16-17 აპრილს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა 18 ადამიანი დააკავეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ხუთი მათგანი კლინიკაშია. დაკავებულთა უმრავლესობა პატიმრობაში რჩება.
ქართველი წარმატებული სპორტსმენები, მათ შორის საფეხბურთო და საკალათბურთო ეროვნული ნაკრებების ვარსკვლავები დემონსტრაციულად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას პარალელურად.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში შვიდი დაშავებული მიიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია. საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ დაშავებული პოლიციელები "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გადაიყვანეს.
შეიცავს თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება სუვერენიტეტის დათმობის რისკს? რას აშენებს საქართველოს მთავრობა, როცა სტრატეგიული პარტნიორების შენიშვნებსა და კრიტიკაზე მძაფრად რეაგირებს - დემოკრატიას თუ ე.წ. სუვერენულ დემოკრატიას?
იპოდრომის ტყეში ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი უკვე მზადაა და მფლობელი მშენებლობის დაწყების უფლებას ჯერ თბილისის მერიაში, შემდეგ კი საკრებულოში ითხოვს. „კატასტროფა!“ - ასე აფასებენ ამ გეგმებს აქტივისტები და მოქალაქეები, რომლებიც წინააღმდეგობის ახალი ტალღისთვის ემზადებიან.
36 წლის ქართველმა მებრძოლმა, ზურაბ ჯიბუტმა, რუსეთთან ომში, უკრაინაში, ორივე ფეხი დაკარგა. რამდენიმე თვის წინ ის ხარკოვის მხარეს ნაღმზე აფეთქდა.
რუსეთის მთავრობაში შესაძლოა გაჩნდეს ახალი სამინისტრო, რომლის ფუნქციაც ახალგაზრდების „პატრიოტული აღზრდა“ იქნება.
სანამ პარლამენტი „აგენტების კანონს“ ხელახლა განიხილავს, საქართველოს მთავრობა შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და დასავლელ მოკავშირეებს „შიდა საქმეებში ჩარევაში“, „ოპოზიციის ჩანაცვლებაში“ სდებს ბრალს, მათ წარმომადგენლებს კი სატელევიზიო დებატებში იწვევს.
„ბოლო ორი დღეა, შედარებით უკეთ გრძნობს თავს, სასეირნოდაც გავიყვანე, მეგობრებს შეხვდა, მინდა, გული გადააყოლოს“, - ეუბნება რვა წლის გოგოს დედა რადიო თავისუფლებას. მისი შვილის გაუპატიურების ბრალდებით, ათი დღის წინ არასრულწლოვანი, 14 წლის ბიჭი დააკავეს.
პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელების მთავარი თემა გახდა - მას შემდეგ, რაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, კომიტეტის სხდომაზე, „აგენტების კანონის“ წარდგენისას შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
თუკი გულწრფელად გაინტერესებთ, მაგრამ ჯერაც ვერ დარწმუნდით, რატომ ეწინააღმდეგება ყველა, გარდა „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდამჭერებისა, პარლამენტში უკვე მეორედ შეტანილ „აგენტების კანონს“, ეს სტატია თქვენთვისაა.
ჩამოტვირთე მეტი