ჯონ კერი: ”ამერიკა განაგრძობს საქართველოს დახმარებას”
დღეს აშშ-ის სენატორი ჯონ კერი, დემოკრატი მასაჩუსეტსის შტატიდან საქართველოს ეწვია.
ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ქართულ ოპოზიციურ სპექტრს შეხვდა. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მომავალი ხელძღვანელი აცხადებს, რომ აშშ კვლავ განაგრძობს საქართველოს დახმარებას და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ადამიანის უფლებებს საქართველოში და ადეკვატურად შეაფასონ აგვისტოს შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარება.
ეკა ქევანიშვილი ესწრებოდა პრეს-კონფერენციას, რომელიც ჯონ კერიმ საქართველოდან გამგზავრებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართა. (იხ. აუდოვერსია)
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.