სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 02:46

პოლიტიკა / მსოფლიო

უცხოელი მეთვალყურეები: სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენციის ნაკლებობა იყო

x

მულტიმედია

აუდიო
  • უცხოელი მეთვალყურეები: სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენციის ნაკლებობა იყო

სომხეთის პრეზიდენტი, 18 თებერვლის არჩევნების შედეგების თანახმად,  როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ სერჟ სარქისიანია. მას სომხეთის ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 60 პროცენტიდან, რომელმაც მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, 58 პროცენტი მიემხრო. არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა, მაგრამ, როგორც უცხოელმა მეთვალყურეებმა შეაფასეს,  იყო  ნამდვილი კონკურენციის ნაკლებობა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის  წარმომადგენლების თანახმად, სამშაბათის არჩევნები, რომელიც   სერჟ სარქსისიანმა 58 პროცენტით მოიგო,  მშვიდობიანად ჩატარდა და იყო კარგად ორგანიზებული, მაგრამ, მათივე აზრით,  „საარჩევნო კამპანიამ ვერ აღძრა საზოგადოების ინტერესი“.  მეთვალყურეთა მისია ფიქრობს, რომ სომხეთში საჭირო იქნება მეტი პოლიტიკური კონკურენცია, იმისათვის რომ „ცხოველი და მიმზიდველი დემოკრატია“ აშენდეს.  ამის შესახებ ეუთოს სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენელმა ტონინო პიკულამ  ერევანში განაცხადა სამშაბათს, პრესკონფრენციაზე.

„კანდიდატების შეზღუდულმა სპექტრმა შეავიწროვა ასევე მოქალაქეები, აერჩიათ სასურველი პოლიტიკოსი. ამავე დროს, იმ კანდიდატებმა, რომლებიც ჩაერთნენ არჩევნებში, თავისუფლად წარმართეს კამპანია და საზოგადოებას გააცნეს თავიანთი შეხედულებები, თუმცა კამპანიამ, ზოგადად, ვერ მოახერხა გამოეწვია საზოგადოების ინტერესი“, თქვა პიკულამ. 

სარქისიანის არაერთმა ოპონენტმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, იმის მოლოდინით, რომ არჩევნები გაყალბდებოდა სარქისიანის სასარგებლოდ. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაფი ოვანესიანმა, რომელიც ჩაერთო არჩევნებში და, 37 პროცენტით, მეორე ადგილი დაიკავა, დაგმო კენჭისყრა, როგორც უსამართლო და გაყალბებული.  სომეხმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობები, რომ მოხდა დარღვევები, თუმცა უარყვეს ბრალდება, რომ ეს დარღვევები ორგანიზებული იყო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონეთა 60-მა პროცენტმა.  წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი მიაყენა ერთ-ერთ  კანდიდატზე, პარუირ ბაირიკიანზე, თავდასხმამ და მეორე კანდიდატის, ანდრიას ღუკასიანის, შიმშილობამ.
საარჩევნო კამპანია იყო კონკურენტული, ღია. ამ კენჭისყრამ აჩვენა, - და ამ აზრს იზიარებენ ევროპელი პარტნიორები, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და საერთაშორისო მეთვალყურეები, - რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია დემოკრატიული იყო...

სერჟ  სარქისიანი თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან იზოლაციაში მყოფი სომხეთის ეკონომიკურ აღორძინებაზე ლაპარაკობდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სტაბილურობას ჰპირდებოდა ხალხს იმ პირობებში, რასაც მთიანი ყარაბაღის გამო მეზობელ აზერბაიჯანთან  გაყინული კონფლიქტი ჰქვია.  საზოგადოების აპათიაზე, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილის უქონლობაზე საუბრობდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ჯგუფი, რომელიც ერევანს ეწვია ახლახან.  ედვარდ შარმაზანოვი, სარქისიანის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, ამბობს, რომ არჩვენები  კონკურენტული და დემოკრატიული იყო, მაგრამ იმისაც აღიარებს, რომ სარქისიანის გამარჯვებას ყველა ელოდა:

„დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ სწორ გზას ვადგავართ, სწორი მიმართულებით მივდივართ. საარჩევნო კამპანია იყო კონკურენტული, ღია. ამ კენჭისყრამ აჩვენა, - და ამ აზრს იზიარებენ ევროპელი პარტნიორები, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და საერთაშორისო მეთვალყურეები, - რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია დემოკრატიული იყო. რაც შეეხება ეგზიტპოლებს, მინდა ვთქვა: ის გარემოება, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა კენჭისყრაში, მეორე ადგილზე გასულთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტი ხმა მიიღო, იმაზე მეტყველებს, რომ ის იყო ერთადერთი ფავორიტი“.

კენჭისყრას  თან სდევდა თავისებური ინციდენტები,  საპროტესტო აქტები, როცა, მაგალითად, აქტივისტმა არტურ  მინასიანმა საარჩევნო უბანში თავისი საარჩევნო ბიულეტენი შეჭამა. ამით მას სურდა გამოეხატა სარქისიანის მიმართ პროტესტი და საზოგადოების ყურადღება მიეპყრო, მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრებისადმი სომხეთში.

ეს იყო მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წელს სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.

სხვა მასალები

აუდიო სტიქიის შედეგები ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ჩხოროწყუს გამგებლის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ძლიერმა წვიმამ სოფელს მილიონ ასორმოცდათერთმეტი ათასი ლარის ზიანი მიაყენა.
გაგრძელება

აუდიო „შეწყვიტე“ ფემიციდი

​საქართველოში დაიწყო სამოქალაქო კამპანია „შეწყვიტე“, რომელიც ქალთა მკვლელობებს უკავშირდება. არასამთავრობო სექტორის გარდა, ქალების მკვლელობებს და, ზოგადად, ოჯახში ძალადობას ეხმაურება ხელისუფლებაც.
გაგრძელება

აუდიო „გაზზე გადაყვანილი სტუდენტები“ - სტუდენტების პროტესტი

სტუდენტები ე.წ. მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ და მოუწოდებენ ეკონომიკის სამინისტროს კომპანია „გაზვილს“ ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.
გაგრძელება

აუდიო ქალთა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე

​ქალთა სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილებზე, სხვაობა მამაკაცთა და ქალთა ანაზღაურებას შორის, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით წინასახელშეკრულებო პერიოდში და დისკრიმინაცია სქესის ნიშნით კარიერული წინსვლისას.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული