Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეჩერებულია „მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის ოფიციალურად დარეგისტრირების პროცესი


საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის ოფიციალურად დარეგისტრირების პროცესი. სააგენტოს ინფორმაციით, 9 თებერვალს სააგენტოს განცხადებით მიმართა მოქალაქე ეთერ გადაბაძემ, რომელმაც მოითხოვა, რომ მის მიერ სასამართლოში 5 თებერვალს შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე არ განხორციელდეს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ცვლილება და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, გადაბაძის განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან ახლდა შესაბამისი დოკუმენტაცია, წარმოება შეჩერდა 30 კალენდარული დღის ვადით, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხზე. „მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ე. გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი“ - ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებში. „მაესტროს“ პარტნიორთა კრებამ ბაია გადაბაძე 4 თებერვალს დაითხოვა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. გაჩეჩილაძის ადვოკატმა9 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პარტნიორთა კრების ოქმის დასარეგისტრირებლად.

XS
SM
MD
LG