Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ცდილობს, არაბი მოკავშირეები დაარწმუნოს ირანთან შეთანხმების მართებულობაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ცდილობს, დაარწმუნოს ვაშინგტონის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება უფრო უსაფრთხოს გახდის მთელს რეგიონს. ორი აზრი არ არსებობს, რომ თუ ირანზე შეთანხმება განხორციელდება, ეგვიპტე და ამ რეგიონის ყველა დანარჩენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო გახდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში იყო ან იქნებოდაო, - უთხრა კერიმ ჟურნალისტებს კაიროში, სადაც დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ამჟამინდელი ტურნე. მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, გერმანია) და ირანმა გასულ თვეში ვენაში მოლაპარაკებისას მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქებას - ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. კერი 3 აგვისტოს ჩავა კატარში და შეხვდება სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ექვსი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ირანთან შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. არაბული სახელმწიფოები საჯარო განცხადებებით მიესალმნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას, მაგრამ ზოგმა გამოთქვა შეშფოთებაც პერსპექტივის გამო, რომ რეგიონში ირანის პოზიცია გაძლიერდება.

XS
SM
MD
LG