Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკაშირის ათი ქვეყანა თვლის, რომ ჩრდილოეთის ნაკადი მის ინტერესში არაა


ევროპის კავშირის აღმოსავლეთის რეგიონის ათი წევრი ქვეყნის მთავრობები ერთობლი წერილში აცხადებენ, რომ რუსეთის გეგმა, გააფართოვოს გაზსადენის ქსელი გერმანიის მიმართულებით, ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება და უკრაინის სამომავლო დესტაბილიზაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს. წერილს ხელი მოაწერეს, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის მთავრობებმა. წერილში გამოთქმულია მოწოდება მოეწყოს სამიტი და იქ განიხილონ "ჩრდილოეთის ნაკადი ორი". ამ მილსადენის თაობაზე ევროპის რამდენიმე კომპანიამ სექტემბერში მოაწერა დოკუმენტს ხელი რუსეთის გაზპრომთან. განხორციელების შემთხვევაში, მილსადენი გვერდს აუვლის უკრაინას და გერმანიისკენ გადაქაჩავს გაზს.

XS
SM
MD
LG