Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში დანახული ხარვეზები


გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს არაეფექტურად მიიჩნევს. ორგანიზაციის განცხადებით, ინიცირებული დოკუმენტი განსხვავდება რამდენიმე თვის წინ იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შექმნილი პროექტისგან, რომლის მომზადებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ მიმართული სპეციალური ინსტიტუტის შექმნას (თანასწორობის დაცვის ინსპექტორი). კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები საქართველოს პარლამენტში 14 აპრილიდან იწყება. რა ხარვეზებს მოიცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, კანონპროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“? რა სანქციები და მექანიზმები უნდა იყოს გაწერილი კანონპროექტში, რათა შემცირდეს დისკრიმინაციის ფაქტები?
გადმოწერა
XS
SM
MD
LG