Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს დაცვის სამახურით სარგებლობაზე. ამის შესახებ დღეს განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოჰყვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დანიშვნას. "მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ, პრეზიდენტს პირობად უყენებს კონსტიტუციის შეცვლის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტის სახელით, უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდეტი ამ პირობებში მხოლოდ ერთადერთ გამოსავლას ხედავს - მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე" , განაცხადა მანჯგალაძემ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა ასევე, რომ დაცვის სამსახურით სარგებლობაზე უარი პრეზიდენტს ხელს ვერ შეუშლის ვერც გადაადგილებაში და ვერც ხალხთან შეხვედრებში.
XS
SM
MD
LG