Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: რუსეთის მიმართ სანქციები დაკავშირებული უნდა იყოს მინსკის შეთანხმების შესრულებასთან


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთისათვის დაწესებული სანქციები დაკავშირებული უნდა იყოს იმასთან, თუ რამდენად შეასრულებს მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის შესახებ წელს მინსკში ხელმოწერილ შეთანხმებას. მერკელმა ეს განცხადება გააკეთა ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, ევა კოპაჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მარტში ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე, ევროკავშირმა მიიღო "ცალსახა გადაწყვეტილება", რომ სანქციები დაკავშირებულია მინსკის შეთანხმების შესრულებასთან. ხოლო კოპაჩის თქმით, მერკელი მას დაეთანხმა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში უნდა დარჩეს. მერკელისა და კოპაჩის საუბრის მთავარ თემებად სახელდება კონფლიქტი უკრაინაში და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი, რომელიც მომავალ თვეში რიგაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG