Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამეგრელოს ინტერნეტ-ბაზარი


ზუგდიდის ინტერნეტ-ბაზარზე კონკურენცია სულ რაღაც ერთი წლის წინ გაჩნდა და მომხმარებელსაც არჩევანის საშუალება მიეცა, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ორივე ინტერნეტ-პროვაიდერს ერთნაირი ხარისხისა და სიჩქარის ინტერნეტი აქვს. განსხვავება მხოლოდ ფასშია. ”ივერია ქსელი”, რომელიც პირველი ინტერნეტ- პროვაიდერია ზუგდიდში, მომხმარებელს სხვადასხვა ღირებულების პაკეტს სთავაზობს. აქ ინტერნეტით მომსახურების ფასი 56 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის. ხოლო მეორე, ახალი ინტერნეტ-პროვაიდერი, ანუ `გაერთიანებული ტელეკომი~, კლიენტს მინიმუმ 16 ლარიანს და მაქსიმუმ 200 ლარიან კომპლექტს აძლევს. მიუხედავად ფასების ასეთი სხვაობის და კონკურენციისა, ორივე კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლის რაოდენობა დღითი დღე მატულობს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ზემოთ აღნიშნული კომპანიების დირექტორებმა გენადი შეროზიამ და მამუკა ახალაიამ ერთმანეთი კონკურენტებად არ ჩათვალეს და განაცხადეს, რომ ამჟამად თითოეულის მომხმარებლის რაოდენობა 1500-ს აღემატება.

ზუგდიდში კონკურენცია მხოლოდ ინტერნეტ-პროვაიდერებს შორის არ არის. ქალაქში, თითქმის ყოველ ნაბიჯზეა ინტერნეტ-კაფე, ერთნაირი მომსახურებითა და ფასებით. ერთ-ერთი ინტერნეტ-კაფეს მეპატრონემ გვითხრა, კლიენტების რაოდენობამ იკლოო, და მიზეზად ორი რამ დაასახელა: პირველი, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ სახლში ჩართო ინტერნეტი და მეორე, რომ ინტერნეტ-კაფეების რიცხვმა იმატა. კითხვაზე, თუ რომელი ასაკის მომხმარებელია ყველაზე ხშირი სტუმარი, გვიპასუხა, რომ სალონში ინტერნეტ-თამაშებზე სკოლის მოსწავლეები, ჯგუფებად, დღის მეორე ნახევარში დადიან, ხოლო, თუ რომელ საიტებს ჰყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი, ამბობს, რომ ეს არის ცნობილი `ოდნოკლასნიკები~, რომლითაც უფრო სტუდენტები და შუახნის ადამიანები სარგებლობენ. სხვა ინტერნეტ-კაფეს მოლარე ოპერატორმა კი გვითხრა, რომ მომხმარებლის სიმცირე მათ სალონში არასდროს ყოფილა. Aარადა, ფასები და მომსახურება აქაც ისეთივეა, როგორიც ყველგან. Uუბრალოდ, ეს ინტერნეტ-სალონი მეორე საჯარო სკოლის გასწვრივაა და ამიტომ ხშირად კლიენტები რიგში ეწერებიან. ერთი საათი ყველგან 50 თეთრი ღირს.

ჩვენი მორიგი რესპონდენტი, რომელიც მთელ დღეს ინტერნეტ-კაფეში ატარებს, 19 წლის სტუდენტია. Gიგი ამბობს, რომ ინტერნეტი მისი ცხოვრების ნაწილია. ინტერნეტი მას სახლშიც აქვს, მაგრამ ურჩევნია კაფეში მეგობრებთან ერთად “იჩატაოს”. ის ყველაზე ხშირად `იუთუბის~ და `ოდნოკლასნიკებს~ სტუმრობს. გიგას გვერდით მჯდომ გოგონას კი სურვილი აქვს, ინტერნეტი სახლში ჰქონდეს, მაგრამ ამის საშუალება ამჟამად არა აქვს. ამიტომ ინტერნეტ-კაფეში მხოლოდ ერთი საათით შედის და დღის სიახლეებს ნახულობს. ის ამბობს, რომ ინტერნეტ-სალონებში მომსახურების დონე დაბალია და რომ ხმაურში საქმის კეთებაც ძალიან ძნელია.

ლიკამ ასევე გვითხრა, კარგი იქნება თუ ინტერნეტ-პროვაიდერები ფასებს შეამცირებენ და ყველა მსურველს სახლში ინტერნეტის ჩართვა შეეძლებაო. თუმცა, როგორც ინტერნეტ-პროვაიდერების მესვეურები აცხადებენ, მომსახურების საფასურის დაწევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. სამაგიეროდ, ორივე ინტერნეტ-პროვაიდერი მომხმარებელს საახალწლოდ სიახლეს შესთავაზებს.
XS
SM
MD
LG