Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

აგროდაზღვევა სამცხე–ჯავახეთში


სოფლის მეურნეობის სფერო პრიორიტეტია ქვეყნის ხელისუფლებისთვის – ამის შესახებ თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში ვიზიტის დროს განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა რეგიონებიდან უნდა დაიწყოს და ამისათვის სამი ძირითადი სფერო უნდა გაძლიერდეს.

ხელისუფლების ინიციატივა აგროსექტორის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეგიონის მცხოვრებლებისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი აგროდაზღვევაა, რადგან შემოსავლის უზრუნველყოფა დღემდე ძნელია.

აგროდაზღვევის პროექტი რეგიონში 2015 წლიდან ამოქმედდა. ფერმერები ბანკებისგან იღებენ შეღავათიან სესხს ორი მთავარი მიმართულებით – საბრუნავი საშუალებებისა და ძირითადი საშუალებების შესაძენად. დანარჩენ კომპონენტებს ბანკები თავად განსაზღვრავენ. ამ ინიციატივის მიხედვით, ფერმერს თანხის გადახდა მხოლოდ 2–და 7 %–მდე უწევს, დანარჩენის უზრუნველყოფას სახელმწიფო კისრულობს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აგროდაზღვევის პროექტში ჩართვას მიღებული შედეგის მიხედვით გადაწყვეტს.

დაზღვეული მოსავლის 20%–ზე მეტის დაზიანების შემთხვევაში ზარალს სახელმწიფო აანაზღაურებს. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში იგი იმ შემთხვევაში ანაზღაურდება, თუ ფერმერი სეტყვამ, ქარიშხალმა ან წყალდიდობამ დააზარალა.

XS
SM
MD
LG