერა წერტილის გარეშეც. მაგრამ მოდით ჩვენ დავუჯეროთ ბრძენ წინაპრებს და დოუკრეფავში რომ არ მოვხვდეთ დავუსვავ ამ ჩემს მონოლოგს კარგა ბარაქიან და გვარიან დროებით წერტილს თუ მრავალწერტილსაც კი... იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ, მოგვენახოს ღმერთთან დაკარგული კავშირის აღმდგენელი რელიგია, თუ მართლმადიდებლობით, იუდაიზმით, ისლამით, ბუდიზმით, ანიმიზმით " და ა.შ." ვეღარ ვკმაყოფილდებით... არსებობს ახალი მორელიგიო მოვლენაც, ზოგი უმცირესობის უფლებათა და ზოგჯერ აღვირახსნილობაში გადაზრდილ თავისუფლებათა კულტიც. ვნახოთ, არაა გამორიცხული ამ კულტის მიმდევართა მოეკლესიო გაერთიანების შექმნაც, თუ ჯერ არაა შექმნილი. ვნახოთ, კაცობრიობა ერთ ადგილზე არ დგას, ის წინ მიდის. ვნახოთ. გოუძელით....

ავტორი: თერგდალეული საიდან გვწერთ: მოსკოვი
02.02.2010 19:50
უფრო სხვანაირ დიალოგს ველოდი, თუმცა მაინც საინტერესო იყო. თემა ამოუწურავია და ძალიან საინტერესოა. ახალგაზრდა თაობის აღზრდის პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას. ვეთანხმები ბატონ გოგის, რომ ეს ყველა პრობლემა მასწავლებლების არაპროფესიონალიზმში იმალება. საშინლად მოსაწყენი და ექიმის დიაგნოზივით წაკითხული დისციპლინა უკურეაკციას გამოიწვევს ყოველთვის მოსწავლეებში. მოძრაობა და მოძრაობა, ცვლილებები და ცვლილებები ... :)
ბატონო გოგი რატომღაც მეგონა, რომ ამ ფილმს ახსენებდით ან ნაცყვეტებს მაინც აჩვენებდით გადაცემაში. თუ ნახეთ ახალგაზრდა რუსი რეჟისორის ვალერია გაი გერმანიკას ფილმი - Все умрут, а я останусь. 2008 წელს გამოვიდა ეს ფილმი და კანის კინოფესტივალზე ჯიურის სპეციალური პრიზი მიიღო. მოკლედ რომ ვთქვა ფილმი სკოლის მოსწავლეებზეა. ფილმმა ძაან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, რომელიც დღემდე გრძელდება. თუ შეძლებთ ძალიან მოკლედ გამიზიარეთ თქვენი აზრი ფილმის შესახებ. :) წინასწარ მადლობა

ავტორი: 20
28.01.2010 22:00
მომილოცავს, გადაცემის რეკლამას მოვკარი თვალი ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე :)

ავტორი: თინათინ ათინათი საიდან გვწერთ: პატარა ოთახი
27.01.2010 01:49
აი, როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვები (ეს ერთი ჩვეულებრივი ამერიკული სკოლაა, არა მუსიკალური ან რამე განსაკუთრებული. საქართველოშიც ხომ თავისუფლად შეგვიძლია მუსიკით, მხატვრობით, საერთოდ ხელოვნებით მივუდგეთ ბავშვებს და ასე დავანახვოთ სიყვარული, სიკეთე, ერთგულება, ყველაფერი კარგი...)

http://www.youtube.com/watch?v=SiqMi4pjKUo

ავტორი: ... საიდან გვწერთ: tbilisi
26.01.2010 16:09
ძალინ ბევრი პორბლემაა სკოლებში..
(ყოველ შემთXვევაშI ჩემს სკოლაში მაინც..)
რეფორმები,რეფორმები და კიდევ ერთხელ რეფორმები!
შესანიშNავია,ძალიან კარგია,მაგრამ ამ რეფორმების განცხორცილებას ჭIრდება დრო და საფუძველი..
ბოლო რეფორმაზე(ვგულისხმობ სკოლებში 12 კლასის დასარულს ატესტატის ასაღებად ბავშვებს 10 გამოცდის ჩაბარება რომ მოუწევთ)საუბრისას უკვე ყოფილმა განათლების მინისტრმა ,ნიკა გვარამიამ ,ჟურანლისტებთან საუბრისას აღნიშნა , რომ ეს რეფორმა შესაძლებელია განხორცილდეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ(4-5წელი)12 კლასელებსაც რომ გვიწევდეს ახლა მაგ გამოცდების ჩაბარება,დარწმუმნებული ვარ მარტო ჩემი კლასიდან შეიძLება მინიმალურ ზღვარი გადალახოს დაახლოებით 8 ბავშVვმა.. მგონია ესეც ბერვია..
ჯერ საჭიროა შეიცვალოს სახელმძვანელოები,გადამზადდნენ მასწავლებლები ა.შ...
როგორც ასეთი ეს რეფორმა ძალიან კარგია,მაგრამ დღეს დამესიზმროს და ხვალ ძალაში შევიდეს,არ შეიძLება..


12 კლასებეი ახლა ვართ რაღაც საშინელ მდგომარეობაში..
ვართ აბიტურიენტები და გვთხოვენ დავესწროთ ყველა გავკეთილს სკოლაში..
ერთი შეხედვით ეს ნორმალურიცაა და ასეც უნდა იყოს,მაგრამ როცა მე სკოლაში მთელი ამ წლების მანძIლზე არ მისწავლია და არ მასწავლეს ისე,როგორც ეს ეროვნულ გამოცდებზეა საჭIრო,კლასში ზის დაახლოებით 25-35 ბავშვი,შეუძლებელია მოემზადო ისე ,რომ ეროვნულ გამოცდებზე ნომალურ შედეგს მიაღწიო..
მთელი ამ წლების განმავლოაბში გავსწავლიდნენ და ვსწავლობიდით ნიშნისთVის..არ ვამბობ ,რომ ეს მხოლოდ მასწავლებლების ბრალია ,მოსწავლეები უმანკო კრავები ვართ და ა.შ .. არ შეიძლება დაიწყო სახურავიდა,უნდა დაიწყო საძირკველიდან..
მასწავლებელი ,რომელიც მეუბენბა რომ ურჩEვნია მე გამწიროს ,ვიდრე თვითOნ შეექმნას პრობლემები,როგოც მინიმუმ მე მგონია,რომ ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მასწავლებელი..
ისტორიის მასწავლებელი,რომელსაც ეშლება პირველ მსოფლიო ომის დროს ვინ იყო რუსეთის ხემლძღავნელი ..
მაგრამ ამასთან არიან მართლა კარგი,ძალიან კარგი მასწავლებლებიც..
უამრავი დარღვევაა სკოლაში ადმინისტრაციის მხრიდან..


დავეთანხმები ბატონ გოგის.. მოსწავლეები მართლაც დაშინებულები ვართ..
მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ,როცა ჯერ კიდევ ბატონი ნიკა იყო გაანთლების მინისტრი,ვფიქრობდით შევხევდროდით მას და გვეთქვა რეალურად რა მდგოამრეობაა 12 კლასთან დაკავშირბით,მაგრამ შეგევშIნდა იმის,ამ შეხვედრის მერე ჩვენ პორბლემები არ შეგვქმნოდა ეროვნულ გამოცდებთნ და შემდგომ უმაღლეს სასწავლებელშI მოხვედრასთან დაკავშIრებით..

ავტორი: shota საიდან გვწერთ: tbilisi
25.01.2010 19:47
მაიკო მეც დამაფიქრა და იმიტომ დავწერე:))
ორივე ერთად არსებობს სიყვარულიც და სიძულვილიც :))ასე რომ ხან ვღუპავთ და ხან ვშველით ოღონდ ესენი უფრო და უფრო ნაკლებად ხდება ვინმეზე დამოკიდებული ანუ ჩვენზე. . .ტყულის სიმრავლეა და როცა სიმართლეს ვამბობთ მაშინაც ჩნდება კითხვის ნიშნები. . ეს კი არაპროფესიონალზმია რომელიც მრავლად არის. .
პროფესიონალები არსებობენ თვითკმაყოფილები და ჯვარზე გაკრულები . . . . და კიდევ ბევრ ნაერები. . . მათ შორის ბედნიერებიც.
შენ ნაწერში ყველაზე მეტად ის ამოვიკითხე რო გეშინია ცუდი არ გააკეთო ეჭვი შეგეპარა რაღაცაში:)))?ასე მგონია?
In Response

ავტორი: MAIKO
26.01.2010 19:07
ჰო, შოთა, ეჭვი შემეპარა და ეს ეჭვი მკლავს და მანადგურებს, მაგრამ ვიბრძვი. რამდენ ხანს შევძლებ ამას არ ვიცი.........

ავტორი: გიორგი კევლიშვილი
24.01.2010 14:06
ფილმს ვუყურე და ძალიან მომეწონა. მადლობა. საუბარს განმეორებით მეორე არხზე შევესწარი 5-ოდე წუთით. შეიძლება მთელი პროგრამისთვის უნდა მეყურებინა რომ ბ-ნი სიმონის სათქმელი სწორად გამეგო, ჰოდა, ეხლა ეს გნებავთ მემარცხენაულ ახირებად ჩათვალეთ და გნებავთ სხვა რამედ, მაგრამ აბა მარქსმა, ან რომელიმე მარქსისტმა სადა თქვა ისეთი რამ, რაც ბ-ნ სიმონს მოსწავლეთა და პედაგოგთა შორის დაპირისპირების შესახებ საუბრისას გამოადგა? მარქსის მე ყველაფერი არ მაქვს წაკითხული, და შესაძლოა სწორედ ის გამომრჩა, რაც ბ-ნმა სიმონმა წაიკითხა.

მარტივი ლოგიკა - მარქსისტული ხედვის მიხედვით სკოლაში ანტაგონიზმია პედაგოგთა და მოსწავლეთა შორის, ეს ხედვა თანამშრომლობას აფერხებს, აქედან - მარქსიზმი ცუდია!აც

უბედურება არაა, მარქსიზმი არ იცოდე, მაგრამ არ იცოდე და გეგონოს იცი, და ჭორებს ავრცელებდე - სამწუხარო რამაა!
In Response

ავტორი: IMT საიდან გვწერთ: Tbilisi
26.01.2010 22:28
სრულიად გეთანხმები... მეც მინდოდა კომენტარი დამეწერა ამ "სიბრძნეზე" მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე..
In Response

ავტორი: მოდერატორი
24.01.2010 14:24
შეგახსენებთ, რომ "წითელი ზონის" გადაცემების ნახვა ჩვენს საიტზეც შესაძლებელია.
http://www.tavisupleba.org/archive/geo-tv/latest/1025/1025.html

ავტორი: ანონიმი
23.01.2010 22:18
მასწავლებლეი ხშირად აყენებენ ბავშვებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაწყოფას.....ისე რომ პასუხს არავის სთხოვს

ავტორი: ანონიმი
23.01.2010 22:00
.4 წლის ბავშვისგან ძნელია მოისმინო "შენ გოგო ხარ და სამსახურში რა გინდა"..........ამ პრობლემას მიხედოს ვინმემ.....ისწავლებოდეს გენდერი

ავტორი: shota საიდან გვწერთ: tbilisi
23.01.2010 18:53
პირველი ფილმი და შედევვრად აღიარებული, მუდმივი გაგქცევა და დასასრული ოცნებაში. ქართული სინამდვილე ფსევდო კათარზიზში,ეს მდგომარეობაც სანატრელი გახდა ისევ უკეთესი მომავლისთვის. .
მქადაგებლების პათეტიკური დარწმუნებული, მორალისტური ,ფარულად ცინიკური ტონი.სიყვარულისა და სიძულვილის გადაჯაჭვული ბრძოლა. ორმაგი სტანდარტი და ალბათ ყოყმანი. მუდმივი ცვალებადობა.მარადიული ბრძოლის განზოგადებული თავმოყრა დაა მილიარდი ნიუანსი მიღმა თუნდაც ერთი შეხედვით აუცილებელი რეფორმის კულუარებში. . . .
ცნობიერებაში არ შემდგარი კათარზისის ფონზე მართლაც რომ ხმა უფრო ნაკლებად ისმის.ბავშვებს ბგერების ხილვადობის გარეშე სძინავთ არც პოულარულები არიან მხოლოდ დესტრუქციული უფლებით სარგებლობენ,შეეგუონ.
სამაოქალაქო აღზრდაში უმთავრესი როლი მასმედიას ეკისრება რომელიც უნდა პროგრესირებდეს სიტყვა პროგრესში როგორც გადაცემაში გამოიკვეთა გულისხმობენ სამ ტელარხს პლიუს ორი . .
ადამიანებს არ ვერჩი მხოლოდ ვცდილობ გავერკვეე პასუხებში და თუ ეს პასუხები ერთადერთია რაც დღეს არსებობს ნამდვილად გაგიჩნდება უკმარისობა,მერე მოიღუნები მიაჩერდები ერთ წერტილს სადაც საკვები სიურეალიზმი იქნება.ესეთი ყოფა ქმნადობის უნარების გარეშე დარჩენილი ფანატიკოსები არიან.
როცა მა ფილმს ვუყურე ყველაზე მეტად როცა ისენი იმალებოდნენ მაშინ მეუფლებოდა. . მხოლოდ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არაფერ შუაშია სხვებიც ამას დაინახვდნენ. .
სიყვარული და სიძულვილი როგორც მამარდაშვილი წერდა :ქვეყნის სიყვარული ბიოლოგიური მოცემულობა არ არისო.
ამ ნათქვამზე ახალი სამეცნიერო კვლევები გმახსენდა სადაც ამბობენ სიყვარული სწორედაც რომ ბიოლოგიური მოცემულობააო.მიაერთეს ადამიანი მანქანაზე და წავიდაა ძიება იპოვნეს ის რაც მოხლოდ მოფერებაზე რეაგირებდა და სხვა არაფერში მონაწილეობდა. . .ფილმში კეთილი ახალგაზრდული გამომეტყველების ასაკიანი ქალი ესეთი ბიოლოგიური მოცემულობაა,აგრესიას სასიამოვნო მოფერებით აღშობს. .
მოფერების ნაკლებობაა ან ისეთი სექსის როგორიც გაასწორებს. . .მაინც კათარზისი დავხატე არადა მის ფსევდო ხასიათზე და სადღაც მიუხედავად ნაგვისა ადამიანების გაუგებარ თვითკმაყოფილებაზე მინდოდა ყოფილიყო. . .
დასკვნისთვის აღზრდაზე საუბარი გამოდგება ბოლოს ხომ მაინც ეს უნდა იყოს გამოსავალი.ამაზე პროფესიონალებმა ისაუბრონ თუ არსებობენ ესეთები კიდევ თუ არსებობენ.გადაცემის შედეგად დატოვებული წარმოდგენების ფორმულირება ესე გამომივიდა.
In Response

ავტორი: MAIKO
23.01.2010 21:30
შოთა, თქვენმა ამ კომენტარმა მართლა დამაფიქრა. გამოდის, რომ საშველი არ არის და აღარ არსებობენ პროფესიონალები? სკოლებში ბავშვებს მხოლოდ ვღუპავთ? უბრალოდ გული გეტკინება ადამიანს ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ.
პროფესიონალიზმისთვის მხოლოდ საგნის ცოდნა არ არის საკმარისი. სკოლაში უმთავრესია ბავშვებთან ურთიერთობა, მათი ფსიქოლოგიური თუ ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა და მათში კარგად გარკვევა.
იცით, ბაზისურ კლასებში მე თვითონ მაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება მიღებული, რადგან მყავდა საგნის კარგი მცოდნე, მაგრამ დესპოტი (არ ვაჭარბებ) მასწავლებელი, რომლის ტირანიაც მთელი სკოლისთვის ცნობილი იყო, მაგრამ არანაირ პრევენციულ ზომას სკოლის დირექტორი ან რომელიმე ზემდგომი დაწესებულება (იგივე განათლების სამინისტრო) არ მიმართავდა.
სწორედ ამ ქალის გამო ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე შეიძლებოდა პედაგოგი გავმხდარიყავი. მაგრამ დაწყებით კლასებშივე სულ ზუსტად და ძალიან კარგად ვიცოდი, როგორი არ უნდა ყოფილიყო მასწავლებელი.
სხვათა შორის ეს ფილმი ,,მონადირის ღამე" უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ გაჩვენებს (ყოველგვარი იგავების გარეშე) როგორი არ უნდა იყოს მქადაგებელი ან თუნდაც საზოგადოება. ამიტომ აქვს კათარზისული ზემოქმედება მაყურებელზე.
საერთოდ ურთიერთობისას, მით უმეტეს ბავშვებთან, ყველაზე მთავარი მაინც სიმართლეა, ბუნებრიობაა. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ ტრავმირებულები განათლების საბჭოთა სისტემისგან და გვგონია, რომ იგივე მეორდება. უნდა გავთავისუფლდეთ ამ შიშისგან.

ავტორი: inaSvili საიდან გვწერთ: Tbilisi
23.01.2010 13:43
გუშIნდელი გადაცემა საინტერესო იყო, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, სიმონ ჯანაშიას უფრო რეალურად გამოეხატა საკუთარი პოზიცია საქართველოს აღმზრდელობითი სფეროს შესახებ, თუნდაც ის რომ საბჭოთა დროის შემდეგ ქართულ სკოლებში მოხდა პროგრესული ცვლილება, ამაში არ ვეთანხმები (საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე) )) ბატონ გოგის ნახსენები სურათი - "კლასი" (ლორან კანტე) საკმაოდ კარგი მაგალითი იყო ამ თემისათვის. ეს ფილმი არა მხოლოდ პედაგოგებმა, ყველა პერსონამ უნდა ნახოს ვისაც მოზარდებთან აქვს შეხება სხვადასხვა აღმზრდელობით საზოგადოებებში.. პირადად ეს ფილმი, ჩემს ფუნდამენტს წარმოადგენს ამ ფორუმზე საუბრისას.. ესეიგიიიიი დიდი მადლობა ჩარლზ ლოუტონს "ღამის მონადირისათვის" , ბატონ გოგის რომ არაფერი ეთქვა ამ ფილმზე, მე აღვიქვამდი როგორც ჩვეულებრივ ჰოლივუდურ ფილმად; ბავშვების ფსიქოლოგია და მათი პოზიცია გარემოს მიმართ, საკმაოდ ადეკვატურად იყო გადმოცემული, ამ ფილმმა ბევრი სათქმელი დამიტოვა... რაც შეეხება პატრიოტთა ბანაკს, გატყუებენ!! )))) ეს ნაცისტების ბანაკია, თავს ისე გრძნობ როგორც საკონცენტრაციო ბანაკში. )) საერთო ჯამში კარგი აგდაცემა იყო, და დიდი მადლობა ბატონ გოგის და ჩარლზ ლოუტონს!! ))
     
ტექსტის ზომა - +

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS