შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:38

საზოგადოება

ანდერს ბრეივიკს 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ანდერს ბრეივიკიანდერს ბრეივიკი
x
ანდერს ბრეივიკი
ანდერს ბრეივიკი
ტექსტის ზომა - +
ნორვეგიის სასამართლომ ანდერს ბრეივიკი ფსიქიკურად ჯანმრთელად ცნო და მას 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის გასვლის შემდეგ შესაძლოა, პატიმრობის ვადა გაიზარდოს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ის საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

ტერაქტის შედეგად დაღუპული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის დედამ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ ამ განაჩენით სამართლიანობის განცდა გაუჩნდა:

"ანდერს ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ოღონდ სასჯელის სამუდამო გაგრძელებით. ოსლოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ, რადგან სასამართლოს განჩინებაში ასეთი რამ ჩაიწერაო. ეს ნიშნავს, რომ 21-წლიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ მას პატიმრობის ვადას ისევ გაუგრძელებენ... ბრეივიკი რომ დღესვე დაეხვრიტათ, ჩემთვის არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ განაჩენით სამართლიანობის განცდა დამრჩა და მაინც კმაყოფილი ვარ..."

ანდერს ბრეივიკმა სასამართლოზე აღიარა, რომ 2011 წლის 22 ივლისს ოსლოში მოაწყო აფეთქება, რომელსაც რვა ადამიანი შეეწირა, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 69 ადამიანი კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიის "შრომის პარტიის" ახალგაზრდულ ბანაკში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
24.08.2012 23:38
"სასჯელს რომ "ჯეიმს ბონდი", სანიმუშო კაცი გახდება. ყველაზე უარესი გაზეთი შეიძლება მოიპაროს."
უნდა დამეწერა "სასჯელს რომ მოიხდის ბონდი,....

ავტორი: ანონიმი
24.08.2012 23:03
სამუდამო პატიმრობას რა შემთხვევაში უსჯიან ნორვეგიაში?

ავტორი: მელანქოლიკოსი
24.08.2012 22:35
ეკონომიკური კრიზისია და ყველაფერი რთულდება და ძვირდება. თუ ეს ჯანმრთელი კაცი არ დაავადდა პატიმრობაში ალბათ რამოდენიმე წელიწადში გამოუშვებენ კარგი ყოფაქცევისთვის რაც უფრო იაფი იქნება იქაური პენიტენციური სისტემისთვის და მზად იყავით ახალი არცისესიურპრიზებისთვის...ასეთია ეს ცხოვრება.

ავტორი: ანონიმი
24.08.2012 19:30
69 ადამიანი მოკლა და თითო კაცზე თითო წელი არ ეკუთვნოდა?!
20+1 რას უნდა ნიშნავდეს, ნეტა? ეს ბოლო ერთი წელი განსაკუთრებული სიმკაცრის გამოვლინებაა?
ბრეივიკი ციხიდან რომ გამოვა, ნორვეგიაში ტურიზმი აყვავდება!
სასჯელს რომ "ჯეიმს ბონდი", სანიმუშო კაცი გახდება. ყველაზე უარესი გაზეთი შეიძლება მოიპაროს.

მოდით, ბრეივიკი გლდანის ციხეში დავპატიჟოთ ან ერთხელაც გორის პოლიციის კიბეებზე ავასეირნოთ!

ყველაზე პოპულარული