ადამიანები ცოცხლად დაიმარხნენ - შოვის შემდეგ ახლა ეს ფრაზა ისმის ბაღდათის რაიონშიც. სოფელ ნერგეეთში 6-დან 7 თებერვლის ღამეს მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა იმავე საღამოს მიწიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიტანა, 1 დაკარგულს ისევ ეძებენ. ბაღდათის სოფლებში მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა.
„ბერლინალეს“ კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი 34-კაციან დელეგაციას გზავნის. ვიზიტის ხარჯები საჯარო არ არის. რადიო თავისუფლებამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა და პარალელურად დაითვალა, რა შეიძლება დაჯდეს ფესტივალზე აკრედიტებული სტუმრის ერთი დღე ბერლინში.
ისნის რაიონში დიდი მშენებლობა იგეგმება. ადგილობრივებმა ამ ახალ დასახლებას უკვე დაარქვეს ქალაქი ქალაქში. ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ეკუთვნის. „ქართუ“ მის გაყიდვას გეგმავს. ვინ აშენებს და რას ფეხსაცმელების საბჭოთა ქარხნის ტერიტორიაზე?
სტალინი ერთადერთი საბჭოთა ბელადი არ არის, Რომელიც ხატზე დახატეს. რატომ და რა წესით გამოსახავენ გარდაცვლილ ტირანებს ან, მაგალითად ცოცხალ ადამიანებს საეკლესიო მხატვრობაში?
4 წელია კუკუშკა აღარ დადის. პანდემიის მიზეზით გააჩერეს და მუშაობა დღემდე არ განუახლებია. რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და სარეაბილიტაციოა. მის აღდგენას არავინ ჩქარობს.
პანდემიის შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე მატარებელი აღარ დადის. ამ გზას, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც, ყველასთვის ცნობილ "კუკუშკასთან", ეიფელის ხიდსა და სადგურებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს.
18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებზეც თბილისის სატრანსპორტო მოძრაობის მცირედი განტვირთვის ერთ-ერთი გზა გადის, საქართველოში ჩამოიყვანეს, თუმცა დედაქალაქის მერიისთვის ჯერ არ გადაუციათ. ახალი ავტობუსების მომსახურებისთვის აუცილებელი ავტობაზის მშენებლობა ახლახან დაიწყო.
2024 წლის პირველი იანვრიდან ზამთრის საბურავები სავალდებულო გახდა - ამ სტატიაში ვარკვევთ, სად და რა რეგულაციის დაცვით უნდა გადავადგილდეთ.
გმირთა მოედნის მიმდებარედ, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე, ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი დამტკიცებულია. მშენებლობის დასაწყებად მხოლოდ ნებართვაა საჭირო.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ "საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს 179 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია". სიმართლეს ამბობს პრემიერი? - ვარკვევთ სტატიაში.
საცობი და გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის მოუგვარებელი პრობლემებია. ვითარება იცვლება, თუმცა უარესობისკენ და ცვლის ადამიანებსაც და მათი ცხოვრების წესს... ამ სტატიაში ვარკვევთ, როგორია ცხოვრება საცობში და როგორ ებრძვიან თბილისელები ამ პრობლემას, რომ დაკარგული დრო დაიბრუნონ.
პატიმრობის მესამე წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მართვისა და ლიდერობის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამ სტატიაში ვარკვევთ, როგორ მართავს სააკაშვილი ფეისბუკის გვერდს და პარტიას კლინიკის ოთახიდან.
ბაბი კირკიტაძის შესახებ პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოფაბრიკაციაზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. იურისტები ამბობენ, რომ ონლაინ სექსუალური შევიწროების ეს კონკრეტული ფორმა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიება ჩიხში შევიდეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შექმნის შემდეგ, პირველად წარადგინა საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტში. სტატიაში ვარკვევთ, რა (არ)გამოიძიეს? რა დანაშაულებში (ვერ)ამხილეს სამართალდამცველები და რამდენად ახერხებს ეს უწყება დაიცვას მოქალაქეები პოლიციელების არასათანადო მოპყრობისგან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დეკემბრის დასაწყისში ბათუმის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა დატოვა. ნოემბერიც მძიმე თვე იყო. პარტიაში, რომელსაც ბოლოს გამოკითხვებით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩევლის სულ მცირე 13% მისცემდა ხმას, ერთიანობის რღვევის ახალი ტალღაა დაწყებული.
თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ახალ წესებს ადგენს. ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.
თბილისის საკრებულომ ვერეს ხეობაში 12 250 კვ.მ ფართობის ტერიტორია „განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონიდან“ ამოიღო. მიწა სახელმწიფო საკუთრებაა, მისი შესყიდვა საინვესტიციო ვალდებულებით ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის კომპანიას შპს „კრწანისი როიალ რეზიდენსს” სურს.
ევროპარლამენტი 23 ნოემბერს უყრის კენჭს რეზოლუციას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადდა.
ჩამოტვირთე მეტი