Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა მაღაროში მომხდარ აფეთქებას


უკრაინაში მაღაროში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი. ინციდენტი მოხდა აღმოსავლეთში მდებარე ლუგანსკის ოლქში, ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის მხარდამჭერი სეპარატისტები აკონტროლებენ. ლუგანსკის ოლქში სეპარატისტების მთავრობის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი, ლარისა აირაპეტიანი აცხადებს, რომ ოთხი ადამიანი დამწვრობებით მოათავსეს საავადმყოფოში და აფეთქების შედეგად მალოივანოვსკის მაღაროში მოყოლილია ცხრა მაღაროელი. 2014 წლის აპრილიდან სეპარატისტები აკონტროლებენ უკრაინის ლუგანსკის ოლქის სამ რაიონს.

XS
SM
MD
LG