Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: მანდატების უმეტესობა პროდასავლურმა პარტიებმა მოიპოვეს


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, უკრაინაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მანდატების უმეტესობა პროდასავლურმა პარტიებმა მოიპოვეს. ეს პირველი არჩევნებია ქვეყანაში, რომელიც თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჩატარდა. პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის სახალხო ფრონტი.

პეტრო პოროშენკომ ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინელმა ხალხმა „მხარი დაუჭირა უკრაინის შეუქცევად სვლას ევროპისაკენ“. მან ასევე თქვა, რომ ამომრჩეველმა ხმა მისცა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების დასრულების „პოლიტიკურ მეთოდებს“. აღმოსავლეთის რეგიონებში მცხოვრებ 3 მილიონამდე ადამიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. პრორუსი სეპარატისტები დონეცკსა და ლუგანსკში აცხადებენ, რომ თავიანთ არჩევნებს მომავალ თვეში ჩაატარებენ. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ყირიმში მცხოვრებ 1,8 მილიონ ადამიანსაც.

XS
SM
MD
LG