Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი დემონსტრანტებს ამნისტიას სთავაზობს


ქალაქი ოდესა. 2014 წლის 10 აპრილი
ქალაქი ოდესა. 2014 წლის 10 აპრილი
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი ამნისტიას ჰპირდება რუსეთის მომხრე აქტივისტებს, თუ ისინი იარაღს დაყრიან და გაათავისუფლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპირებულ შენობებს. ტურჩინოვის ამ წინადადების მიუხედავად, კრიზისი გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, რუსეთის მომხრე დემონსტრანტებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ მთავრობის შენობები აღმოსავლეთ უკრაინაში, ამნისტია შეეხება, თუ ისინი იარაღს დაყრიან და შენობებს გაათავისუფლებენ.

ტურჩინოვმა 10 აპრილს უკრაინის პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ მზად არის შესაბამისი განკარგულების ხელმოსაწერად. ამას გარდა: „მზად ვართ, დაუყოვნებლივ განვიხილოთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა რეგიონალური საკრებულოების უფლებამოსილების გასაზრდელად, რაც უნდა მოიცავდეს ადგილობრივი მთავრობის შექმნის უფლებამოსილებასაც. ეს არის პოზიტიური პროცესი და მზად
ალექსანდრ ტურჩინოვი
ალექსანდრ ტურჩინოვი
ვართ ამ გზას დავადგეთ, რათა რეგიონებიც იყვნენ პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მხოლოდ იმაზე არ იყოს საუბარი, კიევში რა ხდება“.

რუსეთის მომხრე აქტივისტებს 6 აპრილიდან დაკავებული აქვთ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობები ქალაქებში ლუგანსკსა და დონეცკში. ამასთან, დონეცკის რეგიონალურ ადმინისტრაციაში შეჭრილმა დემონსტრანტებმა 7 აპრილს გამოაცხადეს დამოუკიდებელი „სახალხო რესპუბლიკა“ და მას შემდეგ ბარიკადები შემოავლეს შენობას. ამ ხალხს ახლა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სთავაზობს ამნისტიის შესაძლებლობას, თუმცა განცხადებები, რომლებიც ოთხშაბათს გააკეთა დონეცკში რეგიონალური ადმინისტრაციის შენობაში შეჭრილი აქტივისტებიდან ერთ-ერთმა, დენის პუშილინმა, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტურჩინოვის ინიციატივას კიევისთვის სასურველი შედეგი მოჰყვება.

„ახლა დავნიშნავთ რეფერენდუმს სუვერენიტეტის საკითხზე და სუვერენიტეტის მოპოვების შემდეგ ხალხი უკვე მიიღებს გადაწყვეტილებას, შევიდეს თუ არა ფედერაციულ ან კონფედერაციულ ურთიერთობაში უკრაინასთან, ჰოლანდიასთან, საფრანგეთთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან, იქნებ რუსეთთანაც. ან იქნებ ეს იყოს დამოუკიდებლობა. ანუ ჩნდება, სულ ცოტა, სამი ვარიანტი“, - ამბობს დონეცკში ადგილობრივი მთავრობის შენობაში შეჭრილი ერთ-ერთი აქტივისტი. ის, ისევე როგორც რუსეთის ხელმძღვანელობა, კიევს აკისრებს
ახლა შეუძლებელია აირჩიო პრეზიდენტი, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც აღმოსავლეთ უკრაინისთვის, ისე (უკრაინის) დასავლეთი ნაწილისათვის...
რუსეთის მომხრე აქტივისტი
პასუხისმგებლობას კრიზისზე.

„კიევმა გაყო უკრაინა და მიგვიყვანა ისეთ მდგომარეობამდე, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია ფედერალიზაციის ან სხვა პირობების გარეშე. რატომ? იმიტომ, რომ ახლა შეუძლებელია აირჩიო პრეზიდენტი, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც აღმოსავლეთ უკრაინისთვის, ისე (უკრაინის) დასავლეთი ნაწილისათვის. ამასთან, ეს განწყობა შექმნა სწორედ კიევმა - იმ მოვლენებმა, რომლებიც ნოემბრიდან მიმდინარეობდა“
, - ასეთია დონეცკში რეგიონალური ადმინისტრაციის შენობაში შეჭრილი აქტივისტების ხედვა.

კიევი და მისი მოკავშირეები რუსეთს ადანაშაულებენ უკრაინის ამ, უმეტესწილად, რუსულენოვან ნაწილში არეულობის გაღვივებაში, რათა მიეცეს საბაბი სამხედრო ინტერვენციისა და ტერიტორიის მიტაცებისათვის. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG