Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკმა და მოგერინიმ გააკეთეს პირველი განცხადებები უკრაინაზე


ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ევროკავშირის ახალ ლიდერებად აირჩიეს დონალდ ტუსკი და ფედერიკა მოგერინი. 57 წლის ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრია და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის ჰერმან ვან რუმპეს. ხოლო 41 წლის ფედერიკა მოგერინი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დაიკავებს ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის პოსტს, რომელზეც ახლა კეთრინ ეშტონი მუშაობს. მათი არჩევის შესახებ გამოაცხადა ჰერმან ვან რუმპემ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დროს. ტუსკმა პრესკონფერენციაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირს სჭირდება გაბედული, მაგრამ არა რადიკალური პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით და საბოლოო მიზანი მშვიდობა უნდა იყოს. ამავე პრესკონფერენციაზე მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს უკრაინის კრიზისის დიპლომატიის გზით მოგვარების გზაზე, რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე მუშაობის დროსაც. მოგერინი 1 ნოემბერს დაიკავებს ახალ თანამდებობას, დონალდ ტუსკი კი 1 დეკემბერს.

XS
SM
MD
LG