Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია მოსულის აღმოსავლეთით


ერაყში ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაციის მხარდაჭერით დაიწყეს ქალაქ მოსულის აღმოსავლეთით ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების განთავისუფლების სამხედრო ოპერაცია. ქურთისტანის რეგიონის უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიშში მონაწილეობს 5500-მდე მებრძოლი.

XS
SM
MD
LG