Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ლაგოდეხში ექიმთან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა


მას შემდეგ, რაც “ღორის გრიპის” შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა, უბრალო გაციების შემთხვევაშიც კი ლაგოდეხში მოსახლეობა უკვე ექიმს მიმართავს. ამბობენ, რომ ჯანმრთელობის დაცვის ეს ერთადერთი საშუალებაა, თუმცა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსი ნუნუ ნოზაძე აცხადებს, რაიონში სეზონური გრიპის განსაკუთრებული მატებაც კი არ შეიმჩნევა.

ეგრეთ წოდებულ “ღორის გრიპთან” დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ლაგოდეხში ჯერ არ დაწყებულა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის უფროსი ნუნუ ნოზაძე აცხადებს, რომ ამის აუცილებლობა რაიონში ჯერჯერობით არ არის. ნუნუ ნოზაძის თქმით, ამ ეტაპზე სპეციალური ტრენინგები მხოლოდ სოფლის ამბულატორიის ექიმებს ჩაუტარდათ:

"ყველა უბნის ექიმს ჩატარებული აქვს სემინარი, იციან ამ დაავადების შესახებ და, თუ შემთხვევა დაფიქსირდა, იციან რა ღონისძიებები უნდა გაატარონ", - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის უფროსი ნუნუ ნოზაძე და აღნიშნავს, რომ შესაბამის ზომებს საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ.

"ბროშურები არ არის, მაგრამ თუ დაიბეჭდება, ხალხს გადავცემთ. ყველა უბნის ექიმს აქვს დარიგებული სპეციალური წიგნები, რომლებიც “ღორის გრიპს” ეხება და განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული."

მოსახლეობა კი აღნიშნავს, რომ დაავადების შესახებ ინფორმირების კუთხით ღონისძიების გატარება აუცილებელია.
იმის მიუხედავად, რომ ლაგოდეხი სასაზღვრო რაიონია, პრევენციული ღონისძიებების გატარება არც საზღვარზე ხდება - სადეზინფექციო სამუშაოები აქ ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG