Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის სტუმრები: ნინო ჩხობაძე და მანანა ქოჩლაძე


ნინო ჩხობაძე (მარცხნივ) და მანანა ქოჩლაძე
ნინო ჩხობაძე (მარცხნივ) და მანანა ქოჩლაძე
16 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ მანანა ქოჩლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე და ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე. მათ ისაუბრეს თბილისის ტერიტორიაზე დაგეგმილი ორი მსხვილი პროექტის - თბილისის შემოვლითი კრინიგზისა და ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობის გარემოზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ. 15 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ამ ორ პროექტზე ორი სხვადასხვა განხილვა გაიმართა. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეისთვის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, ნათელი ხდება, რომ ორივე პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია (ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის განხორციელება კი უკვე დაწყებულია). 30 ნოემბერს დაგეგმილია თბილისის რკინიგზის შემოვლითი პროექტის ოფიციალური განხილვა. ორივე რესპონდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები ხორციელდება ისე, რომ არ ხდება მათი ფართო განხილვა სპეციალისტებთან და ინფორმაცია მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG