Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის გარემონტებას ან ალტერნატიულ შენობას ითხოვს


საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა ამ უწყებას არ შეესაბამება. მინისტრი ამბობს, რომ მისაღებია გადაწყვეტილება შენობის რეაბილიტაციისან სხვა ალტერნატივის მოძებნის თაობაზე - ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. „წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების დროს მართლაც ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, მაგრამ არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა დღეს არ არის შესაბამისი ამ უწყებას“ - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

XS
SM
MD
LG