ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 10:56

პოლიტიკა / საქართველო

ერგნეთში ვერ შეთანხმდნენ დაკავებული ქართველების გათავისუფლებაზე

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხარემ შეხვედრაზე დააყენა ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული 6 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი. საუბარია 31 აგვისტოს დაკავებულ 6 ქართველზე, რომელთაც ცხინვალის რეჟიმი ძვირფასი სახეობის ხეების მოჭრასა და მითვისებაში ადანაშაულებს. მაგრამ მათს განთავისუფლებაზე დღეს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. უშედეგოდ დასრულდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წამოჭრილი საკითხის განხილვაც: ეს იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების მოძიებისა და ციხეებიდან ოსი ეროვნების პირთა გათავისუფლების მოთხოვნა. ჩვენი კორესპონდენტის, გოგა აფციაურის, ცნობით, ერთადერთი საკითხი, რომელიც მხარეებმა პოზიტიურად მიიღეს, იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინადადება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მოსახლეობის სასაფლაოებსა და ეკლესიებში შეუფერხებელი გადაადგილების შესახებ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.