Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს იწყებს


მანდარინის პლანტაცია
მანდარინის პლანტაცია

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში, რომელიც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2014წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ სუბსიდირებას მოიაზრებს, ცვლილებები შევიდა.

მოგეხსენებათ, გასულ წელს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა აგროდაზღვევის პოტენციალის გამოკვლევისა და კონცეფციის შემუშავებისთვის საქართველოს, გრანტის სახით, 200 000 ევრო გამოუყო. პროექტის შედეგად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონსულტანტებისგან მიიღო კონკრეტული რეკომენდაციები, შემუშავდა აგროდაზღვევის მოდელი, განისაზღვრა ლიმიტები და დაზღვევის სხვა პირობები.

2015 წლიდან კი უკვე იწყება საპილოტე პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. პროგრამა 2015 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება და მასსოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა ექვსმა სადაზღვევო კომპანიამ გამოთქვა. ესენია: „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „აი სი ჯგუფი“, „ირაო“, „არდი“, „უნისონი“.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არა უმეტეს5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში - არა უმეტეს 15 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება რეგისტრირებულ კოოპერატივზე. სეგმენტი აღნიშნული შეზღუდვით განისაზღვრა. პროგრამა ორიენტირებულია მცირეშემოსავლიანი ბენეფიციარების მოსავლის დასაზღვევად.

სახელმწიფო სუბსიდირება წელს 60%-მდე დაწესდა. ფრანშიზა დაითვლება რეალური მოსავლიანობიდან. შესაბამისად, ვერ გადაფარავს ზარალის ოდენობას, თუ ზარალი ასცდა 10%-ს.2014 წლის პროგრამაში ფრანშიზა ითვლებოდა სადაზღვევო ლიმიტიდან, ხოლო ზარალი - რეალური მოსავლიანობიდან, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ზარალის გადაფარვას იწვევდა. ზარალის შეფასების საერთო მეთოდი დაინერგა თითოეული კულტურის შესაბამისად, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.

2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებშიგაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი,დაზღვეულია150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურა 19 ათას ჰა მიწის ფართობზე. სადაზღვევო კომპანიების მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG