Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება პრორუსულ პარტიაზე


მოლდავეთში სასამართლომ ძალაში დატოვა ახალი პრორუსული პარტიისათვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 მიიღო გადაწყვეტილება, არ დაუშვას 30 ნოემბრის არჩევნებში პარტია „პატრიის“ მონაწილეობა, უცხოეთიდან მისი დაფინანსების გამო. 27 ნოემბერს კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც ახლა შესაძლოა, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდეს. „პატრიას“ სათავეში უდგას რენატო უსატი - 36 წლის რუსი ბიზნესმენი, რომელიც წარმოშობით მოლდაველია. „პატრიამ“ რეგისტრაცია გაიარა სექტემბერში და, როგორც საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, საკმარისი მხარდაჭერა აქვს ახალ პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად. მოლდავეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობა გამწვავებულია მას შემდეგ, რაც კიშინიოვმა ივნისში ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG