Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჯარებმა აღადგინეს კონტროლი ყუნდუზის ცენტრზე, მაგრამ ბრძოლა გრძელდება


ავღანეთის ჯარებმა აღადგინეს კონტროლი ქალაქ ყუნდუზის ცენტრზე, თალიბ მეამბოხეებთან რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ. პრეზიდენტ აშრაფ ღანის პრესმდივნის განცხადებით, გაცემულია დავალება ტერორისტებისაგან მთელი ქალაქის, პროვინციის და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის გაწმენის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა და მედიკოსები კი ამბობენ, რომ დაიწყო სურსათით მომარაგება ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 300 ათასამდე კაცს ითვლიდა, ვიდრე მას გასულ კვირაში თალიბები დაიპყრობდნენ. ამასობაში, ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ექიმები უსაზღვრებოდ“ მოითხოვა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ყუნდუზში ამ ორგანიზაციის საავადმყოფოს 3 ოქტომბერს დაბომბვასთან დაკავშირებით. აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 22 და დაიჭრა ათობით ადამიანი. აშშ, ნატო და ავღანეთის მთავრობა უკვე აწარმოებენ მომხდარის ცალ-ცალკე გამოძიებას.

XS
SM
MD
LG