Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს


ანაკლია
ანაკლია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს. საქართველოს სამთავრობო კომისიამ ის შეარჩია პორტის მშენებლობით დაინტერესებულ 12 კომპანიას შორის. ცნობების თანახმად, კონსორციუმი პორტის ასაშენებლად 20 მილიონ დოლარზე მეტი თანხის დახარჯვას აპირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პორტის მშენებლობის საწყისი ეტაპი დაიწყება წელს, ხოლო გარემოსდაცვითი დასკვნის მომზადების შემდეგ უკვე სრული მასშტაბით მშენელობა განახლდება 2017 წელს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი "TBC ჰოლდინგისა" და ამერიკულ კომპანია "კონტი ინტერნეიშნალის" მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. „ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საქართველოსათვის, რათა აბრეშუმის გზის კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოს შემთხვევაში და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისებრივად ახალი, აბსოლუტურად ახალი გამტარუნარიანობისა და ახალი შესაძლებლობების“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულება 49 წლით განესაზღვრა, რის შემდეგაც პორტი მთლიანად სახელმწიფო მფლობელობაში გადავა. ანაკლიის ნავსადგური ტვირთებს ევროპისა და ჩინეთის მიმართულებით გაატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG