ორშაბათი, 03 აგვისტო, 2015 თბილისის დრო 19:07

საზოგადოება / მსოფლიო

მსოფლიოში მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში იზრდება „შიდსის“ შემთხვევების რიცხვი

x
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის  საერთაშორისო დღეა.  30 წელიწადზე მეტი ხნის წინ აღწერილი დაავადებისგან საბოლოო განკურნების ეფექტიან გზას ვერ მიაგნეს, მაგრამ, როგორც გაეროს ბოლო ანგარიში გვამცნობს, მთელ მსოფლიოში სტაბილურია დაავადებულთა რიცხვი. გამონაკლისს წარმოადგენენ  მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, სადაც ნარკომანია, მიგრაცია  და სოციალური სტიგმა ჯერჯერობით კვლავ აფერხებს  შიდსთან ბრძოლას. 
გაეროს შიდსის სააგენტოს  ოპტიმისტური მონაცემები იმის შედეგია, რომ დაავადების გავრცელების წინააღმდეგ  ბრძოლაში მიღწეულია წარმატება.  სტატისტიკაც მოჰყავთ ამ ანგარიშში,  რომლის თანახმად, მსოფლიოს 25 ქვეყანაში, მათ შორის, აფრიკის იმ არეალებში, სადაც სენი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული,  ინფიცირებულთა რიცხვი განახევრდა.  მსოფლიოში დღეს დაახლოებით 34 მილიონი ადამიანი ატარებს  შიდსის გამომწვევ ვირუსს ეიჩ-აი-ვის, მაგრამ გაეროს ეს ანგარიში  რეალისტურად მიიჩნევს ახლად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობის ნულამდე დაყვანას.  ეს ოპტიმიზმი, როგორც ითქვა, უადგილოა ყოფილ საჭოთა  ქვეყნებში.  იქ, გარდა იმისა, რომ ბოლო ათ წელიწადში ათი ათასით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, იმატებს ასევე შიდსით დახოცილთა რიცხვი. ბოლო ექვს  წელიწადში 21 პროცენტით მოიმატა მათმა რიცხვმა,  ვინც იმუნოდეფიციტურმა სინდრომმა მოკლა ყოფილ საბჭოთა კავშირში.  როგორც გაეროს შიდსის სააგენტოს  რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი ჟან-ელი მალკინი ამბობს, პრობლემის ფესვები რუსეთსა და უკრაინაშია,საიდანაც ვრცელდება  ეს სენი მთელ არეალზე:

„მთელ ამ რეგიონში დაავადებულთა რაოდენობის 90 პროცენტი მოდის რუსეთსა და უკრაინაზე, მაგრამ ეპიდემია ამ რეგიონის ყველა ქვეყანაში  იზრდება.  დაავადების გავრცელება მატულობს არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის, არამედ მათგან სენი გადადის სხვებზე, მათი სექსუალური პარტნიორების გზით“. 

ამას გარდა, შიდსის გავრცელებას ხელს უწყობს მიგრაცია ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, როგორც ეს ხდება, მაგალითად, სომხეთსა და ტაჯიკეთს და რუსეთსა  და უკრაინას შორის.  რა ხდება, ამ მხრივ, საქართველოში?  გაეროს ანგარიშში  საქართველოზე ლაპარაკია მოლდავეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან ერთად. ამ არეალებში ბოლო ათ წელიწადში  25 პროცენტით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.  30 ნოემბერს  რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო  ნინო ბადრიძე,  შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე.  სხვათა შორის, სტუმარმა გვითხრა, რომ  ეიჩ-აი-ვის ვირუსით - შიდსით - ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში უფასოა და ის ფინანსდება, დიდწილად, ”გლობალური ფონდის”, მცირედით კი - საქართველოს მთავრობის მიერ.  ნინო ბადრიძემ დააზუსტა, რომ დაავადებულთა რაოდენობის ზრდა რეგისტრირებულ პაციენტებს შეეხება, რადგან შესაძლებელი პაციენტების რიცხვი  კიდევ სხვაა.   ამ საუბრის სრული ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე. მისამართი: radiotavisupleba.ge.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
01.12.2012 22:44
ამერიკაში და ყველგან კატასტროფულად იზრდება პოსტსაბჭოთა მაფიოზების რაოდენობა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იზრდება შიდსით დაავადებულთა რიცხვი. რატომ? ამ მაფიოზებმა უკვე გამოცდილი კახპებით ცივილიზებული მსოფლიო მოამარაგეს და დატოვეს მარტო ახალბედები. აი ამიტომ!

ავტორი: ანონიმი
01.12.2012 02:50
კგბს მიერ დემოკრატიზებულ საბჭოთა კავშირში რომ ყველაფერი ოხრობა მოხდებოდა ამის პროგნოზს არ სჭირდებოდა აინშტაინი და მამარდაშვილი მაგრამ ტვინი სად იყო.

სხვა მასალები

აუდიო აზარტული თამაშების ორი მხარე

აზარტული თამაშები ის სფეროა, რომელზეც არასდროს არსებობს ერთიანი აზრი: ერთი მხრივ, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავლის, მათ შორის, ბიუჯეტის წყაროა, სხვისთვის კი - დაკანონებული დამოკიდებულება თამაშზე.
გაგრძელება

2000 მოხალისე ოლიმპიადისთვის

2000 მოხალისე ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის - ასეთი რამ საქართველოში პირველად მოხდა. თბილისში ჩამოსულ სტუმრებს სწორედ მოხალისეები ხვდებოდნენ და აბინავებდნენ.
გაგრძელება

ვიდეო აგიტ მირზოევი "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ

3 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო აგიტ მირზოევი, ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი.
გაგრძელება

სტალინის მუზეუმი - საქართველოს გაუაზრებელი სირცხვილი

სტალინის სახელობის მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ. არც მომავალში ვაპირებ, რომ ვესტუმრო მუზეუმს, რომელიც პოზიტიურად წარმოაჩენს დიდ ბელადს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული