ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:26

პოლიტიკა / საქართველო

პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ვარდების მოედანზე აქცია გამართა

x
ტექსტის ზომა - +
1 მაისს, შრომის სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ვარდების მოედანზე მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. გაერთიანებულმა პროფკავშირებმა საკუთარი პროტესტი დაფდაფების ფონზე გამოხატეს. მათი ძირითადი მოთხოვნები შრომის კოდექსში არსებული კაბალური პირობების ცვლილებაა.

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას არ აქვს უფლება თვალი დახუჭოს იმ არაადეკვატურ პირობებზე, რა პირობებშიც დღეს დასაქმებულ ადამიანებს უწევთ მუშაობა: "თუკი ერთად დავდგებით, თუკი იქნება სოლიდარობა, მაშინ მეტი შანსი გვექნება იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება".


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული