უსმინეთ

ახლა ეთერშია

საღამოს თავისუფლება

შემდეგი გადაცემები:

ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

პოლიტიკა / საქართველო

ვის აძლევს ხელს საქართველოს პატრიარქის დისკრედიტაცია

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II

21.10.2009
დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მკაცრი შეფასება მისცა როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე ოპიზიციამ. თუმცა, მაშინ როცა ხელისუფლების მიდგომა აბსტრაქტულია, ოპოზიცია მოითხოვს, პასუხი აგოს ცილისწამების გამავრცელებელმა - მათ მხედველობაში მთავრობასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი” და მისი წევრი თეა თუთბერიძე ჰყავთ.

საზოგადოებრივი აზრი კი საქართველოში გასული კვირის ბოლოს სტუდია “ჯიენესმა” და ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ ააზვირთეს. კვირის რეპორტაჟში ნაჩვენებ სიუჟეტში გადაიცა რამდენიმე ნაწყვეტი ანონიმურად დამზადებული ვიდეორგოლებიდან, რომელზეც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უხამსი სიტყვებით იხსენიებს საქართველოს პრეზიდენტს.

ეს არაეთიკური გამოხდომები, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება საზოგადოების გახლეჩას, ხოლო მისი ავტორები ცდილობენ იაფფასიანი პოპულარობის მოპოვებას
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლი პოპულარულ ვებსაიტ იუ-თუ-ბიზე გამოქვეყნდა და შემდეგ ფეისბუკზე თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა თეა თუთბერიძემ დადო, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ, საქართველოს ეკლესიის სახით, რუსეთს ძლიერი დასაყრდენი ჰყავს საქართველოში.

“ჩემი აზრით, როდესაც სხეულის რომელიმე ორგანოზე არის სიმსივნე, იგი უნდა ამოიკვეთოს და არა ტკივილგამაყუჩებლები უნდა გაკეთდეს და ამ ტკივილგამოყუჩებლებით უნდა ვეცადოთ ამ პრობლემის მიჩუმებას”, - განუცხადა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ. “ეს გამაყუჩებლები არის 25 მილიონის გადარიცხვა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს ანგარიშზე, ასევე “ჯიპების”, ძვირადღირებული “პიკაპების” გადაცემით და ჩუქებით... რუსეთს ჰყავს დასაყრდენი ძალიან ბევრგან და, მათ შორის, მართლმადიდებელ ეკლესიაში და ეს დასაყრდენი ძალიან დიდ გავლენას ახდენს შემდეგ უკვე პატრიარქის განცხადებებზე,” – განუცხადა თუთბერიძემ დამოუკიდებელ ტელეკომპანია “მაესტროს".

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე გამოთქმულმა ასეთმა შეფასებებმა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე ინტერნეტის საშუალებით გავრცელებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა გააღიზიანა როგორ ოპოზიციური პარტიების, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც დაგმეს საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობა.

”ეს არაეთიკური გამოხდომები, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება საზოგადოების გახლეჩას, ხოლო მისი ავტორები ცდილობენ იაფფასიანი პოპულარობის მოპოვებას”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

გემი როცა ზღვაში მიდის, უნდა იცოდეს ხელმძღვანელმა, კაპიტანმა, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით მას
დღის ბოლოს კი საკუთარი პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გამოხატა, სპეციალურად გაკეთებული განცხადების სახით,

და პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას მტრული ძალების მიერ ორგანიზებული უწოდა.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული არაეთიკური განცხადებები და ვიდეორგოლები ინტერნეტ-საიტებზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ილია მეორემ საკმაოდ აშკარად გააკრიტიკა ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაშვებული შეცდომების გამო.

“ეს არ უნდა მომხდარიყო და ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო. ჩვენ გვქონდა იმისი საშუალება, რომ აგვერიდებინა თავი ამ პრობლემებისათვის. გემი როცა ზღვაში მიდის, უნდა იცოდეს ხელმძღვანელმა, კაპიტანმა, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით მას“, - განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 13 ოქტომბერს, პედაგოგთა დამოუკიდებელი პორფკავშირების წევრებთან საპატრიარქოს რეზიდენციაში შეხვედრის დროს.

თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ღვაწლმოსილი და დამსახურებული მოღვაწეა და იგი საზოგადოების - მათ შორის, პრეზიდენტის - მხრიდან დიდი მხარდაჭერითა და პატივისცემით სარგებლობს.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: Giorgi საიდან გვწერთ: Ukraine
03.11.2009 15:06
ყველა კომენტარი წავიკითხე და ერთს გეტყვით ხალხნო, რამოდენიმე კომენტარი ერტი კაცის დაწერილია აქ მიდის ძალიან ბინძური თამაში, თუ გინდათ უწოდეთ შეკვეთილი ან დავალებული, საიდან მოდის ეს დავალება ძნელი მისახვედრი არ იქნება საზოგადოებისათვის. მიდის ძალიან ჭკვიანურად და დაგეგმილად ხალხში პატრიარქის საწინააღმდეგო აზრის ჩამოყალიებბა. რაც დაიწყო youtube-ზე განთავსებული ვიდეოს შემდეგ. ინტერნეტში ბევრს ნახავთ ასეთ კომენტარებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ საზოგადოებას, ნუაყვებით ერთი კაცის მიერ დაწერილ კომენტარებს.

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
30.10.2009 04:14
რა მწყემსი, ჩემო გიორგი, ლამისაა დათვმა სამწყსო გადაჭამოს. ამ ჩვენს მწყემსს კიდე დათვის ძვირს მაინც ვერ ათქმევინებ, არადა, ერთი სიტყვა რომ ეთქვა, დათვს მოერიდეთ, ცხვრებოო, იქნება ერთი-ორი ცხვარი მაინც გადარჩენილიყო დაღუპვას...
...
- ამის ნაცვლად დათვის სიმბოლოები რომ უძევს სამლოცველოში.
...
ამბობენ, ეს ჩვენი მწყემსი ჩუმ-ჩუმად ნაღდად დათვთან თანამშრომლობსო. ცხადია, ამას წყნარად ამბობენ, ჩურ-ჩურ-ჩულით... ამ მოჩურჩულეთაც უნდა გავუგოთ; ბოლოსდაბოლოს ხომ ცხვრები ვართ ყველანი... რას იზამ, ამ ჩვენმა ღვთისტოლა მწყემსმა საცხვრებოდან რომ მოგვიძულოს და მეტი აღარ მოგვწყემსოს?! მგელ-დათვს რომ გადაურჩე, შეიძლება მოძმე "ბარანმა" მოგიღოს ბოლო სამოთხეში მოხვედრის იმედით. დათვის 'დათვობის' შესახებ დაუმოძღვრელობამ მოიტანა ის, რომ სულ აგვირია ცხვრებს ორიენტირები... ჩვენ ჩვენივე ცხვრობით თეთრსა შავს ვხედავთ მხოლოდ. მწყემსიც მხოლოდ ზოგადად გვესაუბრება სიკეთესა და ბოროტებაზე... და ჩვენც დათვი მოძმე "ბარანი" გვგონია ხშირად, ხოლო მოპროსტეტო "ბარანი" - ვარანი. ;)

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: saqartvelo
29.10.2009 21:37
შემთხვევით წავიკითხე კომენტარები, უბედურება ის კი არ არის,რომ კლიპი გაუშვა ვიგაცამ,მოგალატეები გვყოლია და სამწუხაროდ ალბათ გვეყოლება სულ,ჩემი აზრით უბედურება ჩვენი ის არის,რომ თურმე ჩვენ მართლმადიდებელმა ერმა ჩვენი ეკლესია და მისი მწყემსი შეგვიძლია განვსაჯოთ,გავაკრიტიკოთ,და ამით ვიამაყოთ,რომ არა ვართ ფუნდამესტალისტები.ამ დროს არ ვფიქრობთ,წისქვილი უფლისაი ნელად,მაგრამ წმინდად ფქვავს,და ადამიანი ცოდვის ჩადენას იმიტომ ბედავს რომ იქვე არ ისჯება

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
29.10.2009 20:02
გეთანხმები უიშვილო, ჩვენივ ხელით რომ ვითხრით სამარეს. თბილისში წმიდა სამების ტაძარში დადგმულ ბარიერებზე რომ რუსული ორთავიანი არწივები წამოქოჩრილან, ესეც თვითდასამარების ერთ-ერთ სიმბოლოდ მესახება. ამბობენ, მოსკოვიაში მჯდომ პატრიარქს უჩუქებია თავისი თანამოაზრისა და მეგობრისთვის, - ილიასათვისო. შენ რას იტყვი ამაზე? ...

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: სამეზობლოდან.
29.10.2009 15:27
მერაბ! სად ხარ? ჭურში ზიხარ? რუსი რა შუაშია- ჩვენივე ხელით ვითხრით სამარეს... ჰა ჰა მეც გეტყვი მეთქი, მაგრამ რად გინდა? მაგას რუსიც ამბობს ჩვენი მთავრობის შემყურე!

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
28.10.2009 19:53
ვაიშვილო,
ნეტაი შენი ჭკუა მისცა რუსებს. ხო აშენდებოდნენ, ჰა?...

ავტორი: ვაიშვილი საიდან გვწერთ: უიშვილეთიდან
28.10.2009 15:19
ეკლესია პოლიტიკაში მაშინ ერევა, როცა ხედავს რომ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებას ქვეყანა გაპარტახება განადგურების პირამდე მიჰყავს, ასე იყო ოდითგან -მეფეებს საქართველოში პატრიარქი წვრთნიდა და (გაიხსენეთ აღმაშენებელი) ზრდიდა - არა სოროსი. შაჰის გაზრდილებმა საქართველოს უარესი დააწიეს ვიდრე თვით თათრებმა, ასეა დღესაც...

ავტორი: Merab Pirtskhalava საიდან გვწერთ: Trier/Luxembourg
25.10.2009 14:35
ბატონებო,
თუ შეიძლება გამაგებინეთ, კრიტიკა და დისკრედიტაცია სინონიმები არის? (...)
მ.ფ.

ავტორი: mxargrdzeli საიდან გვწერთ: Iurmala
25.10.2009 02:09
თეა თუთბერიძე რაც არის კველა იცით, მაგრამ საქართველოს ეკლესიის მეთაურის საქციელი, რობილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარია: სამგვდელოებამ ხელისუფლებისაგან 7 ნომებრის შემდგე მიიღო საჩიქრად რამდენის ასეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მერე ჯიპები, ბოლოს წმინდა გიორგის ორდენი ჩამოჰკიდა ინდულგენციასავით რონალდ ახალიას და კიდევ ერთი: საქართველოს ეკლესიამ უნდა აგოს პასუხი იმ სამხედროებზე, რომელტა სსამართლო პროცესიც მიმდინარეობს მუხროვანის საქმეზე. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამ ოფიცრების დაუმორჩილეობლობა დიდწილად პროვოცირებულია სწორედ საქართველოს ეკლესიის მამამთავრის მიერ, რომელმაც არმიას და პოლიციას მოუწოდა ხელი არ აღემართათ თანამემამულეებზე, თუკი ხელისუფლება უბრძანდებდა დაეშალათ მომიტინგეები და მათი საკნები. ამიტო სანამ თუთბერიძეს ანათემას გადავცემთ, იქნებ ვიფიქროთ იმ ნაბიჯების მართებულობაზე, რასაც ქართველი მწყემსმთავრები დგამენ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმინდისათა

ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: თბილისი
24.10.2009 23:46
მართლაც, რატომ არის სამღვდელოების კრიტიკა საქართველოში ტაბუდადებული თემა? არ ვგულისხმობ, რასაკვირველია, უხამსობას და მსგავს სისულელეს, რაც თუთბერიძემ გააკეთა, არამედ ჯანსაღ, ობიექტურ კრიტიკას, რომელიც ყველა სფეროს სჭირდება და მათ შორის ეკლესიასაც(არანაკლებ სხვა დანარჩენზე, თუ უფრო მეტად არა) რატომ არის ასე მიუღებელი საზოგადოებისთვის ეკლესიის, სამღვდელოების პრობლემებზე ღიად საუბარი? რატომ დუმს მუდმივად ამ საკითხებზე ქართული მედია? არ დადგა დრო ამ კითხვებს გაეცეს პასუხი? ცოტაც და... რელიგიურ ფუნდამენტალიზმამდე არც ისე შორი მანძილია!

ავტორი: tiko საიდან გვწერთ: tbilisi
24.10.2009 20:16
პოლიტიკოსებს ეშინიათ, ერთის მხრივ, მართლადიდებელი თალიბების წყენა არ დაიმსახურონ ("მართლმადიდებლი" ამომრჩეველი ხომ უფორ მეტია), მეორეს მხრივ გაბრაზდენენ "ერის მამაზე" , რადგან ამ გემზე, რომელიც კლდეს მიეხეთქა, ჩვენც კი ვიჯექითო ზოგი ბოცმანის, ზოგი შეფ-პოვარის სტატუსით . . . პატრიარქი არის მოხუცი კაცი, მაგ ასაკში ადამიანი პენსიაში გადის წესით და მას უკვე ვერ მოსთხოვ მოქნილ და ადეკვატურ პაუხებს. ბრეჟნევივით უნდა გახდეს მაინც დამაინც?

ავტორი: ფირუზ ბოლქვაძე საიდან გვწერთ: ბათუმიდან
24.10.2009 13:48
ამ კომენტარების ჩაკითხვის შემდეგ ასეთი დასკვნა გავაკეთე: როგორც ჩანს საპატრიარქოს საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში ეჭვები მართლაც არსებობს, ამიტომ ფუჭად რომ არ ვიკამათოთ და ეს ყველაფერი საზოგადოების ორ ნაწილად გახლეჩამდე და ერთმანეთის ლანძღვა გინებამდე არ მივიდეს, მოხდეს ის რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოხდებოდა ასეთ ვითარებაში: ძალოვანმა უწყებებმა დაიწყონ მოკვლევა. ამით საზოგადოების ეჭვებიც გაიფანტება და შავი და თეთრიც გაირჩევა. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა დავინახოთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა დაისჯება ვინც კანონს დაარღვევს თუნდაც ეს სასულიერო პირი იყოს?! რაც შეეხება ვიდეო–რგოლებს, ამ შემთხვევაში მე ისევ ჩემს ძველ პოზიციაზე ვრჩები: ასეთი რამ, ვისი მისამართითაც არ უნდა კეთდებოდეს, ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ეს არის პიროვნების "პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა" და დასჯადი ქმედებაა! და კიდევ ერთი: ჩვენმა პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს ლუსტრაციის კანონი.

ავტორი: Zuricko საიდან გვწერთ: Geo
23.10.2009 21:26
საქართველოს მართლმადიდებლური რესპუბლიკისკენ ხომ არ მივექანებით მართლმადიდებელი აიათოლას თამადობით? ეგებ რუსეთმა ჩვენც ატომური ბომბი გაგვიკეთოს როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას???

ავტორი: tiko საიდან გვწერთ: Tbilisi
23.10.2009 20:31
ფაქტია, რომ რადიო "თავისუფლებასაც" შეეშინდა. იქაც ხომ ადამიანები მუშაობენ, თავისი მოძღვრებითა და შეხედულებებით. პატივი ეცით გამოხატვის უფლებასა და რადიოს შიშსაც . . . ესეც მათი უფლებაა.

ავტორი: monkey საიდან გვწერთ: TB
23.10.2009 16:12
რატომ ატყდა ამ იაფფასიან რგოლზე ამხელა ამბავი არ მესმის. გასაგებია რომ მხარს ვუჭერთ პატრირქს და მიუღებელია ყველასთვის ეს შეურაცხყოფა. მაგრამ ამ რგოლის მიზანიც ხომ ზუსტად ამას ემსახურებოდა, ატეხილიყო აჟიოტაჟი. ცოტა უფრო მაღალი დონის საზოგადოება, ვიღაცის ნამაიმუნარ ვითომხუმრობაზე ალბათ არ ატეხდა ამხელა ამბავს. იმას არ ვამბობ რომ უნდა გაგვეტარებინა და არ გვქონოდა რეაქცია, მაგრამ ახლა ისე გამოვიდა რომ ყველგან მაგაზე ვლაპარაკობთ და განვიხილავთ, და რგოლის ავტორიც სიამოვნებას იღებს ამით.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
22.10.2009 23:11
დიდი მადლობა ბატონო კობა თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციისათვის.
უწმაწური სიტყვების გამოყენება კულტურის საკითხია .მაგრამ რატომ გვიკვირს? ჩვენი საზოგადოება არ იყო, სულ სიცილ -ხარხარში რომ არჩევდა დაგინება -შეგინების განსხვავებას და კიდევ მრავალი სხვა მაგალითის მოტანა შეიძლება....მართალია, კარგი იქნება ,რომ ხალხმა კორექტულად ისწავლოს საკუთარი აზრის გამოხატვა-ფორმულირება...
სხვა დანარჩენი,ახალი თუთბერიძის ნათქვამში არაფერია.პატრიარქი რომ პრეზიდენტის მხარდამჭერთა რიცხვში არ მოიაზრება, დიდი ხანია ცნობილია-მეფობის გამოცხადების სურვილით დაწყებული ,უახლოესი განცხადებებით დამთავრებული...რუსეთთან მისი ურთიერთობაც რა მოსაწონია,როცა მთავრობა ერთს ამბობს და შენ საგანგებოდ ეპატიჟები რუსეთის პატრიარქს,რომელიც პუტინის მარჯვენა ხელი და იდეოლოგიური იარაღია....საინტერესოა ასეთ ფორმატში(მთავრობა აქეთ,ეკლესია-იქით), როგორ აპირებენ მოლაპარაკებებს,თანაც ქვეყნის გამთლიანებაზე?
რა ვქნა,ერთი კითხვა მაწვალებს-რატომ იჭერს ხოლმე პატრიარქი ყოველთვის იმ მთავრობათა საწინააღმდეგო პოზიციას,რომელთაც ჩვენი რუსეთიდან გაყვანა და დასავლეთისკენ შებრუნება სურს?.....
საშიშად კი მე ხალხის რეაქცია უფრო მიმაჩნია.საზოგადოების დარაზმვა,მუქარა და მსგავსი არაჯანსაღი რაღაცეები მიუღებელია.ევროპაში პაპზე თუ სხვა მაღალ სამღვდელოებაზე ათასნაირად ხუმრობენ, და ამ ხალხს გასალახავად და გასაკიცხად არავინ დასდევს....
სიუჟეტმა ერთი რამე გააკეთა,საზოგადოებას დაანახა,რომ ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევზე საჭიროა საუბარი დაიწყოს ღიად ....და ბოლობოლო, უნდა გადაწყდეს ,რომელი მოდელი გვინდა ირანული,რუსულ-საბჭოთა თუ დასავლურ-ცივილიზებური.....
კარგი იქნება თეა თუთბერიძის ლანძღვის მაგივრად ,პოლიტიკოსები მსჯელობას ისწავლიან,გაიზრდებიან,თორემ პოლიტიკაში ხელმოცარულები,პატარა ბავშვივით პატრიარქთან რომ მიირბენენ და მხარზე ექვითინებიან, გულის ამრევია.....არაპროფესიონალიზმზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: სხვა სამყარო
22.10.2009 18:06
ვულგარულობად ქცეულ საქართველოში მსჯელობენ ერთი ვინმე არარაობის უხამსობაზე. გეგონება სერიოზული თემები და კონკრეტული საკითხები არ არსებობდეს ჯანსაღად სადისკუსიოდ. მაგრამ არა! მდაბიოობა, გოიმობა, უხამსობა, -ასეთი ფერებით იხატება საქართველო.


ავტორი: david საიდან გვწერთ: sakartvelo
22.10.2009 18:01
ყოჩაღ თეა! ძლივს ვიღაცამ სიმართლე თქვა. სირაქლემის პოზიციაში ნუ დადგებით. დაგავიწყდათ, საბჭოთა კავშირში პატრიარქებს ვინ ნიშნავდა. მე შეგახსენებთ: KGB. სიმართლეს შევხედოთ თვალებში, ფარისევლობის და თავის მოტყუების გარეშე!

ავტორი: lora საიდან გვწერთ: zugdidi
22.10.2009 15:56
sashineleba roca patriarqs aseti binzuri enit da xerxebit exebian.

ავტორი: nino საიდან გვწერთ: Tbilisi
22.10.2009 15:55
ძალიან ჰგავს ეს სიტუაცია იმას, რომ განგებ გაკეთდა თუთბერიძის განცხადებები იმისთვის, რომ სააკაშვილს საშუალება მისცემოდა "გამოსარჩლებოდა" პატრიარქს. რას უშველის, თორემ კი.. რაც შეეხება რუსეთის დასაყრდენს - თავის შემადგენლობაში კარგად მოიძიოს მთავრობამ. და კიდევ ერთი: მე ნამდვილად უღრმესი პატივისცემით ვარ განწყობილი პატრიარქის მიმართ. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული სახელმწიფო ვიყოთ, ეკლესია და პოლიტიკა (და ეკლესია და სახელმწიფო მითუმეტეს) ერთმანეთისგან შორს უნდა იდგეს. ხოლო თუთბერიძის უზნეო გამოხტომები არ უნდა გახდეს ქვეყნის ყველა დონეზე ყურადღების ღირსი

ავტორი: edelweis
22.10.2009 15:31
ისე, ძალიან საინტერესოა ნებისმიერი სხვა კონფესიის ხაზით, რამდენად გაკეთდებოდა გნებავთ ფეისბუკზე, გნებავთ სხვაგან ასეთიშინაარსის ვიდეო რგოლები, მაგალითად მუსულმანებზე, იეღოველებზე ან ა.შ. სიტყვის თავისუფლება იყო დანიაშიც, სადაც ყურანზე იხუმრეს (კარიკატურებს ვგულისხმობ) და საქართველოსაც მოსწვდა მათი ხელი, გახსოვთ მარნეულის დემონსტრაცია მწვანე დროშებითა და შეძახილებით. აუცილებლად ვიღაც უნდა გამოვიდეს ქუჩაში შეძახილებით, რომ მერე რადიკალური რელიგია დაარქვან მავანმა, სექტა უწოდოს ან რამე სხვა? და ბოლოს სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს უპასიხისმგებლობას და მოკლე მეხსიერებას. რომ არა სასულიერო პირები, ჩვენი ჯარისკაცების გვამები ბრძოლის ველზე დარჩებოდა აყროლებული, რომ არა მიცემული პიკაპები და ჯიპები, რითი გამოიყვანდნენ, პოლიტიკოსებს აკიდებდნენ მხრებზე?

ავტორი: lado საიდან გვწერთ: gori
22.10.2009 09:49
ძალიან ცუდია როდესაც ასე აგრესიულ ანტიკაპნანიას იწყებ ერის სულიერი მამის წინააღმდეგ. როგორც ჩანს თავისუფლების ინსტიტუტი რევოლუციამდელ ფორმას დაუბრუნდა ოღონდ იმ განსხავებით რომ ხელისუფლების ნაცვლად საპატრიარქოს წინააღმდეგ დაიწყო ყოვლად უმსგავსო კრიტიკა.

ავტორი: es საიდან გვწერთ: melanqolikosi
22.10.2009 03:43

მატარებლების "უცნაური" აფეთქებების ფონზე ძალიან "დროული" უნდა იყოს ქართველების ერთანეთზე დარევის ახალი ტალღა.
ამისთანა რაღაცეები იტალიაში რომ ხდებოდა მათ უძახოდნენ
"მართული დაძაბულობის" პროცესს. საქართველოში ასეთ რაღაცას ალბათ უფრო ლამაზი სახელი უნდა მოენახოს. მაინც ვერ გავიგე რა
რა არის კრიტიკა და რა არის საქართველოს დამანგრეველი ძალების აგენტობაში ბრალდება და ამ შემთხვევაში რითი განსხვავდება ყოველივე ეს ერთმანეთისაგან. არა უჭირს, გამოვიყენებ ციმბირელი და ჩრდილოამერიკელი შამანების ( ინდიელების) მეთოდებს. თუ რამეს გავიგებ აუცილებლად შეგატყობინებთ. უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

ავტორი: qartveli საიდან გვწერთ: tbilisi
22.10.2009 03:32
GERMANE რუსეთის კათოლიკოსი აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას იმიტომ არ აღიარებს რომ უკრაინა რომელიც 40 მილიონია ისინი გამოეცლება ხელიდან, აქ ჩვენი პატრიარქის დიდ მეგობრობა სიყვარულზე საქმე არ არის

ავტორი: qartveli საიდან გვწერთ: tbilis
22.10.2009 02:49
ვიღაც გეთანხმები 100%, და ვფიქრობ ამაზე დიდი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ, ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება სადაც ვისაც რა გაუხარდება იმას იტყვის და გააკეთებს თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების თანახმად, არჩევანი კი ჩვენზე თუ არ მოგწონს არ უყუროთ და არ დავეთანხმოთ, თქვენ კი თუ რელიგიური ხართ ამ კადრებით მგონი არაფერი არ უნდა შეიცვალოს თქვენ ცხოვრებაში, საერთოდ ვთვლი ამისთვის სამოქალაქო ომი არ უნდა დავიწყოთ, სიმართლე გითხრათ ისეთი შეგრძნება მაქვს ვიღაცეები ქართველი ერის გაბრაზებას ცდილობენ.
მე ერთხელ ქალბატონ ია ანთაძეს მივწერე თავის ბლოგზე ჩვენი ჟურნალისტების პრობლემა რეპრესიები კი არა არაპროფესიონალიზმიათქო, აი ნანა ლეჟავა ხომ არსაიდან კონტროლდება და კობამ რომ ლინკი დადო რამოდენი რეპორტაჟის ყურება დავიწყე, იცით მე ჟურნალისტების არ მჯერა ძალიან ბევრს იტყუებიან
http://studiogns.blogspot.com/2009/10/181009_19.html
18/10/09 მესამე ნაწილში ამბობს ბევრ რამეებს და ბოლო იძახის რომ ბრიტანეთის კანცლერი ალესტონ დარლინგი £700 გამო გადადგა
ეხლა ამას უყურეთ
http://news.bbc.co.uk/1/hi/business/8318560.stm
ბრიტანეთში ამ წლის დასაწყისიდან დიდი სკანდალი აგორდა თითქმის ყველა (დაახლოებით 356 პარლამენტარი ზუსტად არ ვიცი) გაფლანგვებში არის დადანაშაულებული, ზოგმა მათგანმა თავისით დატოვა თანამდებობა რადგან ციხეში ჯდომას გადადგომა არჩიეს, ზოგმა კი უბრალოდ ფულის დაბრუნება გადაწყვიტა, თავად ბატონმა ბრაუნმა £12 000 დავაბრუნებო განაცხადა, მე იმის თქმა მინდა რომ ბრიტანეთამდე ბევრი გვიკლია აქ საარსებო მინიმუმი მაინც არის დადგენილი და იმავე ქალბატონი ნანა ლეჟავას რეპორტაჟში ქალბატონ ბურჯანაძეზე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა ბურჯანაძე ამბობს მე ხალხისთვის არასოდეს არ მითქვამს რომ მათთავით ვიცხოვრებდიო და არაკორექტური ვიქნები თუ იმათ დავასახელებ ვინც ხალხს შეპირდა თქვენნაირად ვიცხოვრებ და ამ პირობას არ ასრულებსო რა ქვია ამას, ქვეყანაში მინიმალური პენსია და ხელფასი არ არსებობს და ამ ქალბატონს უნდა ისევ არჩევნებში მიიგოს მონაწილეობა და ამ ჯერზე პრეზიდენტი გახდეს, რატომ არ ასახელებს იმათ ვინც ხალხის ფულს უკანონოდ ითვისებს, რა მნიშვნელობა აქვს რა თანამდებობის პირია,
არაფერი არ გვეშველება სანამ ამდენი გაუნათლებელი თუთბერიძეები, ლეჟავები და ა.შ. გვეყოლება

ავტორი: ისევ ვიღაცა
21.10.2009 23:56
გაშარჟებას რაც შეეხება:
„შარჟი – (ფრ.) სატირული ან იუმორისტული გამოსახულება ვისიმე, რისამე.“
„სატირა (ლათ.) – ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც სინამდვილის უარყოფით მხარეებს დასცინის, კიცხავს, გმობს.“
„იუმორი – (ინგ.) უწყინარი დაცინვა, რამიე ნაკლის კომიკურად, სასაცილოდ წარმოდგენა.“
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი I-II ტომი. 1990 წ.

ახლა ამიხსნას ვინმემ, სად იყო იმ ვიდეორგოლში ან სატირა, ან იუმორი? შარჟზე აღარაფერს ვამბობ.
უწიგნურობაა ყველაზე დიდი მტერი კაცობრიობისაც და პირველ რიგში თეა თუთბერიძისაც :–))

ავტორი: ანონიმი
21.10.2009 23:50
''უკაცრავად, ეს "რადიო თავისუფლებაა" თუ "ასავალ-დასავალი"? ''

:)))))))

ნანა ლეჟავა ''მტრულ ძალებში'' რატომ არ გადის?

ავტორი: ვიღაცა
21.10.2009 23:48
თეა თუთბერიძის ამ სიუჟეტთან კავშირი არ გამკვირვებია და აქედან გამომდინარე, დიდად არც გავღიზიანებულვარ. იმიტომ რომ ეს თეა თუთბერიძეა და მისი სტილია. პატრიარქზე ასეთი ცილისწამება რომელიმე ავტორიტეტულ ორგანიზაციას ან განათლებულ პირს რომ გაევრცელებინა, ნამდვილად საწყენი და გასაღიზიანებელი იქნებოდა.
ისიც რომ ვთქვა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე თუთბერიძე ამას ვერ გაბედავდა–მეთქი, ტყუილი იქნება. გაბედავდა და მერე როგორ.. იმიტომ გაბედავდა, რომ უწიგნურია და უწიგნურობა ადამიანს ბევრი სიბრიყვის გაკეთების საშუალებას აძლევს.

ავტორი: მარიკა საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2009 23:46
რაღაც ყველა თეა თუთბერიზეს ახსენებს და ლევან რამისშვილიც არანაკლებად რომ მანიპულირებს ამ თემით ფეისბუქზე, არავინ ამბობს.

ავტორი: GERMANE საიდან გვწერთ: BAYERN
21.10.2009 23:42
მართლმადიდებულ და კათოლიკურ ეკლესიბს შორის ერთ-ერთი განსხვავება ისიცა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ კათოლოკოსის ე.წ. შეუცდომლობას (როგორც კათოლიკები პაპისას), ასერომ, კრიტიკა ნორმალურია და ის განცხადებებიც, კათოლიკოსმა რომ გააკეთა /და ახლა ამას რადიო თავისუფლება რატომღაც აზვირთებას რომ ეძახის/ ადამიანურია, პოლიტიკურია. თუკი კათოლოკოსს როგორც სულიერს ამის უფლება არ ჰქონდა, ეს ვინმე ლეჟავასი კიარა, მისივე პრობლემაა.
რაც შეეხება კათოლიკოსის სიახლოვეს რუსეთთან, ამას ის თავადაც არ უარყოფს და სწორედ ამიტომაც არ აღიარებს რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას - ვიღაცეებმა ამას 1989 წელს "ქრისტეს ფეხის ფრჩხილის მკვნეტელობა " დაარქვეს, ვიღაცეებმა კიდევ სულხან-საბასეული რელიგიური დიპლომატია. ასე რომ ამაში განსხვავებული აზრები ნორმალურია და საერთოდ, კათოლიკოსსაც შეუძლია თუკი კონკრეტულობა უნდა, დააკონკრეტოს რას გულისხმობდა იმ გემსი და კარგ კაპიტანში.

რაც შეეხება ასავალ-დასავალს - ვის რა აქვს ამ გაზეთის საწინააღმდეგო?

პატივისცემით გერმანე

ავტორი: vasil საიდან გვწერთ: urbnisi
21.10.2009 23:33
ტატას როგორც ჩანს სამღვდელოების კრიტიკის სურვილი აწუხებს. ტაბუირებულიაო... ალბად ისეთივე გაშარჟება ენატრება, როგორც ქართულ ფილმებში უხვად გვქონდა XX საუკუნეში. ღმერთმა შეგინდოთ! (ურბნისი)

ავტორი: Koba საიდან გვწერთ: Praga
21.10.2009 23:04
ტატა, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. გიგზავნით სტუდია "ჯი-ენ-ესის" და ნანა ლეჟავას სიუჟეტს, რომელიც "კვირის რეპორტაჟში" გავიდა და გამოქვეყნებულია ინტერნეტ-ტელევიაზიაში. http://www.studiogns.blogspot.com/

ავტორი: ანონიმი
21.10.2009 22:39
,ააზვირთეს" ...

ავტორი: koba liklikadze საიდან გვწერთ: Praga
21.10.2009 22:35
ნუგზარ, ძალიან დამავალებთ, თუ დააკონკრეტებთ თქვენ შეკითხვას

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
21.10.2009 22:13
სამწუხაროდ ვერსად მოვნახე თეა თუთბერიძის გამოსვლა და ამასთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ,მაგრამ ერთს ავღნიშნავდი,რომ ჩვენი ეკლესია დიდი ხანია კორექტულად არ იქცევა(90-იანი წლებიდან),პოლიტიკაში აქტიურად ერევა(შენიღბვით,მამა-შვილური დარიგებებით),რაც სრულიად მიუღებელია.დემოკრატიულ საზოგადოებაში ეკლესიას თავისი ადგილი აქვს და კარგი იქნებოდა თუ საქართველოშიც გაითვალისწინებენ ამას.
ისე სამღვდელოების კრიტიკა რატომღაც ტაბუირებულია ჩვენთან.ხომ არ დადგა დრო ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ?

ავტორი: ნუგზარი
21.10.2009 21:06
უკაცრავად, ეს "რადიო თავისუფლებაა" თუ "ასავალ-დასავალი"?
     
ტექსტის ზომა - +

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS