ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 13:51

პოლიტიკა / საქართველო

სირცხვილის დერეფანი: დავგმოთ თუ დავფიქრდეთ?

ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
გასული კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა კუთხით გამოვლენილი აგრესია და, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოწყობილი სირცხვილის დერეფანი. რატომ გაიყო საზოგადოებრივი აზრი ამ მოვლენასთან დაკავშირებით?

ქუჩის აქციებს, როგორც წესი, თან ახლავს მომიტინგეების აგრესია ჟურნალისტების მიმართ. ჩვენი კოლეგები ჩივიან, რომ თავს დაუცველად გრძნობენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ხოლო მომიტინგეები ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტები სპეციალურად ქმნიან პროვოკაციულ სიტუაციებს, რომლებსაც შემდეგ თავადვე იღებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჟურნალისტები აგრესორად მომიტინგეებს ასახელებენ, მომიტინგეები კი ჟურნალისტებს მიიჩნევენ მოძალადეებად და მატყუარებად.

როდესაც მედიის პრობლემებზე ვსაუბრობთ, საზოგადოების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის ურთიერთობის სქემები დიდი ხნის წინ არის გარკვეული და შეფასებული. ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სრულად გააკონტროლოს საერთოეროვნული ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკა. კონტროლის ყველაზე უტყუარი გზა მედიამფლობელებზე გადის. ტელევიზიების მფლობელები, ფაქტობრივად, თავად არიან ხელისუფლების ნაწილი და იმის მიხედვით იცვლებიან, თუ რამდენად ენდობა მათ საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, ჟურნალისტები სრულიად დაუცველებად გრძნობენ თავს საკუთარი მედიამფლობელის პირისპირ – მათ ვერც შრომითი ხელშეკრულებები იცავს (რადგან ასეთი რამ, როგორც წესი, არ არსებობს) და ვერც შრომის კანონმდებლობა უქმნის მყარ საფუძველს, რადგან ის მთლიანად დამქირავებლის ინტერესებს ემსახურება.

თავისი პროფესიის პატივისმცემელი ჟურნალისტები ტელევიზიებიდან პირველად რამდენიმე წლის წინ წამოვიდნენ. პერიოდულად ერთი–ორი კოლეგა ტოვებს რომელიმე დიდ ტელევიზიას, მაგრამ ჩუმად, საჯარო პროტესტის გარეშე. ხოლო ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც დამქირავებლის ინტერესებს მეტ–ნაკლები ენთუზიაზმით ემსახურება, პერიოდულად ოპოზიციის სამიზნეც ხდება.

როგორც კი რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჟურნალისტს შეუყვირებს ან საჯაროდ დასდებს ბრალს ტყუილების გავრცელებაში, თითოეული ჩვენგანი საკუთარ მოვალეობად მივიჩნევთ კოლეგის გამოსარჩლებას. საქართველოში მოქმედი კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ძალიან ლიბერალურია და ჟურნალისტს დიდ თავისუფლებას ანიჭებს, საჯარო პირებს კი სულ ცოტა უფლებას უტოვებს. ეს კარგია, რადგან პოლიტიკოსის ანგარებიანმა გემოვნებამ ვერ უნდა განსაზღვროს, ვინ გასალანძღია და ვინ – არა, ვინ უნდა მუშაობდეს ამა თუ იმ მედიასაშუალებაში და ვინ – არა, ვის უნდა ჰქონდეს ხალხთან ლაპარაკის უფლება და ვის – არა. რადგან თუ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან ომი წამოიწყეს, მერე ზღვრის დადება შეუძლებელი იქნება: ერთს რეპორტაჟი არ მოეწონება, მეორეს – სტატია, მესამეს – რომელიმე ბლოგი და დაიწყება კუდიანებზე ნადირობა.

ამიტომ ლოგიკური იქნება, საჯარო პირებმა, რომლებსაც მოთმენის მაღალი ვალდებულება აქვთ და რომელთა კარიერა დიდწილად არის დამოკიდებული ჟურნალისტის პროფესიის პატივისცემაზე, ისედაც წნეხის ქვეშ მოყოლილ ჟურნალისტებს თავი ანებონ და პასუხი იმ დამქირავებლებს მოსთხოვონ, რომლებიც არაკეთილსინდისიერ საინფორმაციო პოლიტიკას გეგმავენ და ახორციელებენ.

სულ სხვა როლში არიან საზოგადოების რიგითი წევრები, მოქალაქეები, რომელთა სწორად ინფორმირება ჟურნალისტის მთავარი მოვალეობაა. როდესაც მიტინგზე დგას ადამიანი, რომელსაც ჟურნალისტის მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია და რომელიც ჟურნალისტისგან მხოლოდ სიმართლის თქმას მოითხოვს, მისი პოზიცია სწორედაც რომ ყურადსაღებია, რადგან თითოეული ჩვენგანი მუშაობს მისთვის – რიგითი მოქალაქისთვის. და თუ ეს მოქალაქე ჩვენს ნამუშევარს აფასებს როგორც ძალადობას მის ცნობიერებაზე, როგორც სიმართლის დამახინჯების სისტემურ მცდელობას, ცხადია, მისი აგრესია უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე დასაგმობი.

შესაბამისად, რამდენადაც მიუღებელია ჟურნალისტის საქმიანობაში ხელისუფლების წარმომადგენლების თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჩარევა, იმდენადვე გასათვალისწინებელია საზოგადოების თუნდაც ერთი ნაწილის პროტესტი არასწორი, არასამართლიანი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელების გამო. მოქალაქეს არავითარი ბერკეტი არ მოეპოვება ჟურნალისტის სამსახურიდან გასაშვებად ან მასზე ცენზურის განსახორციელებლად. სამაგიეროდ, მას აქვს მორალური უფლება, მოითხოვოს ინფორმაციისა და აგიტაციის გამიჯვნა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თითოეული ჟურნალისტი ინდივიდუალურ არჩევანს აკეთებს: ზოგი ჩინოსნებს ემსახურება და საზოგადოებას ზემოდან დაჰყურებს; ზოგი კი, პირიქით, საკუთარ თავს საზოგადოების მსახურად მიიჩნევს და ჩინოსნებს ახლოს არ იკარებს. ეს ცოტა გემოვნების და, დიდწილად, ღირსების საქმეა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: კარებოვი საიდან გვწერთ: ბანძიდან
17.05.2009 08:40
სოლომონს
გეტყობათ ნიდერლანდების კაფეშოპების გავლენა და საქართველოში მიმდინარე პროცესების "ასავალ-დასავალიდან" შემეცნების პრიორიტეტი. ახლა საქმე:
1. ის ეკლესია არ იყო, იყო ეკლესიის ფორმის მქონე შენობა;
2.სპორტსმენებმა ქუჩაში დებოში მოაწყვეს, დაჭერილები სამ საათში გაათავისუფლეს;
3.რომელი მეწარმეა დაჩაგრული - იქნებ თოფაძე, რომელსაც 70-იანი წლებიდან მავნე ჩვევად აქვს გადაქცეული თავისი "ლუდით" ხალხის მოწამლვა;
4.ჰოლანდიაში სამსახურიდან მიშა კი არა მამა ღმერთი ვერ გამოგაგდებდათ, აქ კი თავიდან მოიცილეს ყავის მსმელი და "სემიჩკის" მსუსნავი უსაქმურების არმია;
5.ბიჭების ხოცვის (და არა მხოლოდ) პერიოდი საოცრად ემთხვევა ეკა ბესელიას პარტიის ლიდერის მინისტრობის პერიოდს;
6.იხ. პუნქტი 4 + საბჭოური მეცნიერების ბრწყინვალე შარავანდედი (რატომ სჯობს ჰოლანდიური ელექტრონიკა ქართულს?);
7.გინახიათ ლტოლვილები სად ცხოვრობდნენ და ახლა სად ცხოვრობენ, გაგიგიათ მათგან დღეს რაიმე პროტესტი?
8.დაანგრიეს 1 სახლი (და არა სახლები), რომელიც არაკანონიერად იყო აშენებული და ასევე ავარიული იყო, სად არიან ამ სახლის მაცხოვრებლები (ალბათ გრაკალის საიდუმლო გულაგში)?
9.ნიდერლანდებში მოძალადეებს პლანის მასტირკებს ურიგებენ?
10. უყვარს ამ ხალხს ფული, და თქვენ ვინ გკითხავთ, ანუ "ნუ განიკითხავთ";
11.დღედაღამე ოცნებობდნენ - ნეტავ ომში ჩავებათ და ათობით ათასი ქართული გენის მატარებელი ურჩხულს შევატოვოთო (მეც მაქვს ეგ გაგონილი ჩემი ყურით).

არ ატეხოთ ახლა ალიაქოთი, ასეა ეს და იმიტომ!
ბანძაში (აქედან კარგად არ ჩანს ცნობილი არხები) მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქე

ავტორი: kote საიდან გვწერთ: bolnisi
14.05.2009 14:57
მოგესალმებით სუყველას. გეთანხმებით, რომ მძიმე საყურებელია სირცხვილის დერეფნები და ის პროცესი, რაც იქ ვითარდება, მაგრამ... აი ეს "მაგრამ" ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაში არსებობის დიდი უფლება აქვს, იმიტომ რომ ეს მძიმე სანახაობა ჩვენდა სამწუხაროდ ერთადერთი საშუალებაღაა უბრალო, დაჩაგრული და სასოწარკვეთილი ხალხის ხელში. გეთანხმებით, რომ კარგია, ასე რომ არ ხდებოდეს, მაგრამ მაშინ ვინც ამის წინააღმდეგნი ხართ, ურჩიეთ, როგორ მიაღწიონ ამ უბრალო, ჩაგრულმა და სულშიჩაფურთხებულმა ადამიანებმა სიმართლესა და ობიექტურობას?

ავტორი: nino საიდან გვწერთ: Tbilisi
13.05.2009 01:15
sainteresoa aseTive sircxvilis derefnis mimarT ramdenad tolerantuli iqnebian kavkasiisa da maestros jurnalistebi da opozicia. me mimaCnia rom maT mier gadmocemuli realobac aseve gamrudebulia. "sakani" ki sxva araferia CemTvis Tu ara parodia. da saerTod ratom aris es Taoba (ucnobi myavs mxedvelobaSi) ase mwared "gaWedili"? misi stumrebis umravlesoba ki ukiduresad patetikuria. mokled, gadasarTavi pultis arsboba didi Svebaa.

ავტორი: gavroSi საიდან გვწერთ: xaindaravabadi
07.05.2009 14:53
opozociis, gansakuTrebiT demokratiulad miCneuli opoziciis mier araobieqturad miCneuli Jurnalistebis cema-tyepa da furTxSi sajarod CaxrCoba udavod misasalmebeli faqtia. amas didad moiwonebdnen marati, vandeis jalaTi generali turo da robespieri. Tumca robespieri cotaTi ukmayofilo darCreboda.

" es sasaklaoebi iyo politikur mowinaaRmdegeTa Jleta da da meti araferi.
politikuri mowinaaRmdegebeebis patieba,
Semwynarebloba maT mimarT barbarosobaa da
danaSaulia adamianobis winaaRmdeg" (robespieri).gasagebia rom saqarTvelos xelisufleba didad ver daikvexnis demokratiulobiT, aba gaixedeT aqeT-iqiT,
romelo qveynis mosaxleoba Tvlis Tavis xelisuflebas demokratiulad,magram gana
is opozicia romelic ar ujerebs kacobriobis bednierebisTvis mebrZol robespiers,marats da da general turos SeiZleba CaiTvalos demokratiulad, ra Tqma unda ara !!

ავტორი: solomon საიდან გვწერთ: Netherlands
07.05.2009 02:53
ნაცისტები გერმანიაში

გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.

ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.

პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ.

კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.

შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...
მარტინ ნიიმიოლერი,
პასტორი, გერმანიის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია



... და საქართველოში

საქართველოში ნაცისტები რომ ეკლესიას მიადგნენ და დაანგრიეს, ხმა არ ამომოღია, რადგან იმ ეკლესიაში მე არ დავდიოდი.

სპორტსმენებს მიადგნენ და დაიჭირეს. ხმა არ ამომიღია, რადგან სპორტსმენი არ ვყოფილვარ.

მეწარმეებს მიადგნენ და ბიზნესები დაუნგრიეს. ხმა არ ამომიღია, რადგან მეწარმე არ ვყოფილვარ.

სამსახურებიდან ხალხი გამოყარეს. ხმა არ ამომიღია, რადგან მე სამსახურში დავრჩი.

ბიჭები დახოცეს ქუჩებში. ხმა არ ამომიღია, რადგან ბიჭის მამა არ ვყოფილვარ.

ლტოლვილები გამოყარეს თავშესაფრებიდან. ხმა არ ამომიღია, რადგან ლტოლვილი არ ვყოფილვარ.

პროფესორ-აკადემიკოსები გამოყარეს აკადემიიდან და უნივერსიტეტებიდან. ხმა არ ამომიღია, რადგან აკადემიკოსი არ ვყოფილვარ.

ხალხს სახლები დაუნგრიეს და ქუჩაში გამოყარეს. ხმა არ ამომიღია, რადგან ჩემი სახლი არ დაუნგრევიათ.

მომიტინგეებს რეზინის ტყვიები დაუშინეს და გაზი მიუშვეს. ხმა არ ამომიღია, რადგან მიტინგზე არ ვყოფილვარ.

ჟურნალისტები დაარბიეს და მოისყიდეს. ხმა არ ამომიღია, რადგან ჟურნალისტი არ ვყოფილვარ.

ომში ჩაებნენ და უამრავი ახალგაზრდა საშინელ ურჩხულს სასიკვდილოდ შეატოვეს. ხმა არ ამომიღია, რადგან ჩემიანი ომში არ ყოფილა.

მერე მე მომადგნენ...
და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო!

საქართველოში მაცხოვრებელი, ვითომ მოქალაქე





ავტორი: vaxo საიდან გვწერთ: xaindravabadi
07.05.2009 01:58
სირცხვილის დერეფნების და უნამუსოებისთვის საჯაროდ ფურთხების იდეა
რობესსპიერს მოეწონებოდა,მაგრამ ის არასაკმარისად ჩათვლიდა ყოველივე ამას :

" სასაკლაოები იყო მხოლოდ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ჟლეტა. გულმოწყალება რომელიც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს პატიებს ბარბაროსობაა, დანაშაულია
ადამიანობის წინააღმდეგ!" ( რობესპიერი)
არა, დღევანდელი ქართული დემოკრატია (ოპოზიცია,აბა ხელისუფლება სად ყოფილა დემოკრატია საქართველოში რომ იყოს) ნამდვილად არაა რობესპიერის სიმაღლეზე.
არადა პოლიტიკური მოწინააღმდეგების წმინდა
სიძულვილმა ხომ ამდენი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას. მივბაძოთ რობესპიერს !!!
ასე იტყოდა 1991-1992 წლების რევოლუციონერი ნეოიაკობინელი გლახუა...

ავტორი: vawo
06.05.2009 23:55


gaixseneT : rodesac saqarTveloSi
1991-1992 wlebis " demokratiuli revilucia"
mwifdeboda dRevandeli opoziciis zogi lideri iRebda " zviadistebis" manifestaciebs da am kadrebs Semdeg didi ruseTeli demokrati gusinskis televizia tatiana mitkovas WikWikis TanxlebiT
aCvenebda rogorc saqarTvelos xelisuflebis
opoziis manifestaciebs. exla es liderebi
da msoflios dezinformatorebi aRSfoTebas gamTqvamen dRevandeli Jurnalistebis mikerZoebulobiT. modiT sircxvilis derefnebSi gavataroT is qarTveli "demokratebic" romlebic 1990-an wlebSi atyuebdnen da dResac atyueben msoflios da dRes kidev bedaven lamaz-maùazi loZingebis
srolas.

ავტორი: dato საიდან გვწერთ: tbilisi
06.05.2009 10:37
kidev erti komentaris gaketeba minda uechvelia ramdenieme arxi mtavrobis mxardacheria magram isic minda avgnishno ro maestro ashkarad mtavrobis sacinaagmdego arxia da araflit metad araaa obieqturi vinc mtavrobis arxebs lanzgavs isic rato aviskdeba ro jurnalistikashi obieqturobaa mtavari da ara vis uchers mxars, da erti komentari maestros "ukomentarod" gadacemaze es kadrebi gadis sarserit ukomentarod da qvevit komentars azleven movlenebs es ukve vinmes mimxroba ki ara araprofesionalizmia tviton saqmeshi tumca araobiqturobac araprofesionalizmia :0

ავტორი: dato საიდან გვწერთ: tbilisi
06.05.2009 00:09
chemis azrit jurnalistebma xalxis azri unda gaitvaliscinon tumca aramgonia is adamianebi vinc junalists agresiit epkroba zalian zrunavdes jurnalistebis mushaobis obieqturobaze matac imis mosmena undat rac tviton esiamovnebda da ara bolomde obieqturi media, xolo jurnalistis camosvla samsaxuridan es mati sisustea ara sizliere tavis shesazleblobebis farglebshi kvelas sheuzlia tavisuflat imushaos anu iq unda sheecados samsaxurshi gmirobas anu gmiroba exla mattvis is iqneba ro obieqturi azri maqsimalurat gaitanos da arastoria vinc izaxis es sheuzlebeliao jurnalistebshi bevri problemaaa iseve rogorc kvela sferoshi arc meti arc naklebi da vinc obieqturi da kai jurnalistia da ubralod modis samsaxuridan eg sisustea meti araferi

ავტორი: მაგარავა საიდან გვწერთ: ლუქსემბურგი
05.05.2009 21:55
ცნობერების ნაკადი: დაუბანელი, მყვირალა ბრბო. პალმები. საკნები. აფრიკა: უგანდა. გრუზია: თბილისი. ავრუპა: ლუქსემბურგი

ავტორი: Desperados საიდან გვწერთ: Santa Esperanza
05.05.2009 21:17
ქ-ნო ია,

გმადლობთ ოპერატიული ბლოგისათვის, მაგრამ ჩვენთან მოვლენები ისეთი კოსმიური სისწრაფით იცვლება, რომ მგონი უკვე ახალი ბლოგია გასახსნელი, რომელსაც ასე დავარქმევდი - "ვანოს შოუ - მუხროვანი2 (ჟანრი - ფარსოკომედია)"

გერმანელმა ტატამ თქვენი წინა ბლოგიდან დასვა საკრალური კითხვა სირცხვილის კორიდორებთან დაკავშირებით - "რატომ უნდა აზროვნებდეს ყველა ჟურნალისტი ერთნაირად - მაგალითად ისე, როგორც "მაესტროს" ჟურნალისტები?"

მე მინდა მას გამოვეპასუხო - და ვკითხო, კი მაგრამ სამივე ნაციონალური არხი რომ ერთი კომპოზიტრის ნაწარმოებს ერთი დირიჟორის ჯოხის ქნევით ასრულებს, ხოლო "მზის" საინფორმაციო ღრუ მაშინვე დაიხშო, როცა რაღაცა პატარა ჯაზური ინტერპრეტაცია წამოცდათ, ეს არ იყო შაბლონი? შაბლონი, რომელსაც გიგი უგულავა, გიგი ბოკერია, გივი თარგამაძე, ლევან რამიშვილი და ლევან ყუბანეიშვილი ჭრიან, ეს "სასახელო შაბლონია"?

"ვრემიას" ჟურნალისტებს არავინ უწყობდა სირცხვილის კორიდორებს.

ნეტა რატომ - საბჭოთა ადამიანები უფრო დემოკრატიულები იყვნენ, ვიდრე გოგა ხაინდრავა, სალომე ზურაბიშვილი და დავით გამყრელიძე? ის საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ჩეხოსლოვაკიაში შეჭრას იწონებდნენ, სახაროვს და ზვიად გამსახურდიას მოღალატეებს უძახოდნენ და აზრადაც არ მოდიოდათ საბჭოთა ჟურნალისტებისთვის "სირცხვილო, სირცხვილოს" დაძახება - დემოკრატიის ბურჯები იყვნენ, სტაბილურობის, თუ დამონებული დაჩმორებულები?

"მოამბის", "კურიერისა" და "ვრემიას" ჟურნალისტებს აერთიანებს საერთო სულისკვეთება, პარტიული ტელევიზიის სულისკვეთება, როცა პარტიის დაცვა სახელმწიფოს დაცვას ნიშნავდა, პარტიის გაკრიტიკება - ერის ღალატს.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო. დღეს, როცა ეფრეიტორ-მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი მუხროვანი2-ის ამბოხების ჩაქრობის სპექტაკლს დაესწრო, იქ შეუშვეს "მოამბის", "ქრონიკის" და "კურიერის" ჟურნალისტები, ხოლო არ შეუშვეს "მაესტროს", "კავკასიის" და ... "როიტერის" ჟურნალისტები.

მე ვულოცავ მაესტროს და კავკასიის ჟურნალისტებს ასეთ კომპანიაში დარჩენას და აზდაკის სიტყვების პერეფრაზს გავაკეთებ - "ახლა კი ყველასთვის აშკარა გახდა, - ვინ არის ნამდვილი ჟურნალისტი, და ვინ - სანდო ლაქია"! ამაზე მეტ სირცხვილს და ლუსტრაციას სააკაშვილზე მეტად ვინ მოუწყობდა ამ "ნაცისტურ" არხებს?

"ირმა, ჩქარა წამოდი, ირმა!!!"


ავტორი: მარინე საიდან გვწერთ: თბილისი
05.05.2009 11:16
სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტიც ისეთივე დაუცველია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ხშირად ამბობენ, რომ ჟურნალისტიც ჩვეულებრივი ადამიანიაო, რასაკვირველია, მათ ღვთაებრივ წარმომავლობაზე არც არავინ ლაპარაკობს, მაგრამ, როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, უნდა იცოდე, რომ შენგან მხოლოდ ობიექტურობა მოითხოვება და არა ვინმეს მსახურება. თუ ავადმყოფისთვის ღამისთევა არ შეგიძლია, ან სისხლისა გეშინია, ქირურგობას ხომ არ ისურვებ? ჟურნალისტიკა ვითომ რატომ უნდა იყოს გაუნათლებელთა, უზნეოთა ან ხელმოცარულთა თავშესაფარი? რა ენაზე ლაპარაკობენ რომ ვერ გაიგებ, ეს უბედურება არ გვეყოფა, თვალში ნაცრის შეყრასაც რომ ბედავენ? ან იქნებ ეს პრობლემაც ენისადმი მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს? (მგონი, ცოტა ვფილოსოფოსობ, მაგრამ საკუთარი ენის პატივისცემის მოთხოვნის დროც ხომ უნდა დადგეს ოდესმე?!)

ავტორი: lika საიდან გვწერთ: tbilisi
05.05.2009 10:50
დგეს სამწუხაროდ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც პროტესტი უნდა გამოხატოს ფაქტების დამახინჯების წინააღმდეგ ან მიტინგზე დადის ან სახლსჰი ზის. როდესაც საპროტესტო კოლონები ტელევიზიისკენ მიდიან პიკეტის მოსაწყობად, ალბატ ეს უნდა გავიგოტ, როგორც საზოგადოების საპროტესტო აქტივობა კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ. გეტანხმები, რომ პოლიტიკოსებს ერჩივნოთ მედიამფლობელებს შეუტიონ და არა ჟურნალისტებს, რადგან ჟურნალისტებზე თავდასხმით ვერაფერს ხდებიან.