Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში გარდაიცვალა 16 წლის გოგო, რომელიც გეი აღლუმზე დაჭრეს


ისრაელში გარდაიცვალა 16 წლის გოგო, რომელიც 30 ივლისს იერუსალიმში გეი აღლუმზე დაჭრეს აღლუმის კიდევ ხუთ მონაწილესთან ერთად. თავდასხმაში ეჭვმიტანილია ულტრაორთოდოქსი ებრაელი. პოლიციის პრესმდივანმა ლუბა სამრიმ დაადასტურა, რომ 16 წლის შირა ბანკი 2 აგვისტოს გარდაიცვალა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ახალი გამოშვებული იყო ციხიდან, სადაც 10 წელი იხდიდა სასჯელს 2005 წელს იერუსალიმში გეი აღლუმის მონაწილეების დაჭრისათვის. ამ დღეებში ისრაელში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა აღლუმის მონაწილეებზე თავდასხმა და იმავე დღეს პალესტინელების სახლისათვის ცეცხლის წაკიდება, რაშიც ებრაელ ექსტრემისტებს ადანაშაულებენ. ამ თავდასხმის შედეგად წლინახევრის პალესტინელი ბიჭი დაიღუპა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიჰაუმ 2 აგვისტოს „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოუცხადა სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას.

XS
SM
MD
LG