რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
საქართველოში, ორ ასეულზე მეტ გაზეთს, ინტერნეტგამოცემას, ტელევიზიასა და რადიოსადგურს შორის საიტი MEDIA.GE ერთადერთი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც, ძირითადად, მედიისათვის საჭირო ინფორმაციას აგროვებს და ავრცელებს.
ბელგიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ისლამური ჩადრით სახის შებურვის აკრძალვას ქუჩებსა და საჯარო ადგილებში. თუ კანონპროექტი პარლამენტის ზედა პალატამაც მიიღო, ბელგია ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ამგვარი კანონი იმოქმედებს.
აშშ-ში განთავსებული რელიგიის თავისუფლების შემსწავლელი საერთაშორისო კომისია აცხადებს, რომ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლება სულ უფრო მეტად იზღუდება. ანგარიშში არ არის ჩართული საქართველო.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას ცოტა ხნის წინ სტუმრობდა მისი პირველი დირექტორი დონალდ თომასი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აკადემიაში სემინარებსა და ტრენინგებს მართავდა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ემზადება, ამისთვის პარლამენტის დეპუტატების ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო...
ბელორუსი დოკუმენტალისტის ახალი ფილმი, სახელწოდებით „ლობოტომია“, ეძღვნება საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ რუსეთის მასმედიის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს.
ქართველი არქივისტები აღიარებენ, რომ ის, რაც მათ ამერიკაში - უფრო სწორად, ლოს-ანჯელესში და, კიდევ უფრო რომ დავკონკრტდეთ, ჰოლივუდში - ნახეს, მოწმობს, რომ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით ტექნიკურ პროგრესს...
27 აპრილს ლოს ანჯელესში, მილკენის ინსტიტუტში, საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის თემა კონფერენციის ორგანიზატორებმა ასე ჩამოაყალიბეს: ”სიღარიბე ბედისწერა არ არის“. საუბარს უძღვებოდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი გედმინი.
30 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გურამ წიკლაური, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის უფროსი. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რიგ რაიონებში მწვავდება საშიში ქვეწარმავლების კონტროლის საკითხი.
ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა მორიგი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ განაგრძობს ეგრეთწოდებული პოლიტიკური პატიმრებისა და იმ ადამიანების მონაცემთა გამოქვეყნებას, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ.
მცხეთაში, არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბებრის ციხემ, გადაუღებელი წვიმების შედეგად, 28 აპრილს ნგრევა დაიწყო. ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად ჩამოშალა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელი. დაბზარულია ციხის დანარჩენი კედლებიც.
”ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი აღარ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას. ამასთან, სუბარმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ბრძოლის წინა ხაზზე აქტიურ პოზიციებზე რჩება.
არაინფორმირებულობა და განცდა იმისა, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება, მოსახლეობაში ნიჰილიზმს ამკვიდრებს. პოლიტიკურმა ლიდერებმა აქცენტი თბილისზე აიღეს, რეგიონებში მაცხოვრებლებმა კი დღემდე ვერ გაიგეს - რას და ვის ირჩევენ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ჩატარებული კვლევის კოორდინატორი შოთა ბუჩუკური. კვლევა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს შეეხებოდა.
გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ ხელფასი, რომელსაც მათ საქართველოს განათლების სამინისტრო კვარტალში ერთხელ უხდის, ხუთი თვეა არ მიუღიათ.
ევროპაში ენერგეტიკული პროექტებისა და ”მისტრალის” ისტორიის ფონზე რუსეთის მიმართ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შეცვლის ტალღა გაგრძელდა უკრაინაში და, როგორც ბევრი ვარაუდობს, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შერბილებისკენ მიდის პოლონეთი. რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა საქართველოზე, მის ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ზოგადად, მომავალზე?
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაასრულა. კვლევის ჩატარების იდეა იმ არაერთმა კითხვამ წარმოშვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ბოლო ხანებში ამ ბაზარზე არსებულმა ვითარებამ გაუჩინა.
გადაუღებელი წვიმების შედეგად, კახეთში ღვარცოფული მდინარეების წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია, ზოგიერთ რაიონში კი ადიდებულმა წყალმა დამცავი ჯებირები უკვე გაარღვია და მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავს. ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დაზარალდა.
მდივნების უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატებიდან და პაატა დავითაიას მოძრაობიდან ”ჩვენ თვითონ” აირჩიეს. არჩევნებამდე ამ მოძრაობას გორში ოფისი არ ჰქონია. გორში არც ის იციან, ვინ არიან ამ მოძრაობის წევრები.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკული ორგანიზაცია ”Edison Research”-ი ჩაატარებს. ეგზიტპოლის დამკვეთები არიან მედია ჰოლდინგი ”იმედი” და სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი-2”. ”ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებმა 30 მაისის არჩევნების ეგზიტპოლის მეთოდოლოგიის პრეზენტაცია მოაწყვეს.
გლობალურ სამოქმედო გეგმას, რომლის პრეზენტაციაც 28 აპრილს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო, ასეთი სათაური აქვს: ”გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” და მიზნად ისახავს არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდას.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა დაინტერესებულ პირებს ახალი, ელექტრონული ფორმა DS 160 გააცნო. ახალმა ფორმამ ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურების გავლა გაამარტივა. გამარტივდება თუ არა თავად ვიზის აღება?
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის კვლევის არაკომერციული, დამოუკიდებელი ცენტრის, მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა.
28 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გუგული მაღრაძე, ”ქალთა პარტიის” ლიდერი. გუგული მაღრაძე თვლის, რომ ვიდრე ქალებს საქართველოს პოლიტიკაში არ უკავიათ სათანადო ადგილი, საჭიროა ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოგვარება.
ჩერნობილი, სადაც 1986 წელს მსოფლიოში უდიდესი სამოქალაქო ბირთვული კატასტროფა მოხდა, დღეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული. ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს სოლიდურ ფასად, რადიაციის საზომით ხელში შეუძლიათ მოიარონ უკაცრიელი ქალაქი პრიპიატი.
უნგრეთის ხელისუფლებაში მემარჯვენე-ცენტრისტული „ფიდესი“ ბრუნდება. კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ორბანის პარტია „ფიდესმა“ უპრეცედენტოდ ძლიერი გამარჯვება - მანდატების ორი მესამედი - მოიპოვა.
27 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ დაასრულა მხარეების ზეპირი მოსმენა საქმეზე, სახელწოდებით „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი - საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე 25091/07 ევროპის ათი მოსამართლის ხელშია.
ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქარელის რაიონის სოფლებს დვანსა და ტახტიძირს სერიოზული ზარალი მიაყენა. ადიდებული მდინარე ფრონე კალაპოტიდან გადავიდა და დასახლებულ პუნქტებში გამავალი გზა და ხიდები დააზიანა.
არქიტექტურულ გეგმებში დაშვებული შეცდომებისა და მთავრობის მიერ მშენებლობის დაჩქარებული ტემპის შედეგია ის, რომ კოტეჯები მეტისმეტად ნესტიანია, კედლებზე ობია მოკიდებული, იატაკი კი დახეთქილია.
გადაუღებელი წვიმების შედეგად, საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მეწყერი ჩამოწვა. რეგიონში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია. სტიქიამ საფრთხე შეუქმნა ყვარლის რაიონსაც. ადგილებზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათალიკოსი გარეგინ მეორე პირველად ჩავიდა აზერბაიჯანში. ის მონაწილეობს ბაქოში მიმდინარე სამიტში, რომელმაც მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 200 რელიგიურ ლიდერს მოუყარა თავი.
ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მცირეწლოვანი ბავშვის ხშირად ცემა მის აგრესიულობას უწყობს ხელს მოგვიანო ასაკში.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დღეს სამუშაო პროცესი განახლდა. სამდღიანი გაფიცვის შემდეგ მუშებმა საპროტესტო აქცია დროებით შეწყვიტეს და საამქროებში დაბრუნდნენ. მეტალურგები სოციალური პირობების გაუმჯობესებას კვლავ ითხოვენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა დაასახელა. ოფიციალური განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პავლე კუბლაშვილმა და თავად გიგი უგულავამ შეიტანეს. მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა.
”ალიანსმა” კომპანია GPW-ს ექსპერტიზის პასუხი გამოაქვეყნა, რომელიც ”იმედის” ხელმძღვანელობის სატელეფონო ჩანაწერზე გაკეთდა. ექსპერტების შეფასებით, განცხადება, რომ ეს საუბარი ფაბრიკაციაა, მხოლოდ ღიმილს იწვევს.
მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატი წარადგინა - გიგი უგულავა დღეიდან მერობის ოფიციალური კანდიდატია. მმართველმა პარტიამ ცენტრალურ საარჩვენო კომისიას თბილისის საკრებულოს წევრობის 25 მაჟორიტარი კანდიდატიც წარუდგინა.
კარალეთის, შავშვების, ხურვალეთისა და სკრის დასახლებაში ათეულობით დევნილი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დევნილთა ნაწილს 4 თვეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაგროვილი დავალიანების გამო მათ დენი ახალ წელს ჩაუჭრეს და გადასახადის გადახდა მოსთხოვეს.
MGMT-ს მეორე ალბომში აღარ აქვს ისეთი აშკარა ჰიტი, როგორიც პირველი დისკის Kids იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯგუფს არც უცდია, რომ აშკარა ჰიტი ჰქონოდათ. ის კი არ იყო, რომ უნდოდათ და არ გამოუვიდათ. არა, უბალოდ გადაწყვიტეს სულ სხვა მიმართულებით წასულიყვნენ.
26 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" გენერალური დირექტორის მოადგილე. 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება.
ცხვარიჭამიაში ჩამოწოლილ მეწყერს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავში კი, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი ავტომანქანითაა მოყოლილი. წვიმის შედეგად თბილისში რამდენიმე სახლი ჩამოინგრა.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ მეტი მოლოდინია ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან დაკავშირებით. ამჟამინდელ კამპანიაში კი რესურსებით დახუნძლული და ორგანიზებული ხელისუფლების დამარცხების არც ჟინი იგრძნობა და არც ძალა.
კავკასიური გზაჯვარედინის დღევანდელი გამოშვების თემაა კინოწარმოება სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - რას, როგორ და რა სიხშირით იღებენ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი რეჟისორები, რამდენად წარმატებულნი არიან, რას ფიქრობენ კრიტიკოსები და მაყურებლები თანამედროვე კინოზე...
მოდით, ახლა ერთად გადავხედოთ გასული კვირის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში, რომელშიც თანდათან სულ უფრო აქტუალური ხდება 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა.
დოკუმენტი, რომელსაც 21 აპრილს დმიტრი მედვედევმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა ხარკოვში მოაწერეს ხელი, რუსეთს უფლებას აძლევს 2017 წლის შემდეგ, კიდევ 25 წლით, იყოლიოს ფლოტი ყირიმის ნახევარკუნძულთან. სამაგიეროდ, უკრაინა 30 %-ით იაფად მიიღებს ბუნებრივ აირს.
გახშირებული ნალექის შედეგად, უკანასკნელი ორი დღეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალდიდობისა და მეწყერის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ველისციხეში, მდინარე ჭერემის ხევთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა უკვე ორი ღამეა ევაკუირებულია.
23 აპრილს, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგები, ”ბარომეტრი 2009” გამოაქვეყნა. გამოკვლევის მთავარი მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოება მის მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და რამდენად ხედავს ამის შესაძლებლობას.
მეტალურგები საამქროებში დილიდან არ გამოცხადდნენ. ისინი პირდაპირ საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელმძღვანელობას ათი მოთხოვნის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
iList-ი CNN-ის ახალი რუბრიკაა - გადაცემების სერია, რომელიც ერთი თვის მანძილზე ერთ რომელიმე ქვეყანას ეთმობა: მის ტრადიციებს, დღევანდელობას, განვითარების პერსპექტივებს, პოლიტიკას, ბიზნესს, რელიგიას, სპორტსა თუ ხელოვნებას.
ბოლო დროს თბილისში საკმაოდ ხშირია ისეთი დღეები, როდესაც რამდენიმე კინოთეატრში ერთდროულად ორი ახალი ქართული ფილმი გადის. ცალკე თემაა, რამდენად ხარისხიანია ეს კინო და ამის შესახებ კინომცოდნეები ხშირად დაობენ...
პრესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონების პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდონ მედია, მათ შორის, გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვა.
საარჩევნო კამპანიის წარმოებისას შექმნილი უთანასწორო საარჩევნო გარემოს არსებობის ერთ-ერთ მაგალითად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მმართველი პარტიის სასარგებლოდ საბიუჯეტო რესურსების ხარჯვას ასახელებენ.
ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ ჭერემის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის დონემ მოიმატა, დაზიანდა წყლის დამცავი ჯებირი, რის გამოც სოფელ ველისციხის დატბორვის საფრთხე შეიქმნა. სოფელ ველისციხიდან 600-მდე ოჯახი ევაკუირებულია.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომელი და ალტერნატიული პრეზიდენტობის კანდიდატი, თეიმურაზ ჯერაპოვი დააკავეს.
ზუგდიდში, მანჯგალაძის 118 ნომერში, ყოფილი მე-12 ტრესტის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 19 ოჯახი 17 წელია უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს - ხალხს ძილი იატაკზე უწევს, მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გამომცემლობა დიოგენეს ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე. სტუმრის თქმით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ დღეს ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან, საქართველოში კი წიგნები ფასდაკლებით იყიდება.
სასამართლო პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისთვის პროკურატურამ, ამერიკული დაფინანსებით, სივრცე გამოყო: ერთი ოთახი - სავარჯიშოდ, ნაფიცი მსაჯულების - ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეების - მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესების გასამართად.
პოლონეთში 10 აპრილის ტრაგედიის გამო გლოვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის ემზადება. როგორ ართმევს თავს გამოწვევებს პოლონელი ხალხი და რა არის მათი მთავარი იარაღი კრიზისულ სიტუაციაში? გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძე.
სოციალურმა ჯგუფმა facebook-იდან რუსთაველის გამზირზე თეატრალიზებული აქცია გამართა, სახელწოდებით ”არა პოლიეთილენის პარკებს”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა კი დედამიწის დღისადმი მზადება ერთი კვირით ადრე დაიწყო.
ნოღაიდელის და ბურჯანაძის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ახლა უკვე ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები - კობა დავითაშვილი და კახა კუკავა მართავენ. თბილისში ამ ვოიაჟებს კვლავ შეცდომად აფასებენ.
ნიქოზის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯერ არ დაუწყია. სოფელი ცხინვალს ესაზღვრება და მოსახლეობის მიწის ფართობები იმ ადგილებთანაა ახლოს, სადაც ოსურ და რუსულ შეიარაღებულ ძალებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი.
ახალი პასპორტების გასაცემად მზადება დაიწყეს გალში და სოფლის გამგებლები რუს გენერალთან შეხვედრაზე დაიბარეს. მაღალი რანგის სამხედრო პირმა ქართველ გამგებლებს ახალი პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ნუსხა გააცნო.
საპარლამენტო კომიტეტებში სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვა დაიწყო. პირველი, ვინც სახალხო დამცველის ანგარიშის ავკარგიანობასა და აქცენტებზე იმსჯელა, როგორც მოსალოდნელი იყო, ადამიანის უფლებათა კომიტეტია.
ახალი სასწავლო წლიდან 2500 პირველკლასელი პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს. 2011 წლიდან კი დაახლოებით 40 ათას მოსწავლეს სპეციალურად განვითარებადი ქვეყნებისთვის შექმნილი XO mini ლეპტოპი წიგნების ნაცვლად უსასყიდლოდ გადაეცემა.
ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის თანდათანობითი გახსნის პარალელურად, აქამდე აეროპორტებში ჩარჩენილი მგზავრები სახლებისკენ გზას აგრძელებენ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტები პრაღის აეროპორტს ეწვივნენ და უშუალოდ გამოსცადეს იქ შექმნილი ატმოსფერო.
გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ, მისი თაოსნობით, იწყება მუშაობა ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევებისას უსაფრთხოების ახალი სტანდარტების შესამუშავებლად.
სავარაუდოდ, გია გაჩეჩილაძე დღეს, 21 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერით გამოაცხადებს გადაწყვეტილებას - იყრის თუ არა კენჭს. დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩეჩილაძე უარყოფდა თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას.
აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული მგზავრები ჯერ ოტობაიაში სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი გალის მილიციაში გადაიყვანეს. განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ფიჩორის მკვიდრი.
რადიო თავისუფლებაში სტუმრად იყო საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე. მან ჭიათურასა და ზესტაფონში ჩატარებულ გამაფრთხილებელ გაფიცვაზე ილაპარაკა.
„ასოშიეიტედ პრესის“ სპორტული მიმომხილველი ჯონ ლესტერი, მკაცრად აკრიტიკებს ანგარიშს, რომელიც გამოაქვეყნა ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი სპორტსმენის სიკვდილის გარემოებათა შესწავლის საფუძველზე.
იერუსალიმში შოთა რუსთაველის ბარელიეფის დაზიანების გამო საქართველოს ხელისუფლებამ მიმართვა გაუგზავნა ისრაელის პარლამენტსა და იერუსალიმის მუნიციპალიტეტს. თბილისში იმედოვნებენ, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება
კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა კახეთის რამდენიმე რაიონი კვლავ დააზარალა. ადგილობრივი მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყებას უკვე დიდი ხანია ითხოვს, - ჯერჯერობით უშედეგოდ. რეგიონის ხელისუფლება სტიქიით გამოწვეული ზარალის დათვლას აპირებს.
ზესტაფონსა და ჭიათურაში მუშებისა და მაღაროელების ნაწილი დღეს რამდენიმე საათით გაიფიცა. გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა პროფკავშირებმა გაფიცვის მიზნად სოციალური პრობლემების მოგვარება, ასევე დასაქმებულების უფლებათა დაცვა დაასახელა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ბიუჯეტის გარეშეა. კოკოითის მთავრობა შიდა დაპირისპირების გამო ბიუჯეტს ვერ იღებს. საბიუჯეტო წლის პირველი კვარტალი დასრულდა, შესაბამის უწყებებს კი ჯერ გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშიც არ წარუდგენიათ.
უკვე მეხუთე დღეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით, ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო, ავიარეისები არ სრულდება. ავიაკომპანიებისა და საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციას უჭირს პროგნოზის გაკეთება.
საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ დღეს გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე. ანგარიშში გამოთქმული შეფასებით, ტრაგედია გამოიწვია „ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების კომპლექსურმა სერიამ“.
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯით სასამართლო სისტემის ისედაც შეზღუდული რესურსი არაეფექტიანად იხარჯება. კვლევის მიხედვით, დასჯა და დაპატიმრება უმნიშვნელო გავლენას ახდენს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქცევაზე.
ცხინვალში დაუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. დაზარალებულები ხმამაღლა გამოთქვამენ პრეტენზიებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი ვანო ცერცვაძე, ერთ-ერთი ავტორი კვლევისა ”რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება”. სტუმარმა თქვა, რომ კვლევამ ამ კითხვას უარყოფითად უპასუხა.
ამ ფილმში კარგი ერთი რამე, უფრო სწორად, ვინმე იყო - გოგა ბარბაქაძე. დანარჩენი ყველაფერი ცუდი იყო - სიუჟეტი, მსახიობები, პერსონაჟები, გაუთავებელი რეკლამა, ღირებულებები, ხუმრობები, რომანტიკა, მუსიკა... განსაკუთრებით ცუდი იყო, რომ ფილმის ავტორები ფულს ალბათ გააკეთებენ.
მომავალი ძალზე მნიშვნელოვანია ლიტერატურის თეორიისთვის, რადგან ქართული ენათმეცნიერებისგან თუ არქეოლოგიისგან განსხვავებით, სადაც უდიდესი ტრადიციები არსებობდა, ლიტერატურის თეორეტიკოსებს ყველაფერი წინა გვაქვს.
ქართულ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ყოფაში და ზოგჯერ მედიაშიც (მედიაში დამკვიდრებულ ეგრეთ წოდებულ ”ზიზღის ენას” თუ გავიხსენებთ), კვლავაც გრძელდება ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაცია.
პანკისის ხეობის, სოფელ დუისის მოსახლეობა 16 წლის ახმედ გაორგაშვილის მკვლელობის გამო სისხლის აღებით იმუქრება. გაორგაშვილის ახლობლები აზრერბაიჯანის ხელისუფლებისგან იმ მესაზღვრის სასწრაფოდ დაკავებას და დასჯას მოითხოვენ, რომელმაც მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ჰერმან ვან რუმპემ, ევროპის კავშირის პრეზიდენტმა, ხუთშაბათს პოლიტიკა დროებით დაივიწყა და ბრიუსელში ლიტერატურულ შეხვედრაზე მიიწვია საზოგადოება მათთვის თავისი წიგნის, ლექსების კრებულის, წარსადგენად. რუმპე იაპონური ლექსის ფორმას, ჰაიკუს, იყენებს. ფონ რუმპემ დამსწრეთ თავისი შემოქმედება თვითონ გააცნო.
9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მე-19 წლისთავზე, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ისტორიული სამართლიანობის დამდგენი კომისია შეიქმნა. კომისია იურიდიულ და ისტორიულ შეფასებას მისცემს საქართველოს უახლოესი წარსულის
15-16 აპრილს თბილისმა, ევროსაბჭოს ორგანიზებით, ორდღიან კონფერენციას უმასპინძლა. სახელმწიფო მოხელეები, მედიის სფეროს სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მსჯელობდნენ გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემებზე
კოკოითის გუნდის წევრები ხმას ავრცელებენ, რომ ბროვცევის დღეები დათვლილია და მას მალე მოხსნიან. ბროვცევის მოხელეები კი ამბობენ, რომ ისინი პუტინმა გამოაგზავნა და თუ მათ მოხსნიან, რუსეთი ფინანსურ დახმარებასაც შეწყვეტს.
ვირტუალურ სივრცეში - კერძოდ კი, ინტერნეტფორუმებზე - მომხმარებლების იდენტიფიკაცია არა მხოლოდ მათი ნიკების, ანუ ვირტუალური სახელების, მიხედვით ხდება, არამედ იმ ვიზუალური გამოსახულებებითაც, რომლებიც ამა თუ იმ კონკრეტულ იუზერს ეკუთვნის და მას ავატარი ჰქვია.
აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსულები ამბობენ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას აფხაზ მესაზღვრეებს ფულს უხდიან - 100-დან 300 რუსულ რუბლამდე. მათი თქმით, აფხაზი სამხედროები არც ლარის აღებაზე ამბობენ უარს.
”მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს” - ასეთია თბილისის მერის კიდევ ერთი კანდიდატის, გოგი თოფაძის, საარჩევნო ლოზუნგი. ”მრეწველების” ლიდერი საარჩევნო პროგრამაში აქცენტს კვლავ თბილისელების დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე აკეთებს.
16 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა მიქელაძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ქსელის დირექტორი. სტუმარმა ისაუბრა არჩევნების მონიტორინგის მნიშვნელობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა პირველი ბიომეტრული პასპორტი გასცა. სამინისტროს განმარტებით, ბიომეტრული პასპორტი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ, დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად.
ედუარდ კოკოითი არ მალავს, რომ ნიკარაგუის აღიარება რუსეთის დამსახურებაა. დე ფაქტო რესპუბლიკაში ახლა იმაზე ფიქრობენ, როგორ ჩაიტანონ ცხინვალიდან მანაგუამდე ლუდი, რძე და ყველი ისე, რომ გზაში არ გაუფუჭდეთ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ჯანა ჯავახიშვილი, ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის საკონტაქტო პირი სამხრეთ კავკასიაში. სტუმარი შეეხო ადამიანური ტრაგედიების გაშუქებისას სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას.
საქართველოს მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებენ ორწლიან პროექტს - ”სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემის რეფორმირება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საქართველოში“.
უკვე 20 წელია საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. 32 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, ათასობით ადამიანმა პროტესტი გამოხატა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებდა.
მილიცა კორიუსის ბიოგრაფიის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. თვითონ მილასაც უყვარდა მისტიფიკაციები: საკუთარ თავს ის ხან უნგრელ პრინცესად, ხან კი შვედი გენერლის ქალიშვილად ასაღებდა. რაც შეეხება დაბადების ადგილს, სხვადასხვა დროს კორიუსი გერმანიას, პოლონეთს და რუსეთს ასახელებდა.
ამ დღის აღსანიშნავად თბილისში დედაენის ძეგლთან დილიდანვე შეიკრიბნენ მოსწავლეები, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კი კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ჯანდაცვისთვის 33 მილიონი ლარის 117 მილიონამდე გაზრდა და ოთხი მთავარი პრიორიტეტი - ოჯახის ექიმი, სამედიცინო დაზღვევა, უფასო და იაფი წამალი და უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი ყველა თბილისელს - ასეთია ალასანიას გეგმა.
14 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლალი ეზუგბაია, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. სტუმარმა ისაუბრა ენაში ნორმების დამკვიდრების პროცესზე და ტიპურ შეცდომებზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მატიაშ ეორში და დეივიდ ვილშაიერი სამშაბათს ცხინვალში არ შეუშვეს. სტუმრებს დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში შესვლა რუსეთის მხრიდან მოსთხოვეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში, საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ გაიგზავნა კიდევ ერთი საქმე, რომელიც აგვისტოს ომის დროს ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცის წამებასა და მკვლელობას შეეხება.
არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ ეროვნული უმცირესობები ამ პროცესში, სრულფასოვნად ვერ მონაწილეობენ. მიზეზებად ენის უცოდინარობას, ინფორმაციის სიმწირესა და პოლიტიკური პარტიების ზერელე დამოკიდებულებას ასახელებენ.
გაზაფხული, სხვა სეზონებისგან განსხვავებით, ყოველთვის ხასიათდება ისეთი სტიქიური მოვლენების მატებით, როგორებიცაა მდინარეების ადიდება, წყალდიდობა, მეწყერი. ამ მხრივ, გამონაკლისი არც წლევანდელი გაზაფხულია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლად, არაერთი პრობლემა და თავსატეხი გაუჩინა.
კახეთში მოსულმა სეტყვამ გურჯაანის და ყვარლის რაიონებში რამდენიმე სოფელი მოსავლის გარეშე დატოვა, ბევრ სოფელში კი ხეხილის ბაღები 20-70 %-ით განადგურდა. სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დააზარალა.
ორი დღის წინ რაჭაში მიწისძვრა განმეორდა. ეპიცენტრი ონიდან 18 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე დაახლოებით ხუთი ბალი იყო. მიწისქვეშა ბიძგებს მსხერპლი და შენობების დანგრევა არ გამოუწვევია. მიუხედავად ამისა, განმეორებითი ბიძგების გამო მოსახლეობა შეშინებულია.
ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქარელის რაიონის სოფლებს დვანს და ტახტიძირს სერიოზული ზარალი მიაყენა. ადიდებული მდინარე ფრონე კალაპოტიდან გადავიდა და დასახლებულ პუნქტებში გამავალი გზა და ხიდები დააზიანა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ მდინარისთვის კალაპოტის შესაცვლელად ტექნიკა უკვე გამოყო.
თბილისის მერმა და "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მმართველმა ბუნებრივი აირის დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები გამოაქვეყნეს. აბონენტებმა 14 მაისამდე უნდა მიმართონ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ოფისებს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მედიის განვითარების პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე. მან კავკასიურ ”სოციალური ინოვაციების ბანაკზე” ილაპარაკა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატრადა თბილისში.
მთავრობა ვარშავაში სწრაფად მოქმედებს, რათა შეძლებისდაგვარად მალე შეავსოს პოსტები, რომლებიც შაბათის ტრაგედიის შედეგად დაცარიელდა. 10 აპრილის ავიაკატასტროფამ ხომ ამ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის ათობით წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა.
პარტიების მიერ საარჩევნო სიების მონიტორინგი დასრულდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების შემოწმებისას 80 000-მდე დარღვევა აღმოაჩინა და განაცხადა, რომ მცირდება ვიდეოთვალების რაოდენობა საარჩევნო უბნებზე.
გორის რაიონის სოფელ საქაშეთში ჩასახლებული დევნილები ელექტროენერგიის მიწოდებას მოითხოვენ. დევნილების თქმით, ისინი სახელმწიფოს დახმარების გარეშე დავალიანებას ვერ დაფარავენ და საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.
სოფელ ანაკლიაში გალელებისა და ოჩამჩირელების 26 ოჯახი ცხოვრობს. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თხოვნით დევნილებმა შარშან მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
ისრაელში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩასული მომლოცველების ჯგუფებიდან 45-მა ქართველმა თავშესაფარი მოითხოვა. საქართველოს კონსული ხვალ გაესაუბრება მათ და გაარკვევს ისრაელისთვის თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზებს.
საქართველოსთვის ამ კვირას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადგილობრივი. თუმცა საერთაშორისო ამბებიდან ყველაზე მეტად საქართველომ ავიაკატასტროფაში პოლონეთის დელეგაციის დაღუპვა განიცადა.
პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავით ვარშავაში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცხედარი გადაასვენეს. კაჩინსკი შაბათს დასავლეთ რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. კაჩინსკის ცხედარს სამხედრო აეროპორტში დახვდნენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბრონისლავ კომოროვსკი
წინასაარჩევნო სიმღერა, რომელიც მოგვიწოდებს, ხმა გიგი უგულავას მივცეთ, ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ქართული სიმღერაა, რომელიც ოდესმე ვინმეს დაუწერია. თავიდან შეიძლება გეგონოს, რომ პაროდიაა, მაგრამ მერე ატყობ, რომ სერიოზულად მღერიან. რაც, რა თქმა უნდა, ამ სიმღერას კიდევ უფრო სასაცილოს ხდის.
პარასკევს, შუადღისას, გონიოში მცხოვრები მიქელაძეების ეზოში ჭურვი ჩამოვარდა. ჭურვის ერთი ნაწილი, რომელიც დაახლოებით 10 კილოგრამს იწონიდა, ციტრუსის ბაღში იპოვეს. მიქელაძეების თქმით, სპეციალისტები მდინარე ჭოროხში აღმოჩენილ ჭურვს ანადგურებდნენ, როდესაც მათ სახლში გამაყრუებელი ხმა გაისმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი შესრულდა. ტრაგედიის ადგილას, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, 21 წლის წინ დაღუპულთა პატივსაცემად დღესაც არაერთი ადამიანი შეიკრიბა. სიმბოლური აქცია კი შუაღამისას, 24 საათიდან დაიწყო და 5 საათისთვის დასრულდა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ევროპის სახლი გაიხსნა. გეგმის თანახმად, ის ჯერ კიდევ მარტის ბოლოს უნდა გაეხსნა ჩეხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს, მაგრამ მისი ავადმყოფობის გამო ცერემონიალი გადაიდო.
საქართველოს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან, დილიდან უამრავი ადამიანი მიდის. ისინი პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპელებს და 21 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებენ. 9 აპრილის მემორიალთან მიდიან პოლიტიკოსები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.
იმერეთის ექიმთა ასოციაციის ინიციატივით, ოკუპირებული პერევის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმებმა რუსული ბლოკ-საგუშაგოს გავლა და პერევში შესვლა ვერ შეძლეს და მეზობელ სოფელში, ჯრიაში, ჩავიდნენ.
8 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა აბაშიძე, სახალხო დამცველის აპარატში არსებული ბავშვთა და ქალთა უფლებების ცენტრის იურისტი. მან ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე, რომლებიც 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშშიც შევიდა.
კატინის ხოცვა-ჟლეტიდან, როცა საბჭოთა საიდუმლო სამსახურმა, "შინსახკომმა", სტალინისა და ბერიას ბრძანებით, ათასობით პოლონელი - მათ შორის, სამხედრო ოფიცერი - დახოცა, 70 წელი გავიდა. 7 აპრილს პოლონეთის და რუსეთის პრემიერ-მინისტრებმა ეს დღე ერთად აღნიშნეს.
საქართველოს პარლამენტში იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს პარლამენტები გამოეხმაურებიან ქართველი კოლეგების მიმართვას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს ოფიციალურად მიანიჭებენ ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსს.
სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულ პირებს უახლოეს მომავალში ტენდერში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიები მოემსახურებიან. ამავე კომპანიებს დაეკისრებათ საავადმყოფოების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაცია ან, საჭიროების შემთხვევაში, ახალი საავადმყოფოების აშენება.
დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმებისა და საურავების ამნისტია 2009 წლის 15 ივნისამდე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გავრცელდება. ამნისტია არ შეეხება რთული დარღვევებისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეებს.
ავღანეთში გაემგზავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გააცილეს. ქართული ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განლაგდება.
გაზეთ ”კომერსანტთან” საუბრისას, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ომი არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ დასრულებულა, რუსეთი კი, საქართველოს ომს ვერ მოუგებს, რადგან ქვეყანა დასავლური კულტურის გზით მიდის.
პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში ჯერ არ გადასულა. ახალციხელი პოლიტიკოსები ამ დროისათვის სიების გადამოწმებითა და მოსახლეობასთან შეხვედრით არიან დაკავებულნი.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს გორში ჩავიდნენ. ისინი რეგიონში უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდნენ. სტუმრებმა ერგნეთში დამწვარი სახლები და ქართული პოლიციის საგუშაგო ნახეს.
ქართველებისთვის სიმღერა ლოცვის ამაღლებული და ჰარმონიული ფორმაა. ჩვენი საგალობლების სამხმიანობა შემთხვევითი როდია: ძველი ტრადიციების თანახმად, პოლიფონიის თითოეული ხმა ღმერთისკენ მიმართულ თხოვნას, მადლიერებას, სიხარულს თუ მონანიებას გამოხატავს.
განაღმვის საერთაშორისო დღე საქართველოში მოქმედმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებით, ნაღმებისა და გამნაღმავი მოწყობილობების დემონსტრირებით აღნიშნეს.
ქუთაისში მოქმედი პარტიები საარჩევნო სიების მონიტორინგით და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების შერჩევით არიან დაკავებული.
საბერიოში რუს და აფხაზ მესაზღვრეებს შორის ორმხივ სროლას ვერ ადასტურებენ აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში, თუმცა აღნიშნავენ, რომ გასულ ღამეს სამხედროებს შორის დაპირისპირებისას სამხედრო ბაზა დაიწვა.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებული ინგა გრიგოლია დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის საკრებულოს ახალი შემადგენლობა ოპოზიციური იქნება.
აღდგომის ღამეს საქართველოში პატრიარქის ნახევარსაათიანი ეპისტოლე წამყვანმა სატელევიზიო არხებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. ეპისტოლეს წაკითხვას სამების ტაძარში ქვეყნის პრეზიდენტიც დაესწო. პატრიარქმა ქვეყნის გაერთიანების სურვილი გამოთქვა და საერო ხელისუფალთ სხვა რჩევებიც მისცა.
30 მარტს CERN-ში, დიდ ადრონულ ამაჩქარებელში დაწყებული ექსპერიმენტი მიზნად ისახავს ჩაგვახედოს მანამდე წარმოუდგენელ სფეროში - მოგვაპოვებინოს ცოდნა სამყაროს დასაწყისის შესახებ. ამის მიღწევას მეცნიერები ცდილობენ მინიატურული „დიდი აფეთქების“ მეშვეობით.
სპეციალისტების დასკვნით, მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება მუშების გაუფრთხილებლობას მოჰყვა. სამთავრობო კომისიის დასკვნას არ ეთანხმება საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
ცხინვალში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი თითქმის ჩაიშალა. სამშენებლო კომპანიები ვადებში ვეღარ ეტევიან, ფული გათავდა, კოკოითის ხელისუფლება კი მათთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფაზე უარს აცხადებს. ამიტომ დაკარგული ფულის საძებნელად კრემლი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში რევიზორს რევიზორზე აგზავნის.
ენგურს გაღმა მდებარე სოფელ განმუხურში აფხაზეთიდან დევნილები უკვე 17 წელია სხვადასხვა კომპაქტურ ცენტრებში ცხოვრობენ და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ჩვენთან ავტობიოგრაფიული პროზა თითქმის არ არსებობს, ან არაფერი აქვთ მოსაყოლი ქართველ მწერლებს, ან საინტერესოდ მოყოლა არ იციან, ანდა რაღაც აკვიატებებს ვერ აღწევენ თავს, აქაოდა, რა დროის პირადი გამოცდილება და მემუარებია...
აზერბაიჯანში კერავდნენ მორიგი ტერაქტის ვერსიას და ცდილობდნენ კვერი დაეკრათ რუსეთისათვის: ჩვენ რა შუაში ვართ, ტერორისტები და იარაღი საქართველოში ეძებეთო? საქართველოს ხელისუფლება გაოგნებულია უახლოესი მეზობლის, აზერბაიჯანის, ასეთი დიპლომატიური ორპირობის გამო, თუმცა ამას არ იმჩნევს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია, რომელიც, საქართველოს საჯარო სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით ლაპარაკობდა.
სააღდგომოდ სიმღერის შერჩევა თან მარტივია და თან რთული - არჩევანი დიდია, მაგრამ ზოგი სიმღერა მეტისმეტად ცნობილია, ზოგი - არასაკმარისად, ზოგი კი არც ისე კარგია. ჩვენ კი ვცადეთ ისეთი შეგვერჩია, რომ თან კარგი ყოფილიყო, თან ზომიერად ცნობილი და თან სააღდგომო...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ ორ თვეში სამი მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი გუნდი გამოიკვეთა. სწორედ მათ ურთიერთობაზე და მათ შორის ხმების განაწილებაზე იქნება დამოკიდებული თბილისის მერის ვინაობაც და თბილისის საკრებულოს შემადგენლობაც.
გასული კვირის პოლიტიკურ მოვლენებს ერთგვარი დაღი დაასვა მოსკოვის მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა. თუმცა კვირის ბოლოს ვნებები შედარებით დაცხრა, როცა რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტების ორგანიზატორთა ვინაობა დაასახელეს.
გასულ კვირაში ლადო ათანელის ფონდმა, ”თანადგომამ”, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მორიგი საქველმოქმედო საღამო მოაწყო... განსხვავებული იმისგან, რასაც კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი, ”იავნანა”, აწყობს ხოლმე. ”იავნანა” ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს, ”თანადგომა” - ახალგაზრდა მუსიკოსებს.
წელს მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების აღდგომის დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა და მას 4 აპრილს აღნიშნავენ. მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა. სადღესასწაულო მსახურება შესრულდა კათოლიკურ ეკლესიებშიც.
ოპოზიციის კონსულტაციების მორიგი რაუნდის შემდეგ ოპოზიციურ სპექტრში არ იზიარებენ ”ალიანსის” მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათი ლიდერი, ირაკლი ალასანია, თბილისის მერის პოსტზე უპირობოდ უკონკურენტოა.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. ცეცხლი საფლავიდან ზუსტად 15.05 საათზე პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა და ტაძარში შეკრებილმა მორწმუნეებმა ცეცხლი ერთმანეთს გადასცეს.
15 აპრილიდან თბილისის ათ სკოლაში სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ადამიანები - მანდატურები - გამოჩნდებიან. ამ საქმისთვის საგანგებოდ შერჩეულ ათ ქალსა და ოც კაცს უკვე ამზადებენ პოლიციის აკადემიაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურების ერთადერთი ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება.
ქართული მოდის პირველი კვირეული 26-29 მარტს თბილისში, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, გაიმართა. ქართველმა, უკრაინელმა, ფრანგმა და იტალიელმა მოდელებმა 18 დიზაინერის ნამუშევრები წარადგინეს.
ოკუპირებულ გალის რაიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ საბერიოს 15 მკვიდრი დააკავეს. დღეს რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთ, ოტობაია-ორსანტიის ე.წ. საზღვართან 15 მოქალაქე დააკავეს.
მოსახლეობა ითხოვს, ოტობაია-განმუხურთან, ნაბაკევი-ხურჩასთან და ოტობაია-ორსანტიასთან "საზღვრის" გადაკვეთის უფლება ჰქონდეთ და რუს მესაზღვრეებთან პრობლემები არ შეექმნათ. რამდენად უსაფრთხო იქნება საპროტესტო აქცია?
ბოლო პერიოდში ცხინვალში სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთიდან ჩასული პოლიტიკოსების კრიტიკა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი მეორე კვირაა, ცხინვალში აღარ გამოჩენილა.
2 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
რადიო თავისუფლება ქართული მედიის პრობლემებზე ესაუბრა ევროპელ მედიაექსპერტს უვე იეჰანსონს, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იყო და ქართული მედიის პრობლემები შეისწავალა.
ცენტრალურ აზიაში ბან კი მუნის გამგზავრებამდე, მას ავტორიტეტიანმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მოუწოდა, რეგიონის ლიდერებთან საუბრების დროს წამოჭრას ყველაზე მწვავე პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
დღეს პირველი აპრილია... - ეს ფრაზა ყველას გაგიგონიათ, ანუ იცით, რომ ამ დღეს მოტყუება ადვილია და დაშვებულია. რა, ვითომ როცა დაშვებული არაა, არ ვიტყუებით? ვიტყუებით, თან ბევრს.
სუბარი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციური სპექტრი საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმდება, ის მზად არის, კანდიდატობა გაჩეჩილაძეს შესთავაზოს და მიაჩნია, რომ არჩევნებში ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს ამომრჩეველთა ხმები არ უნდა წაართვან.
მეორე კვირაა ცხინვალში სროლის ხმა არ წყდება. დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტაქტიკური სწავლებები მიმდინარეობს. საცეცხლე მომზადება ცხინვალის სასროლეთზე მიმდინარეობს.
ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელ განმუხურში, ქართულ-აფხაზური ოჯახების წევრები შეიკრიბნენ, რომ ძველი, ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების აღდგენაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. მან ისაუბრა 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშზე, რომელიც პარლამენტს წარუდგინა და აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ომბუდსმენის რეკომენდაციების 50-70 % სრულდება, საქართველოში - მხოლოდ 11 %.