Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ისა და ავღანეთის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ისა და ავღანეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამას და ჰამიდ კარზაის შეხვედრა ავღანეთის მომავალზე მოსალაპარაკებლად. განსახილველ საკითხებს შორის არის ის, თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ავღანეთში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას 2014 წლის ბოლოს დატოვებენ უცხო ქვეყნების საბრძოლო შენაერთები. ოფიციალური პირების ცნობით, ავღანეთში დარჩენილი სამხედროები ავღანეთის ჯარებს დაეხმარებიან უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხუთშაბათს კარზაი ვაშნიგტონში შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს და თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტას.
XS
SM
MD
LG