Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუნძულ რეუნიონის სანაპიროზე თვითმფრინავის კიდევ ერთი ნამსხვრევი იპოვეს


ინდოეთის ოკეანეში კუნძულ რეუნიონის სანაპიროზე თვითმფრინავის კიდევ ერთი ნამსხვრევი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ის არის პილოტის კაბინის კარის ნამსხვრევი. ცნობების თანახმად, მასზე არის წარწერა და გამოსახულება. მალაიზიის ტრანსპორტის სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ რეუნიონის სანაპიროზე რამდენიმე დღის წინ, ოთხშაბათს აღმოჩენილი ნამსხვრევი არის იმავე მოდელის თვითმფრინავის ნაწილი, როგორიც „ბოინგი 777“, რომელიც 2014 წლის 8 მარტს დაიკარგა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფრანგი ექსპერტები და თვითმფრინავის მწარმოებლები ნამსხვრევის შემოწმების საფუძველზე. შემოწმება საფრანგეთში ჩატარდა. ახლა უნდა დაადგინონ, ეკუთვნის თუ არა თვითმფრინავის ნაპოვნი ფრაგმენტები მალაიზიის ავიაკომპანიის სწორედ იმ „ბოინგს“, რომელიც დაიკარგა 2014 წლის 8 მარტსს კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით რეისის შესრულებისას. წელს იანვარში მალაიზიამ დაღუპულად გამოაცხადა თვითმფრინავში მყოფი 239-ვე ადამიანი.

XS
SM
MD
LG