Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ნატო კარკაძე: "არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცოცხლობთ“


ადიგენი
ადიგენი

უგზოობა, უწყლობა, მიწის ნაკვეთების დაურეგისტრირებლობა, მიგრაცია, მგლების თავდასხმა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ადიგენის რაიონში სოფელ უნწის მოსახლეობას აწუხებს. ბოლო ხანებში მგლების გახშირებული თავდასხმების გამო თავის დასაცავად სოფელში ნადირობის უფლებას ითხოვენ. ივანე მამულაშვილი იმ საღამოს იხსენებს, როცა მგლების ხროვას თავად შეესწრო.

ნატო კარკაძეს მგლებმა ორი სული პირუტყვი დაუგლიჯეს. უნწაში ხელისუფლების უყურადღებობასა და იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც წლებია აწუხებთ. მიგრაციის გამო სოფელში 60–მდე ოჯახიღა ცხოვრობს. ზურაბ მსხვილიძე ირწმუნება, რომ ყველაზე ახალგაზრდა 50 წლის ადამიანია. არსებული ვითარების გამო ახალგაზრდები უნწიდან მიდიან.

კიდევ ერთი მთავარი პრობლემა სოფელში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთებია. მოსახლეობა კუთვნილი ქონების დაკანონებას ვერ ახერხებს. მიზეზი გამქრალი მიღება–ჩაბარების აქტია, რის გამოც შესაძლოა ადგილობრივებმა მამაპაპისეული ნაკვეთები დაკარგონ.

სოფელში დახმარებას ითხოვენ. იმედი აქვთ, რომ წინასაარჩევნოდ მათი სოფელი რომელიმე პოლიტიკურ ძალას მაინც გაახსენდება და მათ პრობლემებს ვინმე მაინც ყურადღებას იაქცევს.

მოსახლეობის პრობლემები ცნობილია სოფლის რწმუნებულისთვის. 5 ტერიტორიული ორგანოს გამგებელი აცხადებს, რომ სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში ყურადღებას ყველა სოფელს ერთნაირად აქცევს. ზაზა მღებრიშვილი ამბობს, რომ წყლისა და გზის პრობლემა უნწაში მოგვარებულია, რაც შეეხება მიგრაციასა და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას, მოსახლეობამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს სოფლის გაძლიერების საქმეში.

სოფელს, არსებული პრობლემების მიუხედავად, მაღალმთიანი სოფლის სტატუსი არ მინიჭებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG