Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი ბრიუსელში იმყოფება ნატოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმყოფება ბრიუსელში, რომელიც 10-11 თებერვალს მასპინძლობს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას. „თავდაცვის მინისტერიალში საქართველო მონაწილეობს როგორც ნატოს სრულფასოვანი პარტნიორი და, შესაბამისად, ჩართულია იმ დისკუსიებში, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას. მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაა“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, ამჟამად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატოს დღის წესრიგში დადგა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. თინა ხიდაშელის ინფორმაციით, 11 თებერვალს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც საუბარი იქნება კონკრეტულად საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საშუალებების გაძლიერებაზე. „ვარშავის სამიტზე ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო გამოვიდეს თავდაცვისუნარიანობის იმგვარი გაძლიერებით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ადვილად გაიგებს და არავის უნდა დარჩეს კითხვა, რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და რამდენად წინ წაიწია ქვეყანამ არა მხოლოდ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხითაც“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG