Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერის განცხადებით, ვაკანტური ადგილები უახლოეს მომავალში შეივსება


თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებით გამოწვეულ აჟიოტაჟს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ მერიის სამსახურებში ვაკანტური ადგილები უახლოეს მომავალში შეივსება კვალიფიციური კადრებით და დედაქალაქის მთავრობა კვლავაც იქნება მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. „ჩვენ ერთად გავაგრძელებთ დაძლევას იმ მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, რომლებზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად და თანმიმდევრულად ვმუშაობთ და ეფექტურად განვავითარებთ დედაქალაქს", - განაცხადა დავით ნარმანიამ. ბოლო დღეებში თბილისის მერიაში თანამდებობები დატოვეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ სუდაძემ. მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულების ვადა ამოეწურა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს ნინო ღოღობერიძეს.

XS
SM
MD
LG