Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მაღალი სარეიტინგო ქულები და უკიდურესი გაჭირვება


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში მცხოვრები მარტოხელა დედა ელენე გველესიანი დახმარებას უკვე 5 წელია ითხოვს. ელენე ამბობს, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლობამ მისი ოჯახი ორჯერ შეამოწმა, თუმცა ორჯერვე მაღალი სარეიტინგო ქულები მიიღო. არადა, ოჯახს შემოსავალი, ფაქტობრივად, არ გააჩნია. მარტოხელა დედას არც სამსახური აქვს. Gგველესიანების ოჯახს, ძირითადად, მეზობლები ეხმარებიან. ელენე ამბობს, რომ ხშირად ბავშვების გამოკვებასაც კი ვერ ახერხებს.

ელენე გველესიანი ამობს, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ორი შვილის დედას საკუთარი საცხოვრებელი ბინაც კი არ გააჩნია. ელენე წლების მანძილზე ჯერ საკუთარ ძმასთან ცხოვრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ ბინა ავარიული იყო, საცხოვრებლად სხვა ბინაში გადავიდა, სადაც დღემდე ქირის გადახდა უწევს.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ქულების განსაზღვრა რაიონული სამსახურის პრეროგატივა არაა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ კაკიაშვილის განცხადებით, გველესიანების ოჯახმა, იმისათვის რომ დახმარება მიიღოს, სააგენტოს ხელახალი განცხადებით უნდა მიმართოს.

`გველესიანების ოჯახმა ჩვენს სააგენტოს უნდა მიმართოს ხელახალი განცხადებით, რის შემდეგაც უმოკლეს ვადებში მოხდება შემოწმება და ქულათა რაოდენობამ თუ შეადგინა 57 ათასზე ნაკლები, მაშინ ოჯახი უკვე დახმარებას მიიღებს~, _ აცხადებს თამაზ კაკიაშვილი.

მარტოხელა დედა ელენე გველესიანი მალე, შესაძლოა, ქუჩაში აღმოჩნდეს, რადგან 2 შვილის დედა ქირის გადახდასაც ვეღარ ახერხებს.
XS
SM
MD
LG