Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადმა შესაძლოა რუსეთს სთხოვოს ერაყში ექსტრემისტებზე საჰაერო დარტყმები


ერაყის პარლამენტის წევრი ჰაკიმ ალ-ზამილი აცხადებს, რომ ბაღდადმა შესაძლოა რუსეთს სთხოვოს ერაყში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განხორციელება. ჰაკიმ ალ-ზამილი ერაყის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა. მან 7 ოქტომბერს გამოთქვა ვარაუდი, რომ „მომდევნო დღეებში, ან კვირებში ერაყი შესაძლოა, იძულებული იყოს, რუსეთს სთხოვოს საჰაერო დარტყმების დაწყება და ეს დამოკიდებულია მის წარმატებებზე სირიაში“. ჰაკიმ ალ-ზამილი რადიკალი შიიტების მოძრაობის წევრი იყო და ეჭვმიტანილია სუნიტების მოტაცებაში თანამონაწილეობაში.

XS
SM
MD
LG