ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 00:48

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

ქართველ გენერალთა კლუბის ”ომი და მშვიდობა”

”ვარდების რევოლუციის” შემდეგ

საქართველოს ხელისუფლებამ 20-მდე ქართველი გენერალი უმუშევარი დატოვა. მათმა გარკვეულმა ნაწილმა, რომელმაც სამხედრო უწყებაში დაბრუნების იმედი საბოლოოდ დაკარგა, ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ”გენერალთა კლუბი” ჩამოაყალიბა. იურიდიული რეგისტრაციის შემდეგ გადამდგარი გენერლები საზოგადოებასთან შეხვედრას და საკუთარი ორგანიზაციის გეგმების გაცნობას გეგმავდნენ. თუმცა ეს გეგმა შეიცვალა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალაში ერთ-ერთი დაკავებული, მალხაზ გველუკაშვილი, ”გენერალთა კლუბს” თავის მხარდამჭერად აცხადებს. სამხედრო პროგრამაში ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გეგმები აქვს ”გენერალთა კლუბს” და ვინ არიან ამ არასამთავრობო გაერთიანების წევრები.


ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ომის კოლეჯის მაგისტრი, გენერალი გიორგი გოგაშვილი სასწავლებლიდან 2004 წელს დაბრუნდა. თუმცა ახალგაზრდა გენერალი, რომლის მომზადებაზეც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 100 ათასი დოლარი დახარჯა, სამშობლოში უმუშევარი დარჩა. გენერალი გოგაშვილი ახლად ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაცია ”გენერალთა კლუბის” გამგეობის წევრია და ცდილობს დაგროვილი გამოცდილება კოლეგებსაც გაუზიაროს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებსაც, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს, რომელშიც გოგაშვილისა და სხვა ქართველი გენერლებისათვის ადგილი არ გამოიძებნა.


[გოგა გოგაშვილი]

ქართველ გენერალთა კლუბი გასული წლის 31 მარტს ჩამოყალიბდა. იგი 16-მდე გენერალს აერთიანებს. კლუბის პრეზიდენტია ვახტანგ გორგასლის სამივე ორდენის კავალერი გენერალი კობა კობალაძე; გამგეობაში შედის ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელსაც თავის დროზე ყველაზე პროამერიკელ თავდაცვის მინისტრს უწოდებდნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას მხოლოდ ამერიკისა და ნატოს ქვეყნების სამხედრო სასწავლებლები ჰქონდა დამთავრებული. მაგრამ, სამხედრო განათლების გარდა, ”გენერალთა კლუბში” გაერთიანებულ ოფიცრებს აქვთ მდიდარი საბრძოლო გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ”გენერალთა კლუბი” აპირებდა შეექმნა ”ღირსების კოდექსი” და განეცხადებინა, რომ მათი გაერთიანება მკაცრად აპოლიტიკური იქნებოდა, როგორც დასავლეთ სახელმწიფოებში არსებული მსგავსი ორგანზაციებიო, - თქვა გენერალმა კობა კობალაძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში.

[კობა კობალაძე]

მაგრამ ვიდრე ”გენერალთა კლუბი” საზოგადოების წინაშე მომავალი მიზნებით და ”ღირსების კოდექსის” სავალდებულო მოთხოვნებით წარდგებოდა, მანამდე კლუბის სახელი სკანდალურად გახმაურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ოპერატიულ მასალაში ამჟამად პატიმრობაში მყოფი მალხაზ გველუკაშვილი ”გენერალთა კლუბს” ახსენებს როგორც თავის მხარდამჭერ ორგანიზაციას. ცნობისათვის, “სახალხო მოძრაობა საქართველოს გადარჩენისათვის” წევრებს მალხაზ გველუკაშვილსა და ლაშა ჩხენკელს გამოძიებამ ბრალი ტერორისტული აქტისა და ამბოხების მომზადებისთვის წაუყენა. ამ კონტექსტში ”გენერალთა კლუბის” ხსენებამ, ახლად ჩამოყალიბებული ორგანიზაციის წევრების მისამართით გარკვეული შეკითხვები წარმოშვა და, როგორც გენერალი გიორგი გოგაშვილი ამბობს, ისინი თავის მართლების მდგომარეობაში ჩააყენა.


[გიორგი გოგაშვილი]

მაგრამ საქართველოში ძალიან ძნელია იყო ცნობილი, გავლენიანი, საბრძოლო ბიოგრაფიის მქონე გენერალი და არ გიეჭვიანონ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობაში - მით უფრო, 9 აპრილის მოახლოებასთან დაკავშირებით დღეს გამძაფრებული ისტერიის ფონზე. ”გენერალთა კლუბის” პრეზიდენტის კობა კობალაძის თქმით, მათ უკვე შეიმუშავეს პოზიცია, რომელსაც პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ გააცნობენ.

[კობა კობალაძე]

”გენერალთა კლუბის” წევრები ამბობენ, რომ მათ იციან, თუ რას ნიშნავს სამოქალაქო ომი და ამიტომ არასოდეს არ მიიღებენ მონაწილეობას ისეთ აქციაში, რომელსაც შეუძლია დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ”გენერალთა კლუბის” წევრები რჩებიან იმ ფიცის ერთგულნი, რომელიც თავის დროზე საზეიმოდ დადესო, - ამბობს გენერალი გიორგი გოგაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ომის კოლეჯის მაგისტრი.

[გიორგი გოგაშვილი]


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.

სხვა მასალები

აუდიო ევროკავშირთან ასოცირებისა და საყდრისის მცველთა კვირა

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ბოლო ათწლეულების მთავარ მოვლენად შეფასდა.
გაგრძელება

აუდიო საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
გაგრძელება

აუდიო „რაჭველი ვარ და ჩემს სოფელსა და ხვანჭკარას ვიცავ“

საპროტესტო აქცია გაიმართა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი თქვან მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული