ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 05:59

საზოგადოება / მედია

აფხაზი და ქართველი ჟურნალისტებისთვის პრაღაში დასრულებული სემინარი

მულტიმედია

აუდიო
სემინარი, რომელიც პრაღაში ქართველი და აფხაზი ჟურნალისტებისთვის  ჟურნალისტიკის ტრენერების საერთაშორისო ასოციაციის (pimta) ორგანიზებით გაიმართა, დასრულდა. ამ ასოციაციაში ცნობილი რედაქტორები და გამოცდილი ჟურნალისტები შედიან. ქართველი და აფხაზი კოლეგები გამოცდილი სპეციალისტებისგან ერთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ ჟურნალისტიკისა და სარედაქციო საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტის შესახებ ლექცია-სემინარებს. შედგა ვიზიტები ჩეხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასა და რადიოში, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურში. ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო საერთაშორისო მედიის ეთიკური სტანდარტები, ასევე ტრადიციული მედიის ინტეგრირება ახალ მედიასთან. ეს პროცესი ევროპაში უკვე დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს. 

როინ აგრბა სოხუმში ახალი მედიის მიმართულებით საქმიანობს, იგი ვებგვერდებს ქმნის და რედაქტორულ საქმიანობას ეწევა. მისი აზრით, ჟურნალისტებს, კონფლიქტების თავიდან აცილების თვალსაზრისით, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. რაც შეეხება ახალი მედიის განვითარებას სოხუმში, აგრბას თქმით, ბლოგერებს მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ჟურნალისტებს, რადგან აფხაზეთის ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსიდან ცილისწამების მუხლს ჟურნალისტებზე ზეწოლისთვის ხშირად იყენებს.
 
„დღეს ბლოგები და ბლოგერები ერთადერთ სივრცედ რჩება, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმა შესაძლებელია, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელიც ხელისუფლებას უკავშირდება. ეს არის ხელისუფლების მიერ გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსისა, სადაც არის სტატია ცილისწამების შესახებ. ამ სტატიით ხელისუფლებას  არსებითად ნებისმიერი ჟურნალისტის გასამართლება შეუძლია და, როგორც ხვდებით, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში სასამართლო ხელისუფლება  ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. ამიტომ ბლოგები და ბლოგერები უფრო პოპულარულები ხდებიან, ისინი უფრო მეტ სივრცეს იპყრობენ. როგორც რუსეთში, ბლოგები დაუსჯელია, იმიტომ რომ ეს ადამიანის კერძო გვერდია და რასაც უნდა, იმას წერს“, ამბობს როინ აგრბა.
15 წლის წინ, სულ პირველი შეხვედრებისას, იყო ასეთი რამ, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ უკვე ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ და წარმოდგენა გვაქვს ერთმანეთზე ...

პრაღაში გამართულ სემინარზე ქართველი და აფხაზი კოლეგები პოლიტიკურ საკითხებს არ შეხებიან, დისკუსია მხოლოდ პროფესიულ სტანდარტზე და ეთიკის საკითხებზე მიმდინარეობდა. სოხუმში რადიო „ეხო კავკაზას“ წარმომადგენელი ვიტალი შარია აცხადებს, რომ ქართველი და აფხაზი კოლეგები ერთმანეთს მშვენივრად უგებენ და ასეთი შეხვედრების დროს გაუგებრობას დიდი ხანია ადგილი აღარ ჰქონია.  

„ამ მიმართულებით სრული ურთიერთგაგება იყო. მე არ მახსენდება, რომ რაიმე გაუგებრობა ყოფილიყო. 15 წლის წინ, სულ პირველი შეხვედრებისას, იყო ასეთი რამ, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ უკვე ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ და წარმოდგენა გვაქვს ერთმანეთზე. საერთოდ ჟურნალისტებს ერთმანეთის გვესმის“, აცხადებს ვიტალი შარია.

მაია ფიფია ზუგდიდში  რადიო „ათინათის“ თანამშრომელია. იგი აფხაზეთიდანაა, ამიტომ იქაურ კოლეგებთან შეხვედრა მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ფიფიას აინტერესებდა აფხაზურ მედიაში მიმდინარე პროცესები და სოხუმელი კოლეგების განწყობა. მისი აზრით,  თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
ეს ძალიან სასარგებლო ტრენინგია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ ჩვენი აფხაზი კოლეგების აზრები ...

„ჩემთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აფხაზ ჟურნალისტებს შევხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა მქონდა ინტერნეტით ერთობლივი პროექტის ფარგლებში. მე სოხუმიდან ვარ და ეს შეხვედრა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩემთვის. პროფესიული და ადამიანური თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმ რეალიებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა არის, საშუალება მომეცა შევხედო ყველაფერს, განსხვავებულად, ალბათ, არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც გზები მაინც დავსახო იმისთვის, თუ როგორ უნდა ვიურთიერთოთ“, ამბობს მაია ფიფია.

ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა აფხაზ კოლეგებს არაერთხელ შეხვედრია. მას აინტერესებს როგორ ვითარდება აფხაზური მედია და რა პრობლემები აქვთ აფხაზ ჟურნალისტებს. 

„ეს არ არის უბრალო ტრენინგი. ეს ძალიან სასარგებლო ტრენინგია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ ჩვენი აფხაზი კოლეგების აზრები. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი გამოცდილება და საჭიროებები, ასევე ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ და რომელთა მიმართაც მე, როგორც ჟურნალისტს, ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული ინტერესი“, ამბობს ლაშა ზარგინავა.

კოლეგებმა ქართულ და აფხაზურ მედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს. მოეწყო დისკუსია  ეთიკური ჟურნალისტიკის შესახებ, ჟურნალისტიკის  სპეციალისტებმა  კი ამ მიმართულებით ევროპული მედიის გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდის მიერ დაფინანსდა. ორგანიზატორების განცხადებით, ანალოგიური ტრენინგების სერია  მომავალშიც გაგრძელდება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
05.12.2012 10:59
ცარმატებებს გისურვებტ მეგობრობასჰი.

სხვა მასალები

აუდიო პრეზიდენტის ამერიკაში წაუსვლელობისა და ქართველ მუსლიმთა შევიწროების კვირა

გასული კვირა საქართველოში მთავრობისა და პრეზიდენტის ღია დაპირისპირების კვირად იქცა, რისი მიზეზიც გაეროში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გამგზავრების საკითხი იყო.
გაგრძელება

აუდიო აგვისტოს აჯანყების 90-ე წლისთავი

13 სექტემბერს საფრანგეთში, ლევილში, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების 90-ე წლისთავი აღინიშნა.
გაგრძელება

აუდიო უძრავი ქონების ბაზარი

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის" დღევანდელი გადაცემის თემაა მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზე.
გაგრძელება

უკრაინის შიდა გამოწვევები

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე "ამერიკის ხმამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან და რუსეთის საკითხების ექსპერტთან - ჯეკ მეტლოკთან.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული