Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ციხისთავი


9 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ციხისთავი, ”კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელი.მან ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის მდგომარეობაზე. ახლახან გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტისა” და ”კავკასიის ქალთა ქსელის” მიერ მომზადდა და რომელსაც ეწოდება - ”ადამიანთა უსაფრთხოების მდგომარეობა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ე.წ. სასაზღვრო სოფლებში”. ანგარიში მოიცავს 2009 წლის ივლის-აგვისტოს მდგომარეობას, სრულდება რეკომენდაციებით და უკვე გაეგზავნა ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და უშიშროების საბჭოს. ნინო ციხისთავმა ისაუბრა ძირითად პრობლემებზე, რომლებიც სოფლების: ერგნეთის, ტყვიავის, მერეთის, გუგუტიანთკარის, კოშკისა და კარბის მოსახლეობას აწუხებს.
XS
SM
MD
LG