შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:19

ფოიერვერკი ოლიმპიელთა წარმატების აღსანიშნავად

ტექსტის ზომა - +
14.08.2012
გუშინ ღამით გორის ცაში კიდევ ერთხელ გაუშვეს ფოიერვერკი, რომელიც ლონდონში ქართველი ოლიმპიელების წარმატებულ გამოსვლას მიეძღვნა. გაგრძელება

ვიდეო ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს

ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს სპორტის ქომაგებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადის მედალოსნებს მრავალი გულშემატკივარი ელოდა. დახვედრის ცერემონია გაგრძელდა გორში, რომელმაც თამაშების სამი პრიზიორი აღზარდა: ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, და ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები, მოჭიდავეები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გიორგი გოგშელიძე. აეროპორტიდან ოლიმპიელები მიიყვანეს თეატრის სკვერში, სადაც გორელებმა საპატიო დერეფანი გააკეთეს და სპორტსმენები შეძახილებით ააცილეს სცენაზე.

აუდიო საქართველოში დაბრუნდა ქვეყნის ოლიმპიური ნაკრები

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ზაფხულის ოლიმპიადაზე მოიპოვა ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი.

ვიდეო ოქროს ტოლფასი ვერცხლი

მეორე დღეა გორში ადგილობრივი სპორტსმენების წარმატებებს ფოიერვერკებით და მსვლელობით აღნიშნავენ.

ვიდეო გორელი ფალავნის ოლიმპიური ვერცხლი

ლონდონის ოლიმპიადის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა საქართველოს წარმომადგენელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

აუდიო წარმატების ფორმულა: ცხენის ხორცი + კუმისი

ლონდონში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბევრი გააკვირვა ყაზახეთის სპორტსმენთა წარმატებულმა გამოსვლამ.

აუდიო 1+1+1=3

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყულაბაში სამი მედალია: თითო-თითო "ოქრო", "ვერცხლი" და "ბრინჯაო".

აუდიო მანუჩარ ცხადაია ბრინჯაოს პრიზიორია

ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ.

აუდიო რევაზ ლაშხმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყულაბას კიდევ ერთი მედალი - ამჯერად ვერცხლისა - შეემატა.

აუდიო რეპორტაჟი ლონდონიდან

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს ერთმა სპორტსმენმა იასპარეზა.

ვიდეო ლონდონისკენ - გამარჯვების იმედით

2 აგვისტოს საქართველოს მოჭიდავეთა ერთი ჯგუფი გაემგზავრა ლონდონში, სადაც მიმდინარეობს ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. მწვრთნელებიც და თავად ოლიმპიელებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ მედლებისთვის იბრძოლებენ. ქართველი ფალავნების მეორე ჯგუფი ლონდონში 4 აგვისტოს გაფრინდება.

აუდიო ოლიმპიადას ორი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა

ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებს ვარლამ ლიპარტელიანი და ნინო სალუქვაძე გამოეთიშნენ.

ვარლამ ლიპარტელიანი. 31 ივლისი

ვემზადები ხვალისათვის - ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად... ვვარჯიშობ, წონას ვიკლებ, განვაწყობ ჩემს თავს. ხვალ 6 საათზე უნდა ავდგე, მზად უნდა ვიყო. 10 საათზე კამერუნელ დოლასემს ვხვდები. ოლიმპიადა ჩემთვისაც იწყება!

ვარლამ ლიპარტელიანი. 30 ივლისი

დილიდან ვვარჯიშობ, ტატამზე ჩემი გასვლის დღე ახლოვდება და ბევრი უნდა ვივარჯიშო. ყველანი ვვარჯიშობთ, წონას ვიკლებთ ბიჭები. ცოტა მოვიმატეთ, მგონი. ალბათ იმიტომ, რომ ოლიმპიური სოფლის სასადილოში ძალიან გემრიელი საჭმელია :)

ვიდეო კარალეთში შავდათუაშვილის გამარჯვებას ზეიმობენ

გორის რაიონის სოფელ კარალეთში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის წარმატებას აღნიშნავენ. 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ტურნირში გამარჯვებით 20 წლის სპორტსმენმა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი "ოქრო" შესძინა. ლაშას მშობლები ამბობენ, რომ პატარაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ძალიან სისტი იყო და სპორტზეც ამიტომ შეიყვანეს.

აუდიო პირველი ოლიმპიური ოქრო

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ კარალეთში ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიურ გამარჯვებას აღნიშნავდნენ.

აუდიო ქართველი ძიუდოისტის ოლიმპიური "ოქრო"

ძალიან ბედნიერი ვარ, ასე მგონია, სიზმარში ვარო - უთხრა ლაშა შავდათუაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ვარლამ ლიპარტელიანი. 29 ივლისი

მაგარი ბიჭია ლაშა შავდათუაშვილი! ჯერ 20 წლის არის, წინ კიდევ უამრავი წარმატება ელის. ძალიან მაგრად იასპარეზა, ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. ერთი შეცდომაც არ დაუშვია, ქულა არავისთვის გაუტანებია; არანაირი შემთხვევითობა, არანაირი იღბალი... მართლაც რომ დამსახურებული ჩემპიონი გახდა, რა...

ვარლამ ლიპარტელიანი. 28 ივლისი

ყველანი გუშინდელი გრანდიოზული ”გახსნის” შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით. მოგეხსენებათ, გუშინ საზეიმოდ გაიხსნა ლონდონის ოლიმპიური თამაშები. მართლა საოცრება იყო, წარმოუდგენელი დღესასწაული. გახსნაც და ცეცხლის ანთების ცერემონიაც.

აუდიო რეპორტაჟი ლონდონიდან

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონის ოლიმპიადას გამოეთიშა.

ყველაზე პოპულარული